დმიტრი გლუხოვსკი

24 Feb. 2025, 14:00

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ სამი წლის წინ დაიწყო. სამი წელია, უაზრო ხოცვა-ჟლეტა, ომი დანაშაულები, მშვიდობიანი ქალაქების განადგურება, უკრაინელი და რუსი ჯარისკაცების დახოცვა გრძელდება. სამი წელია, თავს იკატუნებენ, რომ არაფერი არ ხდება, რომ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება. სამი წელია, საკუთარ ქმედებებს და სულმდაბლობას ამართლებენ. სამი წელია, საბაზისო ადამიანურ ღირებულებებს ფეხქვეშ თელავენ. სამი წელია, იტყუებიან და შეურაცხყოფენ. 

და სამი წლის თავზე, უაღრესად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს და საკუთარ თავს შევახსენოთ, სად არის სიკეთე და სად — ბოროტება, ვინ არის მსხვერპლი და ვინ — დამნაშავე. და მაშინაც კი, თუ ბოროტება საბოლოოდ უფრო ძლიერი აღმოჩნდება, ეს სიმართლეს ვერ შეცვლის. ეს უნდა გვახსოვდეს სამი წლის შემდეგაც და საუკუნის მერეც. ძლიერება უკრაინას! სამართლიანობა რუსეთს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
  2. კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
  3. ქვიზი: გამოიცანი ქართული იდიომები ინგლისურ ენაზე
  4. კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
  5. ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე

ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს…