მოსკოვის პოლიციამ დაღესტნელი კაცი გააუპატიურა და აწამა
დაღესტნელი კაცი მოსკოვის პოლიციას ელექტროშოკით წამებასა და იატაკის საწმენდით გაუპატიურებაში ადანაშაულებს — საქმეში დაღესტნის ლიდერი სერგეი მელიკოვიც ჩაერთო.
მაგომედ მაგომედოვი პოლიციამ 20 იანვარს, იარაღის არალეგალური წარმოების ბრალდებით დააკავა. მისი ადვოკატების თქმით, დაკავებიდან 3 დღის განმავლობაში მისი პოვნა ვერ შეძლეს.
მაგომედოვმა ადვოკატებს განუცხადა, რომ რაზვილკოვოს პოლიციის განყოფილების ოფიცრებმა მას ტელეფონის განბლოკვა და შესაბამისი აღიარების მიცემა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, მისი თქმით, სამმა ოფიცერმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა და იატაკის საწმენდის ტარით გააუპატიურეს. ასევე, მას დაემუქრნენ, რომ ასე მის ოჯახის წევრებსაც მოექცეოდნენ. მაგომედოვის თქმით, მისი წამების ნაწილი პოლიციამ გადაიღო.
მაგომედოვის დაზიანებების ფოტოები და მისი მონათხრობი ადვოკატებმა გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც საქმეში დაღესტნის მეთაური, სერგეი მელიკოვი ჩაერთო. მელიკოვმა საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ბასტრიკინსა და რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ვლადიმირ კოლოკოლცევს სთხოვა, საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ.
მაგომედოვმა საგამოძიებო კომიტეტში საჩივარი 25 იანვარს შეიტანა და განაცხადა, რომ სამივე ოფიცრის ამოცნობა შეუძლია.
მიუხედავად წამების მტკიცებულებების წარდგენისა, მაგომედოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს, რადგან მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით.
სასამართლო მოსმენაზე მოსამართლემ ნება დართო დაცვის მხარეს, ეჩვენებინათ მაგომედოვის დაზიანებები. მან მიიღო მტკიცებულებად ხელის დაზიანება, ელექტროშოკის კვალი და მაგომედოვის სხეულიდან ამოღებული რეზინის ხელთათმანის ნაწილი.
პროკურორების განცხადებით, მაგომედოვს კავშირი ჰქონდა ისლამური სახელმწიფოს მხარდამჭერებთან, რომლებიც სირიაში ცხოვრობენ.
"ამ ინფორმაციის დასადასტურებლად სასამართლოს წინაშე არცერთი მტკიცებულება არ წარუდგენიათ. მაგომედის სახლის ჩხრეკისას არ ამოუღიათ არც ერთი მასალა, რომელიც მას ექსტრემიზმთან დააკავშირებდა. ჩვენ შევისწავლეთ ოქმები... დაახლოებით ასეთ რამეს ველოდით, თუმცა, ველოდით იმასაც, რომ სასამართლო კრიტიკულად შეხედავდა ანგარიშს ფაქტების გარეშე და მრავალი პროცედურული დარღვევებით", — განაცხადეს მაგომედოვის ადვოკატებმა.
მოსკოვის რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მაგომედოვზე პოლიციამ იძალადა და აცხადებს, რომ ამას სამედიცინო ექსპერტიზაც ადასტურებს.
OC Media მაგომედოვის ადვოკატ ვლადისლავ ჟივაევს დაუკავშირდა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა.
რუსეთში დაკავებულთა და ტყვეთა წამებისა და გაუპატიურების შესახებ არაერთი ცნობა არსებობს. 2024 წლის თებერვალში ტახირჟონ ბაკიევმა, გაუპატიურებისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები