ჯონი დეპი კინოში ბრუნდება — პირველი ფოტოები Day Drinker-ის გადასაღები მოედნიდან
ფოტო: Niete /Courtesy of Lionsgate
მას შემდეგ, რაც ყოფილ მეუღლესთან, ემბერ ჰერდთან ხმაურიანი სასამართლო დავა ჰქონდა, ჯონი დეპი ყურადღების ცენტრში თავისი პირველი ჰოლივუდური პროექტით, Day Drinker-ით ბრუნდება.
დღეს Lionsgate-მა ფილმის პირველი კადრი გავრცელა. ეს მძაფრსიუჟეტიანი თრილერი ნარკოტიკების გადამზიდ კრუიზზე მომუშავე ბარმენზე (მადელინ კლაინი) მოგვითხრობს, რომელიც იდუმალ უცხო პირს (დეპს) დაუახლოვდება. მათი შემთხვევითი შეხვედრა კრიმინალური სამყაროს ბნელ სიღრმეებში ინაცვლებს.
ფოტო: Niete /Courtesy of Lionsgate
ფილმის რეჟისორი მარკ ვები იქნება. Day Drinker-ში მთავარ როლებს ჯონი დეპი და მადელინ კლაინი ასრულებენ, მათთან ერთად კი ვიხილავთ პენელოპე კრუზს, მანუ რიოსს, არონ პიპერს, ხუან დიეგო ბოტოსა და ანიკა ბოილს.
"აღფრთოვანებული ვარ, რომ ვიწყებთ გადაღებებს ჯონის, მადელინის, პენელოპას და ამ საოცარი გუნდის მონაწილეობით,"— განაცხადა ვებმა. "საოცარ ლოკაციაზე ვმუშაობთ, საუკეთესო გუნდთან ერთად, და წინ მძაფრი და ველური ისტორია გველოდება. ძალიან მაგარი იქნება."
მიუხედავად იმისა, რომ დეპმა 2022 წელს ფრანგულ ისტორიულ დრამაში Jeanne du Barry მიიღო მონაწილეობა, Day Drinker მისი პირველი მსხვილი ჰოლივუდური როლი იქნება 2022 წლის სასამართლო პროცესის შემდეგ. დეპმა ჰერდს უჩივლა 2018 წელს ჟურნალ Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო, სადაც მსახიობი საკუთარ თავს "ოჯახური ძალადობის სახედ" მოიხსენიებდა და დეპს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებდა ბრალს. საბოლოოდ, დეპმა საქმე მოიგო და ჰერდისგან 15 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიიღო.
ჟურნალ Variety-ის ცნობით, Day Drinker-ის გადაღებები მალე ესპანეთში დაიწყება, ხოლო ფილმის პრემიერა 2026 წელს არის დაგეგმილი.
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
კომენტარები