გადახდის მოქნილი პირობებით მეტროპოლ პარალელის A ბლოკში წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ფოტო: მეტროპოლი
ბათუმის შუაგულში პანორამული ხედებით გამორჩეული მეტროპოლ პარალელის კომპლექსი ახალ მფლობელებს ელის. კომპანიამ A ბლოკის წინასწარი გაყიდვები დაიწყო. აბუსერიძის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი 33 და 35-სართულიან ორ კორპუსს მოიცავს. ერთმანეთის პარალელურად განთავსებული A და B ბლოკები, საერთო ჯამში, 500-მდე აპარტამენტს აერთიანებს.
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლ პარალელის ასაშენებლად ლოკაცია საგანგებოდ შეირჩა. მიმდებარე ტერიტორია ურბანულად დატვირთულია, თუმცა მრავალსართულიანი კორპუსების მობინადრეები მყუდრო გარემოში იცხოვრებენ. ამასთანავე, ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აპარტამენტების საინვესტიციოდ გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა.
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "მეტროპოლ პარალელი ჩვენი პირველი საცხოვრებელი პროექტია ბათუმში და მოხარულები ვართ, რომ საწყის ეტაპზევე დიდი ინტერესი გამოიწვია. გამორჩეული კომპლექსის B ბლოკში, წინასწარი გაყიდვების დაწყებიდან ზუსტად 3 თვეში, ბინების 60%-მდე უკვე გაყიდულია. წინასწარ გაყიდვებს ამჯერად A ბლოკში ვიწყებთ და კერძო საკუთრების შეძენის მსურველებს მათზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ.
უცვლელია ჩვენი კომპანიის ხედვა და მიზანი, მესაკუთრეებს თანამედროვე, ევროპული სამშენებლო მასალებით აშენებული უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი ჩავაბაროთ. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ „მეტროპოლის“ დაპირება არ არის, ჩვენი პროექტების მაღალი სტანდარტი მსოფლიოში საუკეთესო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების ჯილდოებითაც დასტურდება.
მშენებლობის დასრულებას 2027 წლის ბოლოსათვის ვგეგმავთ. პარალელის“მობინადრეები ჩაიბარებენ საკუთრებას, რომელიც საჭირო ობიექტების სიახლოვის გათვალისწინებით მოსახერხებელია ოჯახური ცხოვრებისათვის, ხოლო ზღვასთან 5 წუთის სავალზე ეფექტურად დაპროექტებული ბინები კარგი შესაძლებლობაა გასაქირავებლად“.
ფოტო: მეტროპოლი
მრავალსართულიან კორპუსებში, საერთო ჯამში, სხვადასხვა ფართის 500-მდე აპარტამენტი განთავსდება. ბინების ფართობი 32.5 m2-დან იწყება და 184.3 m2-მდე ადის. წინასწარი გაყიდვების ფარგლებში საკუთრების შეძენის მსურველები ნებისმიერ, მათთვის სასურველ ფართს 8%-მდე ფასდაკლებით შეიძენენ. მომხმარებლის ინტერესებზეა მორგებული გადახდის შემდგომი პირობებიც.
სკოლა და საბავშვო ბაღი, იუსტიციის სახლი, სავაჭრო ცენტრები, საერთაშორისო სტადიონი და, რა თქმა უნდა, ზღვა — განახლებული გმირთა ხეივნის მიმდებარედ დაგეგმილი კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მნიშვნელოვან ობიექტებთან ტერიტორიული სიახლოვე და განსაკუთრებული ხედებია.
მნიშვნელოვანი კომპონენტია სამშენებლო მასალების ხარისხი, გამძლეობა და უსაფრთხოება, განსაკუთრებით ზღვისპირა ქალაქისათვის დამახასიათებელ პირობებში. კომპანიაში აცხადებენ, რომ მაღალი ტენიანობის გათვალისწინებით, პარალელის მშენებლობისას ენერგოეფექტურობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ პროექტისთვის შეირჩა ადგილი, რომელიც არა მხოლოდ კომფორტული გარემოთი, არამედ ბუნებრივი განათების უხვი რესურსითაც გამოირჩევა — მზის სხივები მას თითქმის მთელი დღის განმავლობაში ეცემა, რაც დამატებით აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელ სივრცეს.
შენობები ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით აღიჭურვება. ამასთანავე, მობინადრეები კონსიერჟის 24-საათიანი მომსახურებით ისარგებლებენ. პროექტშია მაღალი ხარისხის ლიფტები და მოპირკეთებული აივნები, საიდანაც, ზღვასთან ერთად, აჭარის მთებიც გამოჩნდება.
კომპლექსი ორ წელიწადში დასრულდება და მესაკუთრეები ბინას შავი კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ.
ამჟამად მეტროპოლს თბილისსა და ბათუმში კიდევ რამდენიმე პროექტი აქვს. კომპანია სამშენებლო კალენდარს ზედმიწევნით მიჰყვება და მშენებლობებს ეტაპობრივად, დათქმულ ვადებში ასრულებს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ექვს პროექტს ახორციელებს. თბილისში სამი საცხოვრებელი კომპლექსის "მეტროპოლ ბაგების“, "მეტროპოლ ქავთარაძისა“ და "მეტროპოლ ორთაჭალას“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი "მეტროპოლ კუბი“ და "მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყო ახალი პროექტის "პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები