ნახეთ: მარიამ შენგელიამ ევროვიზიის სცენაზე პირველი რეპეტიცია გაიარა (ფოტოები)
ფოტო: EBU
2025 წლის ევროვიზიამდე სულ რამდენიმე დღეღა გვაშორებს. შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, რომელიც წლევანდელი ევროფესტივალის მასპინძელია, უკვე თითქმის ყველა ქვეყნის დელეგაცია ჩავიდა. დაწყებულია რეპეტიციებიც.
6 მაისს პირველი რეპეტიცია გაიარა საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ შენგელიამ. რეპეტიციის ფოტოებში, რომლებიც სულ ახლახან გავრცელდა, ქართველი კონკურსანტის სასცენო ჩაცმულობას და სცენოგრაფიასაც შეგვიძლია თვალი შევავლოთ. მომღერალთან ერთად, სცენაზე ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეები არიან.
პირველმა არხმა, რომელიც ევროვიზიის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია და ევროფესტივალისთვის კონკურსანტის შერჩევაზეა პასუხისმგებელი, მარიამ შენგელია დამოუკიდებლად, შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა საქართველოს წარმომადგენლად.
შენგელიას საკონკურსო კომპოზიცია, სახელწოდებით Freedom ("თავისუფლება") ქეთი გაბისიანმა და ბუკა კარტოზიამ დაწერეს. საზმაუს მტკიცებით, სიმღერა "საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას".
- მოისმინეთ: სიმღერა, რომლითაც საქართველო ევროვიზია 2025-ზე წარდგება (ვიდეო)
- როგორ შეირჩა საქართველოს საევროვიზიო სიმღერა და ვინაა მისი ავტორი
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენის სურვილი წელს გამოთქვა Nini Iris-მაც და პირველ არხს საკუთარი სიმღერა გაუგზავნა. ნინი, რომელიც ამერიკული ვოისის ნახევარფინალისტი იყო, ევროვიზიის ქართველი გულშემატკივრების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრებოდა.
- ვინ უნდა წარადგინოს საქართველო ევროვიზია 2025-ზე — ჩვენი მკითხველის არჩევანი
- მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც Nini Iris-ს ევროვიზიაზე საქართველოს წარდგენა სურდა (ვიდეო)
რაც შეეხება მარიამ შენგელიას, წინათ საქართველოს ვარსკვლავისა და ვოისის მონაწილემ, გასულ წელს საზოგადოებას თავი წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების მხარდასაჭერ კონცერტებზე გამოსვლით დაამახსოვრა. ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერია ევროვიზიის შარშანდელი მონაწილე ნუცა ბუზალაძეც, რომელიც წლევანდელ კონკურსზე საქართველოს ჟიურის ქულებს გამოაცხადებს.
რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალური ტურები 13 და 15 მაისს, ფინალი კი 17 მაისს გაიმართება. ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე წელს 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები