მოემზადე — სააღდგომო შეთავაზებები თეგეტა მოტორსისგან
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსი სეზონური კამპანიის "მოემზადეს“ ფარგლებში, მომხმარებელს მორიგ შეთავაზებებს სთავაზობს. მოახლოებულ უქმეებზე ქალაქგარეთ გამსვლელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, შესაბამისად, იმატებს გზებზე მობილობა და ავტომობილით გადაადგილებაც მეტად რთულდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წელიწადის ამ დროს, ტემპერატურის ხშირი ცვლილების გამო, მზად უნდა ვიყოთ როგორც მზიანი, ისე წვიმიანი დღეებისთვის. სწორედ ამიტომ, სანამ ქალაქიდან გასვლას გადაწყვეტთ, თეგეტა მოტორსი გირჩევთ, სათანადოდ მოამზადოთ თქვენი ავტომობილი და შეამოწმოთ ყველა დეტალი, რომელიც უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
თეგეტა მოტორსის ფილიალებში 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, შემდეგი შეთავაზებები მოქმედებს:
- 20%-იანი ქეშბექი საბურავების სრულ ასორტიმენტზე
საბურავი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც სეზონური ცვლილება სჭირდება. როდესაც ტემპერატურა +7 გრადუსს სცდება, აუცილებელია, ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირჩევა, ხოლო ზამთრის საბურავის, პირიქით, დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი. ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტურია.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
- 20%-იანი ქეშბექი VARTA-ს აკუმულატორებზე და 20%-იანი ფასდაკლება EGERGIZER-ის, FIAMM-ისა და MONBAT-ის პროდუქციაზე
აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. ზამთარში ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება და, შესაბამისად, ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს. სწორედ ამიტომ, როგორც კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, აუცილებლად უნდა შევამოწმოთ აკუმულატორი და საჭიროების შემთხვევაში ვიზრუნოთ მის ჩანაცვლებაზე.
ფოტო: თეგეტა მოტორსი
- 20%-იანი ქეშბექი ზეთების სრულ ასორტიმენტზე, 30%-იანი ფასდაკლება MOTUL POWERSPORT-ის ზეთებზე
ავტომობილის საცხებ-საპოხი მასალები სეზონურობით არ გამოირჩევა. ძრავის ზეთი ნებისმიერ სეზონზე უნდა შეიცვალოს გარბენის გათვალისწინებითა და მწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით. თუ ზეთი დროულად არ შეიცვლება, შესაძლოა, ძრავის რომელიმე შიდა დეტალი დაზიანდეს ან ცვეთა მოემატოს. ზეთის შემოწმება მნიშვნელოვანია შორ გზაზე მგზავრობის წინ, რათა უზრუნველყოფილი იყოს მგზავრების უსაფრთხო გადაადგილება.
- ჰაერისა და სალონის ფილტრის შეცვლა უფასოდ
ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. ზეთის ფილტრი, ავტომობილში ზეთთან ერთად იცვლება, რაც შეეხება ძრავის ჰაერის ფილტრს, მისი შეცვლა რეკომენდებულია ზეთის ყოველ მეორე შეცვლის დროს. ძრავის გამართულად მუშაობისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საწვავის ფილტრი, რომელიც ასევე ზეთის ყოველი მეორე შეცვლისას უნდა შეიცვალოს იმ ავტომობილებში, რომლებსაც ეს ფილტრი ეცვლება. რაც შეეხება სალონის ფილტრს, იმისთვის, რომ ავტომობილით მგზავრობისას არ შეგვაწუხოს გამონაბოლქვის სუნმა და თამამად ჩავრთოთ გათბობა/გაგრილების სისტემა, მნიშვნელოვანია, გვეყენოს სალონის ხარისხიანი ფილტრი.
სალონის ფილტრი უნდა შეიცვალოს სეზონურად, როდესაც მძღოლები აქტიურად იწყებენ გათბობა-გაგრილების სისტემის გამოყენებას. შეცვლა რეკომენდებულია გვიან შემოდგომაზე, ზამთრის წინა პერიოდში და ზაფხულის დადგომამდე.
12-დან — 18 აპრილის ჩათვლით, ფილიალების გარდა, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს თეგეტა მოტორსის ონლაინ მაღაზიაშიც. ამ პერიოდში 15% -იან ფასდაკლებას მიიღებთ საბურავების, ზეთების, ნაწილებისა და VARTA-ს აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე. ENERGIZER, MONBAT, EXIDE-ისა და FIAMM-ის აკუმულატორებზე კი - 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის კუთხით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის — Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
კომენტარები