ქალაქი „ზურგით ზღვისკენ“ – უცხოელი ჟურნალისტის თვალით დანახული ფოთი
ფოტო: Brendan Jackson
150 წელზე მეტია ფოთის შუქურა შავ ზღვას გადაჰყურებს და მეზღვაურებისთვის უსაფრთხო ნავიგაციას უზრუნველყოფს. მასიური რკინის გასაღები აღებს კარს. 152 საფეხურის ავიარეთ და იმ ოთახში შევედით, საიდანაც შუქურა იმართება. რუსა ძაძუა მეუბნება, რომ ეს გასაღები ყველაზე ძველია და იმდენივე წლისაა, რამდენისაც თვითონ შუქურა.
შუქურა დაახლოებით 40 მეტრამდე სიმაღლისაა და საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნაგებობაა. იგი ზღვის სანაპიროსა და მდინარე რიონის დელტის ერთ-ერთი განშტოების მახლობლად მდებარეობს. „მის სანახავად მოსული ყველა ადამიანი გაოცებულია მისი დიზაინით“ - ამბობს ძაძუა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის თანამშრომელია, რომელიც შუქურას მართავს. „ძალიან ლამაზია, ის ჩვენი ქალაქის სიმბოლოა“.
კარგ ამინდში შუქურიდან მოსჩანს თოვლი მცირე კავკასიონის მთებზე, დაინახავთ სადავო საზღვარს აფხაზეთთან, სუფსის ნავთობსადენებსა და ცნობილ ტურისტულ ქალაქ ბათუმს. ჩვენ გარშემო კი ფოთის ქუჩების ხედი იშლება.
ფოთი
ფოტო: Brendan Jackson
დასავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი ტენიან სუბტროპიკულ ზონაშია მოქცეული. ფოთი კი ჭაობიან მიწებზეა გაშენებული. ადგილობრივები დღესაც გაგაფრთხილებენ დიდი ზომის კოღოების არსებობის შესახებ. სანაპირო ეროზიული პროცესებისა და დატბორვის საფრთხის ქვეშაა. „ფოთი სამოთხეა დედამიწაზე ღორებისთვის“, წერდა ალექსანდრე დიუმა. მე-19 საუკუნის არაერთი ევროპელი მოგზაური მიუთითებდა გზების უკმარისობასა და ხალხის სიზარმაცეზე. მიუხედავად ამისა, ისინი აღფრთოვანებით შეხვდნენ ტრანსკავკასიის რკინიგზის პროექტს, რომლის ავტორების შეფასებით, საქართველო არის ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის კომერციული ბაზრების დამაკავშირებელი. ფოთი, შეიძლება არასასურველი, თუმცა, აუცილებელი კვანძია აზერბაიჯანული ნავთობის ტრანზიტისათვის.
შავი ზღვის უძველესი სანავიგაციო ობიექტი, ფოთის შუქურა, დღესაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს. შუქურის დანახვა 27 კილომეტრის მანძილზეა შესაძლებელი. იგი რუსეთის მეფე ალექსანდრე II-ის სპეციალური შეკვეთით დაამზადეს. დღეს აქ ჰიდროგრაფიული სამსახურის 80-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. უწყების დირექტორი რევაზ ბაბილუა განმარტავს, რომ მათი სამუშაო ზღვის ფსკერის შემოწმება, სანავიგაციო რუკების განახლება და ზღვაში რადიომიმღებებთან კავშირის შენარჩუნებაა.
„საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ძალიან ბევრი მონაცემი გაუჩინარდა, დიდი რაოდენობით ინფორმაცია კი უბრალოდ გაქრა, ან დაიწვა“, - ამბობს ერთ-ერთი სპეციალისტი, ალექსანდრე დოლბაია. „ჩვენ კვლავ განვაგრძობთ მის ძებნას ფურცლებსა და წიგნებში, ვცდილობთ ხელახლა შევაგროვოთ მონაცემები. ჩვენ უნიკალური რაღაც გვაქვს აქ, ჩვენს ბაღში - შუქურა, რომელიც ძალიან გვიყვარს და მთელი გულით ვზრუნავთ მასზე.“
თანამედროვე ქალაქი ფოთი, რომელიც 50 ათასი მცხოვრებისგან შედგება, ძველი ბერძნული დასახლების, დიოსკურიას ახლოს აშენდა. ქალაქი მისი ისტორიითაა ცნობილი, კერძოდ, მითებით არგონავტებსა და მედეაზე. მე–16 საუკუნეში ფოთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. ისინი ქალაქს „ფასს“ ეძახდნენ და მონების სავაჭრო ცენტრად იყენებდნენ, საიდანაც ახალგაზრდა ქართველი გოგოები და ბიჭები კონსტანტინოპოლისკენ მიჰყავდათ. 1858 წლიდან, რუსეთის მმართველობის პერიოდში, ქალაქს პორტის სტატუსი მიენიჭა.
ქალაქის ტრანსფორმაცია საზოგადო მოღვაწესა და ინტელექტუალს, ნიკო ნიკოლაძეს უკავშირდება. ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც დოქტორის ხარისხი ევროპულ უნივერსიტეტში მიიღო. ციურიხში იგი კარლ მარქსმა მემარცხენე ფრთაში მიიწვია, რათა ამიერკავკასიაში მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი ყოფილიყო, თუმცა ნიკოლაძეს განსხვავებული იდეები ჰქონდა და მან შეთავაზებაზე უარი თქვა.
ნიკო ნიკოლაძე 50 წლის ასაკში ფოთის მერი გახდა და 20 წლის განმავლობაში შეძლო ჭაობი ამოეშრო და ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაექმნა.
მან გაზარდა გადასახადები გემებზე, ფაქტობრივად, ხელახლა ააშენა პორტი. ნიკო ნიკოლაძეს ქალაქის დაგეგმარებაში გერმანელი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკი დაეხმარა, რომელმაც ქალაქი პარიზის ბულვარის მიხედვით დააპროექტა. ნიკოლაძემ ააშენა ეკლესია, რომელიც 12 ქუჩის ცენტრში მდებარეობს. ასევე, რუსული კონსტრუქციები ქართული აივნებით ჩაანაცვლა. შენობის სახურავზე კი მექანიკური საათი დააყენა. მომდევნო 100 წლის განმავლობაში, პორტი, რომელიც ნიკოლაძემ შექმნა, ფოთში დასაქმების ძირითად წყაროდ იქცა.
სოციალურ–ეკონომიკურ პროექტებში ნიკოლაძის განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინებით, ის უკმაყოფილო იქნებოდა 2008 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაქმნელად პორტის 51 პროცენტი გასხვისდა. მოგვიანებით, მთავრობამ პორტის დანარჩენი ნაწილიც გაყიდა და ასე დასრულდა ქალაქის ხელმძღვანელობისა და პორტის ადმინისტრაციის ხანგრძლივი ურთიერთობა. ფოთის პორტი არის კავკასიაში მშრალი ტვირთის გადასაზიდი ყველაზე დიდი პორტი. იგი ყოველწლიურად 9 მილიონი ტონა ტვირთს აბრუნებს, იტევს 6 მეტრი სიგრძის 600 000 კონტეინერს და იქ დასაქმებულია 1 100-ზე მეტი ადამიანი.
პორტი დღეს Moller-Maersk Group-ის შვილობილ APM Terminals-ს ეკუთვნის. ისინი უახლოეს მომავალში ორი მეგა პორტის აშენებას გეგმავენ, რომელთა საინვესტიციო თანხა $250 მილიონს შეადგენს.
ფოთში 800–ადგილიანი თეატრიცაა, რომელიც საბჭოთა პერიოდში დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. 1992-93 წლებში ფოთის დახურული ობიექტები საცხოვრებლად აფხაზეთიდან დევნილებს გადაეცათ.
ფოთის თეატრი
ფოტო: Brendan Jackson
ფოთის, არასდროს იყო ჩაფიქრებული როგორც ტურისტული რეგიონი. ქალაქი ისე აშენდა, რომ ზღვა მის უკან აღმოჩნდა. ის ყოველთვის უფრო მეტად ინდუსტრიის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ფოთში იმედოვნებენ, რომ რადგანაც ყოველდღიურად იზრდება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების რეისების რაოდენობა ევროპიდან, ისინიც შეძლებენ ვიზიტორთა მოზიდვას.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები