თამარ ონიანი

11 Jan. 2025, 19:04

რაც ახლა სასამართლოში ხდება პირდაპირ არღვევს დაცვის უფლებას.
ბრალდებულის სავალდებულო დაცვის უფლების მიზანია ბრალდებული არ დარჩეს ადვოკატის გარეშე.

თუ ბრალდებულს მის მიერ უკვე არჩეული ადვოკატი ჰყავს, მაგრამ სასამართლო პროცესის ორგანიზება არ იძლევა ეფექტიანი და პრაქტიკული კომუნიკაციის საშუალებას - ბრალდებული რჩება დაცვის უფლების გარეშე.

ახალი ადვოკატებით ჩანაცვლება არღვევს კიდევ უფრო მნიშვნელოვან გარანტიას, რომ ბრალდებული მის მიერ არჩეულმა ადვოკატმა წარმოადგინოს - შესაბამისად, ბრალდებული ასეც რჩება დაცვის უფლების გარეშე.

სასამართლომ უნდა შექმნას შესაბამისი პირობები საქმის განხილვისთვის- განიხილოს დიდ დარბაზში ბრალდებულების, მიერ არჩეული ადვოკატების ჩართულობით, სადაც იქნება მათ შორის კომუნიკაციის შესაძლებლობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მნიშვნელოვანი გარანტიის დარღვევა იმდენად მძიმეა, რომ ავტომატურად გამოიწვევს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  3. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  4. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  5. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა

კორპორაციულ სეგმენტში გაყიდული 50-მდე Geely-ს ბრენდის ავტომობილი, B2B პარტნიორები და ახალი ავტომობილები ბრენდის…