ერდოღანის მთავარ კონკურენტს, სტამბოლის მერს ჯერ დიპლომი გაუუქმეს, შემდეგ დააკავეს
თურქეთის ხელისუფლებამ თურქეთის, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, სტამბულის მერი ეკრემ იმამოღლუ კორუფციისა და ტერორის გამოძიების ფარგლებში დააკავა, — ამის შესახებ CNN იუწყება.
Anadolu Agency-ის ცნობით, დაკავების ორდერი მერთან დაკავშირებულ 100-მდე პირზე, მათ შორის მის პრეს-მრჩეველ მურატ ონგუნზეც გამოიცა.
დაკავება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. როგორც თურქული მედია წერს, მთავარ ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას (CHP) იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა დაესახელებინა. ერთი დღით ადრე, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რითაც ფაქტობრივად პოპულარული ოპოზიციური ფიგურის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაცია მოახდინა.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დაკავებები პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა და სხვა არაფერია თუ არა ოპოზიციაზე ანგარიშწორება გასულ წელს ადგილობრივ და მერის არჩევნებში ერდოღანის დიდი დამარცხების შემდეგ.
"ხალხის სახელით გადაწყვეტილებების მიღება, ხალხის ნების შესაცვლელად, ან მის დასაბრკოლებლად ძალის გამოყენება არის გადატრიალება. ამჟამად არსებობს ძალა, რომელიც ხელს უშლის ერს განსაზღვროს ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი" — განაცხადა CHP-ის ლიდერმა ოზგურ ოზელმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
იმამოღლუს დაკავების შემდეგ, "საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად" სტამბოლის გუბერნატორმა 23 მარტამდე ქალაქში აქციის გამართვია აკრძალა. გუბერნატორმა დასძინა, რომ სტამბოლის ცენტრში მეტროპოლიტენის ზოგიერთი გაჩერება და გზა ჩაკეტილია.
ინტერნეტ-დამკვირვებლის NetBlocks-ის თანახმად, თურქეთში X-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეიზღუდა.
იმამოღლუს და მასთან დაკავშირებულ 100-მდე სხვა ბრალდებულს კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში, გამოძალვაში, მექრთამეობასა და თაღლითობაში ედავებიან. იმამოღლუს წინააღმდეგ ასევე მიმდინარეობს გამოძიება ქურთისტანის მუშათა პარტიის დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
იმამოღლუ მერად ორჯერ — 2019 წელს და 2024 წელს აირჩიეს. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, მაგრამ ერდოღანს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეუძლია, რაც მას ვადის ლიმიტების შეცვლის შესაძლებლობას მისცემს.
-
ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს ადამიანის ემბრიონებზე გენური რედაქტირების ახალი მეთოდი გამოცადეს
გადახედვა
-
"ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ "ინტერნეტში ძებნას AI არ სჭირდება" — სასამართლო განჩინება Google-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია ალდაგი EV EXPO 2026-ის მხარდამჭერია
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
-
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
-
The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში The Social Reckoning-ის ტრეილერი გამოვიდა — ნახეთ ჯერემი სთრონგი მარკ ზაკერბერგის როლში
-
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
-
ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე 3 მინისტრთან ერთად ყირგიზეთში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე "ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია" — ნანუკა ჟორჟლიანი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი დონალდ ტრამპი: ვამაყობ, რომ ნიკოლ ფაშინიანის ხელახლა არჩევას დავუჭირე მხარი
გადახედვა
-
საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 14 პირი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
გადახედვა
-
POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა POG: დაკავებულია პირი, რომელიც ყალბი Facebook-ით 14 წელს მიუღწეველ პირებს სექსუალური ხასიათის ფოტო-ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა
გადახედვა
-
15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია 15 ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბუნება საოცრად საშიშია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია) ქვიზი: გამოიცანი ქართველი მსახიობი როლით (რთული ვერსია)
-
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
გადახედვა
-
შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა შს მინისტრის მოადგილედ გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: თაკარა — ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
-
მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდით რომ პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი
გადახედვა
-
როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი როგორ ცვლის "დელტა" ომის წესებს? — ანზორ მეხრიშვილის ანალიზი
გადახედვა
-
"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
-
მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს მეცნიერებმა დედამიწის ისტორიაში უდიდესი მორიელი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები