როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? — თეგეტა გრინ პლანეტის ინფორმაციული ვიდეორგოლები
ფოტო: თეგეტა
რა როლი გვაკისრია უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში? რამდენად განსაზღვრავს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს კეთილდღეობასა და მომავალს? - სწორედ ამ კითხვებს პასუხობს „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლები. სოციალურ ქსელში განთავსებული გრაფიკული ვიდეოების თემატიკა საავტომობილო ნარჩენების არასათანადო გადამუშავებაა და მიზნად ისახავს, მოქალაქეებმა გააცნობიერონ რეალური საფრთხე, რომელიც გარემოს ემუქრება, თუ ნარჩენების შესაბამისად გადამუშავებას არ უზრუნველვყოფთ.
კრეატიული და მარტივად აღქმადი ვიდეოების საშუალებით მაყურებლისთვის ადვილად გასაგები ხდება, როგორია ამ პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი, როგორ გადამუშავდება ისინი და მიიღება ახალი პროდუქტი.
ფოტო: თეგეტა
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა უმთავრესი საზრუნავია, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ვიზუალურად და ვერბალურად მარტივად გადმოსცემდა სათქმელს და საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას. ნარჩენი აკუმულატორების, ზეთების ნიადაგში ან წყალში მოხვედრა, საბურავების არალეგალურად გადაყრა ან მათი დაწვა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკური ნარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და საავტომობილო ნარჩენების არაკეთილსინდისიერი მართვის საკითხი საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს ნარჩენები ხშირ შემთხვევაში არ იმართება ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ნარჩენების მავნებლობისა და მათი სწორი მართვის შესახებ. საავტომობილო ნარჩენები უნდა გადამუშავდეს კანონის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად“.
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, „თეგეტა გრინ პლანეტი“, საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს მათი გადამუშავებისა და რეციკლირების გზით. ორგანიზაცია ეკოსისტემის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს მასშტაბით აგროვებს აკუმულატორების ნარჩენებს. ეს ნარჩენები პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოებში იგზავნება, სადაც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება, რის შედეგადაც მიიღება პლასტმასა, ტყვია და მჟავა. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში, მხარი დაუჭირონ მწვანე ინიციატივებს და იზრუნონ გარემოზე, შესაძლებლობა აქვთ, ნარჩენების ჩასაბარებლად „თეგეტა გრინ პლანეტს“ დაუკავშირდნენ.
ნარჩენი ზეთების შეგროვება „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა. ნარჩენი ზეთების არალეგალურად დაღვრა მიწასა თუ წყალში, ან დაწვა გარემოსთვის საზიანოა. „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ აგროვებული ნარჩენი ზეთებიც პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში გადამუშავდება და შედეგად მიიღება სხვადასხვა საბოლოო პროდუქტი, მათ შორის საბაზისო ზეთი, ალტერნატიული ენერგიის წყარო და სხვ.
გარემოსთვის არანაკლებ საზიანოა საბურავების არალეგალურად გადაყრა ან დაწვა. „თეგეტა გრინ პლანეტი“ მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს საბურავების ნარჩენებს და პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში სტანდარტის შესაბამისად გადაამუშავებს მათ, რის შედეგად მიღებული რესურსები საიზოლაციო სისტემების, ველობილიკების, მოედნების, რეზინის, ქვაფენილისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.
აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების გადამუშავებით მიღებული მასალების ხელახალი გამოყენება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ნარჩენების სწორი მართვა პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები