თეგეტა მოტორსის მობილური ჯგუფი სატვირთოების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტისთვის
ფოტო: თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსი მომსახურების ხელმისაწვდომობას ზრდის და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსებისა და კომერციული ავტოტრანსპორტის მფლობელებს მობილური ჯგუფის სერვისს სთავაზობს. კომპანიის განახლებულ, გეზის ფილიალის ბაზაზე მოქმედი ჯგუფი მომხმარებელს მათთვის საჭირო დახმარებას ნებისმიერ ადგილზე გაუწევს. მომსახურება მოიცავს დიაგნოსტირებას, სწრაფ სერვისებსა და სავალი ნაწილის სრულ შეკეთებას.
იაკობ დალაქიშვილი, თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალის დირექტორის მოადგილე: "ავტომობილის ფლობის გამოცდილების გამარტივება თეგეტა მოტორსისათვის პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობთ, მობილური სერვისის დამატებით ამ მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. სატვირთოებისა და ავტობუსების მძღოლებს უკვე შეუძლიათ ჩვენი მომსახურებით ნებისმიერ ადგილზე ისარგებლონ და მიიღონ გადაუდებელი დახმარება რათა დაზოგონ ფინანსები და დრო. ეს კი, თავის მხრივ, მათი საქმიანობის უწყვეტობას განაპირობებს.
ჩვენმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ გეზის ტერიტორიაზე მდებარე თეგეტა მოტორსის განახლებული სერვისცენტრი, რომელიც მთლიანად გერმანული ბრენდის MAN-ის სტანდარტებზეა მორგებული, სწორედ სატვირთო ავტომობილებზე კონცენტრირდება. გვინდოდა, ამ კუთხით მომხმარებლისათვის სრული სერვისი მიგვეწოდებინა, რაც გულისხმობს მომსახურებას, როგორც უშუალოდ სერვისცენტრში, ისე გამოძახებით საქართველოს ნებისმიერ წერტილში. მაღალი ხელმისაწვდომობა, ხარისხი, სანდოობა, გარანტია ნაწილებზე და სრული პასუხისმგებლობა გაწეულ სამუშაოებზე - ეს ჩვენი სერვისის უპირატესობებია".
ფოტო: თეგეტა მოტორსი
მობილური ჯგუფის მომსახურების მიღება კომპანიის ცხელ ხაზზე ზარით იწყება. მომხმარებელი რეკავს ნომერზე: 577 26 44 44 და ტოვებს შეტყობინებას პრობლემის შესახებ. ამის შემდეგ MAN-ის სტანდარტებით აღჭურვილი დამხმარე მიკროავტობუსი, გამოცდილ მექანიკოსებთან ერთად, გამოძახებაზე გადის და თან მიაქვს ყველა ის სპეციალური ხელსაწყო-დანადგარი, რაც შემოწმებისა და სავალი ნაწილის შესაკეთებლად არის აუცილებელი.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს პრობლემის იდენტიფიცირება უჭირს, თეგეტა მოტორსის დამხმარე ჯგუფი მას დიაგნოსტირებაშიც დაეხმარება. საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამის საავტომობილო ნაწილს „თეგეტა მოტორსის“ უახლოესი საწყობიდან მიუტანენ და შეუცვლიან. პარალელურად, მიმდინარეობს ავტომობილის საბაზისო შემოწმება, მათ შორის ზეთის დონის ძრავაში, საბურავებისა თუ ანტიფრიზის ტემპერატურული მაჩვენებლის.
კომპანიაში აცხადებენ, რომ კვალიფიციური მობილური ჯგუფები თეგეტა მოტორსის სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრს რიგების მართვასა და მომხმარებლებისთვის სრულყოფილი სერვისის მიწოდებაში დაეხმარებიან. ამასთანავე, მომხმარებლები იგივე სერვისს იღებენ დროისა და ფინანსური ხარჯების დაზოგვით. მომსახურების ფასები ადგილზე არ იცვლება. გამოძახების თანხა კი კილომეტრაჟის მიხედვით განისაზღვრება.
ამ ეტაპისათვის ერთი მობილური ჯგუფი ფუნქციონირებს და ნებისმიერი ბრენდის კომერციულ ავტოტრანსპორტს, ავტობუსებსა და სატვირთოებს ემსახურება. ცხელ ხაზზე დაკავშირება და შეტყობინების დაფიქსირება მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, თუმცა უშუალოდ სერვისის მიღება 09:30-დან 18:30 სთ-მდეა შესაძლებელი. დამხმარე ჯგუფებისა და სამუშაო საათების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად გაიზრდება.
სატვირთოებისათვის განკუთვნილი მობილური სერვისბრიგადის ბაზა თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მდებარეობს. განახლებული ცენტრი მომხმარებელს დიდი გაბარიტების ავტომობილების სრულ სერვისსა და ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს - დაწყებული რემონტით, ავტომანქანების რეცხვის ჩათვლით.
მულტიბრენდული ცენტრი როგორც ადგილობრივ ავტოპარკს, ისე ტრანზიტულად მოძრავ სატვირთოებს ემსახურება და, ჯამში, სხვადასხვა დანიშნულების ოთხ სივრცეს აერთიანებს. მათგან ორი უკვე ამოქმედებულია. სრული დატვირთვით კი გეზის ფილიალი 2025 წლის შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას.
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები