სამსუნგ Galaxy Note 8 საქართველოშია
8 სექტემბერს KING DAVID კომპლექსის ივენთჰოლში გაიმართა სამსუნგ Galaxy Note 8-ის პრეზენტაცია. საღამოს მასპინძელი იყო სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. საღამო სადღესასწაულო და ამასთან არაოფიციალურ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ორგანიზატორებმა ძალზე საინტერესოდ და უჩვეულოდ მოახდინეს ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ნოუთის ახალი მოდელის განსაკუთრებულობას და მის მართლაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.
სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად გასცნობოდნენ ახალ პროდუქტს სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო ზონაში, სადაც ასისტენტები პირადად უხსნიდნენ მათთვის საინტერესო დეტალებს.
Galaxy Note 8-მ სტუმრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ისინი პირველ რიგში აღტაცებაში მოიყვანა ნოუთ 8-ის უაღრესად დახვეწილმა დიზაინმა - უსაზღვრო ეკრანი, რომელსაც ორივე მხრიდან ამშვენებს მოხრილი გვერდები.
რაცშეეხებამისშესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, რომ Galaxy Note 8-ში ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ უფრო პროდუქტიული, წარმატებული და შექმნათ ბევრად მეტი. პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა Galaxy Note 8-ის რამდენიმე განსაკუთრებულ მახასიათებელზე, რომლებსაც სადემონსტრაციო ზონაში დამოუკიდებელი სივრცეები დაეთმო:
ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ორმაგი კამერა ორიენტირებულია სპეციალურად არასაკმარის განათებაზე და სწრაფ ფოკუსირებაზე, ხოლო მეორე - კადრის მოახლოვებაზე და სხვადასხვა ეფექტებით გადაღებაზე. არ აქვს მნიშვნელობა გიწევთ არასაკმარისი განათების პირობებში გადაღება, გნებავთ ლამაზად ფონის გაბუნდოვნება თუ კადრის გადაღება მოძრაობაში, Galaxy Note 8-ის კამერა მაინც შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მსოფლიოში პირველი ორმაგი სტაბილიზაციის მექანიზმი კი გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ფოტო თუ ვიდეო იქნება მკვეთრი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია Note სერიის სმარტფონებისათვის განუყრელი აქსესუარი, S Pen, რომელსაც ტექნიკურად ვერც ერთი სხვა სენსორული კალამი ვერ შეედრება. S Pen ზუსტად ისეთივე მოსახერხებელია, როგორც ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი და არჩევს 4096 ზეწოლის დონეს. S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმირი ტექსტის თარგმნა, ეკრანიდან ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრა და დამუშავება, ჩანიშვნის გაკეთება დაბლოკილ და გამორთულ ეკრანზე, ხოლო თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ხატვით S Pen გახდება თქვენი შემოქმედების წყარო, რისი მოწმენიც გახდნენ საღამოზე მოსული სტუმრები; მათ თვალწინ მხატვარმა გიორგი ტაბლიაშვილმა შექმნა KING DAVID-დან დანახული თბილისის ხედი სწორედ S Pen-ისა და Note 8-ის უსაზღვრო შესაძლებლობების წყალობით.
საგულისხმოა Galaxy Note 8-ის უსაფრთხოების დონეც. მასში გამოიყენება დღეს დღეისობით ავტორიზაციის ყვეალზე დაცული მექანიზმი, თვალის ფერადი გარსის სკანერი და თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად გამოიყენოთ, თვალის ფერადი გარსის სკანერი, თითის ანაბეჭდის სენსორი და კოდური სიტყვა. დაცულ საქაღალდეში კი შესაძლებელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის, აპლიკაციების, სურათების ვიდეოების ან ნებისმიერი ტიპის ფაილის კოდური სიტყვით ან სხვა მექანიზმით დაცვა, და მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ.
რაც შეეხება მახასიათებლებს, Galaxy Note 8 აღჭურვილია ულტრათანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორით, რომელიც 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით არის დამზადებული, საოცრად მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური Exynos 8895 ნებისმიერი სირთულისა და რაოდენობის ამოცანის შესრულებისათვის არის მზად. Galaxy Note 8-ს აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება, 3300 mAh აკუმულატორი, 64 GB შიდა მეხსიერება microSD ბარათის მხარდაჭერით 256 GB- მდე და რაღა თქმა უნდა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკის ბოლო სიტყვა და სმარტფონების განვითარების მწვერვალი არის წყალ და მტვერგაუტმარი IP68 სტანდარტით.
სტუმრებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ Galaxy Note 8-ის წინასწარი შეკვეთები დაიწყო 8 სექტემბერს და გაგრძელდება 28 სექტემბრის ჩათვლით. მათ, ვინც სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან გააკეთებს წინსაწარ შეკვეთას, საჩუქრად გადაეცემათ Samsung DeX, უსადენო კლავიატურა და მაუსი - Samsung DeX-ის საშუალებით Galaxy Note8 მარტივად ჩაანაცვლებს პერსონალურ კომპიუტერს. ასევე, წინასწარ შეკვეთის განთავსებისას ყველა მომხმარებელი ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღებს პროდუქტს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები