ქეით უინსლეტის სარეჟისორო დებიუტი — მსახიობი ნეტფლიქსისთვის ფილმს იღებს
ფოტო: Getty Images
ქეით უინსლეტი სარეჟისორო კარიერას იწყებს. ლეგენდარული ინგლისელი მსახიობი თავისი სადებიუტო ფილმის გადასაღებად ემზადება. ოჯახურ დრამას, რომელსაც მაყურებელი ნეტფლიქსზე იხილავს, ივნისის გამოსათხოვარი (Goodbye June) ერქმევა, უინსლეტი კი, რეჟისორის სკამთან ერთად, პროდიუსერისა და მსახიობის როლებსაც მოირგებს.
ფილმს ვარსკვლავური სამსახიობო გუნდი ჰყავს: ქეითთან ერთად, მთავარ როლებს ჰელენ მირენი, ტონი კოლეტი, ტიმოთი სპოლი და ანდრეა რაიზბოროუ განასახიერებენ.
როგორც აღწერიდან ვიგებთ, Goodbye June-ში მოქმედება თანამედროვე ინგლისში ვითარდება, ამბავი კი ერთმანეთს დაშორებულ და-ძმებზეა, რომლებსაც მოულოდნელი გარემოებები ისევ გააერთიანებს. ნეტფლიქსის ცნობით, ფილმის გადაღებები მალევე დაიწყება.
ფოტო: HBO
იმის მიუხედავად, რომ უინსლეტს აქამდე სარეჟისორო გამოცდილება არ ჰქონია, ოსკაროსანი მსახიობის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი, ბიოგრაფიული დრამა Lee, მისივე პროდიუსერობით შეიქმნა. ამ ფილმისთვის, რომელიც ომის რეპორტიორ ელიზაბეთ "ლი" მილერის ცხოვრებაზე გვიყვება, უინსლეტი წლევანდელ ოქროს გლობუსზეც იყო ნომინირებული. თუმცა, პროდიუსერობის არცთუ სასიამოვნო გამოცდილება უინსლეტმა გასულ ზაფხულს ინტერვიუში გაიხსენა.
ერთ-ერთ პოდკასტში ქეითმა ასევე ისაუბრა, რომ რეჟისორობა არ სურდა — დიდწილად დროის ფაქტორის გამო — თუმცა, ბოლო პერიოდში კინოინდუსტრიაში მყოფი ქალების მიმართ გარკვეულ პასუხისმგებლობას გრძნობს.
"გადაღებებზე ბევრი ნაცნობი და კოლეგა მეკითხება ხოლმე, თავად რატომ არ იღებ ფილმებსო, მე კი მაშინვე ვაწყვეტინებ, ამას ნუ იტყვით-მეთქი", — აღნიშნა უინსლეტმა, — "მაგრამ რაც უფრო დაჟინებით ვამბობ უარს, მით მეტად მიჩნდება განცდა, რომ სხვა ქალებს მოტივაციას არ ვაძლევ".
ქეითმა ისიც თქვა, რომ ახლა ფილმის გადასაღებად საჭირო ცოდნა აქვს, რადგან რეჟისორობის ტექნიკური ასპექტები უკეთ ესმის.
"არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ იმას, რაც არ ვიცი, როგორ შევასრულო სათანადოდ", — ამატებს კინოვარსკვლავი.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი" ირაკლი კობახიძე: "ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი"
გადახედვა
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს ხილი, ყვავილები, მინერალური წყალი: რუსეთი სომხეთიდან საქონლის შეტანას კრძალავს
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
კომენტარები