თეგეტა ჰოლდინგი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა
ფოტო: თეგეტა
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თეგეტა ჰოლდინგი ინტეგრირებული თეატრის — “აზდაკის ბაღის” მხარდამჭერი გახდა და საკუთარ წვლილს შეიტანს დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაში.
ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და პროფესიონალ ხელოვანებს აერთიანებს. თეატრის მიზანია, სცენით დაინტერესებულმა დაუნის სინდრომისა და სხვა საჭიროებების მქონე პირებმა თავიანთი თავი სამსახიობო ხელოვნებაში გამოსცადონ.
თეატრისთვის, რომელიც თბილისის გარდა, აქტიურად მართავს წარმოდგენებს სხვადასხვა რეგიონში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გასტროლების დროს გადაადგილებაა. სწორედ ამიტომ თეგეტა დასს ამ მიმართულებითაც გაუწევს დახმარებას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: “საზოგადოების მხარდაჭერა თეგეტა ჰოლდინგის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის ნაწილია ის სხვადასხვა პროექტი, რომლებიც დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად განვახორციელეთ. რაც შეეხება “აზდაკის ბაღს“, მათ მხარდაჭერა გასულ წელსაც გავუწიეთ, თუმცა, ახლა გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა ეს თანამშრომლობა და დასის ტრანსპორტირებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.
ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ამ არაჩვეულებრივი დასის სპექტაკლები, მეტი კავშირი გაჩნდეს ჩვენ შორის და, საბოლოოდ, წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. გარდა ამისა, “აზდაკის ბაღი“ ჩვენი დონაციის პლატფორმაზე, Tegeta care-ზეც განვათავსეთ და საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მივეცით“.
ფოტო: თეგეტა
დაუნის სინდრომისა და სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირების თეატრით გაერთიანების იდეა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს 2015 წელს გაუჩნდა. რეპეტიციები მან ნაქირავებ სარდაფში დაიწყო და პირველი სპექტაკლი — “ბოშები” — მზიურის ამფითეატრში წარმოადგინა. 2015 წლის შემდეგ ინტეგრირებულმა თეატრმა “აზდაკის ბაღმა” 10-მდე სპექტაკლი დადგა.
ბაჩო გაბრუაშვილი, ინტეგრირებული თეატრის, “აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: “თეატრის შექმნის იდეა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში მუშაობისას გამიჩნდა, სადაც სპექტაკლი დავდგი და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დავინახე. ჩვენი დასის წევრებისთვის აბსოლუტურად ყველაფერია ეს თეატრი. თეატრი შშმ პირებს, საკუთარი თავისა და მომავლის რწმენასთან ერთად, განათლების არაფორმალური გზით მიღების საშუალებასაც აძლევს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გარეთ გავიდნენ, აქტივობებში ჩაერთონ, ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველა ვზრუნავთ ამ ადამიანების განვითარების შესაძლებლობის გაფართოებაზე. ამ პროცესში ნებისმიერი დახმარება ძალიან ღირებულია ჩვენთვის“.
რეგიონების პარალელურად, “აზდაკის ბაღი“ ხშირად მართავს წარმოდგენებს თბილისის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ბოლო ნამუშევრით — ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული Hellados-ით — დასმა უკვე მოიარა დედაქალაქის არაერთი სკოლა. “აზდაკის ბაღის“ რეჟისორი ამბობს, რომ მოსწავლეები ცნობენ და უმეგობრდებიან დასის წევრებს.
“აზდაკის ბაღს“ საკუთარი შენობა ამ ეტაპზე არ აქვს. თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლში ატარებს რეპეტიციებს. აქ დაიდგა Hellados-იც, რომელსაც ინტეგრირებული თეატრის მაყურებელი მიმდინარე კვირაში გორსა და ქუთაისში ნახავს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები ისეთი დიდი ბრენდებია, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვ. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის ფართო იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები