საჯარო რეესტრიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშით 8 თანამშრომელი გაათავისუფლეს
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრიდან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშით 8 თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ თამუნა ჭითანავამ, მერი თაგოშვილმა, სალომე კაპანაძემ, ელზა გელაძემ, ნინო ხარჩილავა, ზურა გეგეშიძემ, ანა მამუკელაშვილმა და გიორგი შატაკიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერეს.
საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, მათი სამსახურიდან დათხოვნა, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა და იმ პეტიციას უკავშირდება, რომელიც, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ემიჯნება. საჯარო მოხელეებს ტელეფონით დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სააგენტო ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს.
მერი თაგოშვილი წერს, რომ არასამუშაო დროს სატელეფონო კომუნიკაციისა და მეილის საშუალებით ეცნობა, რომ საჯარო რეესტრსა და მას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა
"საჯარო რეესტრთან შრომით ურთიერთობაში ვიმყოფებოდი 2 წელიწადზე მეტ ხანს.
დღეს კი, არასამუშაო დროს (21:08) სატელეფონო კომუნიკაციისა და მეილის საშუალებით მეცნობა რომ საჯარო რეესტრსა და ჩემს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და ორგანიზაცია დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულება.
ხელშეკრულების არ/ვერ გაგრძელება კი,რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ პეტიციაზე ხელის მოწერას, რითაც საჯარო რეესტრის თანამშრომლები ვემიჯნებით ანტიევროპულ გადაწყვეტილებას", — წერს მერი თაგოშვილი სოციალურ ქსელში.
ელზა გელაძესაც ტელეფონით აცნობეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მასთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს.
"რამდენიმე საათის წინ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩემთან ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, რის მიზეზადაც ჩემი როგორც კადრის საჭიროების არ არსებობა დასახელდა. რა თქმა უნდა ამისი არავის სჯერა, როგორც ჩანს ამოქმედდა "კანონი შემცირებებთან" დაკავშირებით.
ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას რომლითაც ვგმობდით ძალადობას, ჩვენს თანამოქალაქეებზე და ვითხოვდით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის აღსრულებას.
ჩემთან ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ქუთაისის ოფისიდან, ვისაც ასევე ჰქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი. ეს ყველაფერი მოხდა სრულიად გაუფრთხილებლად, ახალი წლის წინა ღამით. რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე, ჩვენი ევროპული მომავლისთვის და თუ ამის გამო უნდა ვიდევნებოდე, ესე იგი სწორი გზით მივლია აქამდეც.
მე ხვალ გავიღვიძებ ჩემს შვილთან ერთად და მისთვის თვალებში ჩახედვის არ შემრცხვება და თქვენ, რას მოუყვებით შვილებს?
და ბოლოს მივმართავ ჩემს ყოფილ კოლეგებს, ის რაც დღეს მოხდა არის კლასიკური დაშინებისა და რეპრესიების მაგალითი და თუ დღეს ამას ვინმე შეეგუება შემდეგი შეიძლება თვითონ იყოს !!!
წინ ევროპისკენ," — წერს ელზა გელაძე სოციალურ ქსელში.
საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებულ დანარჩენ თანამშრომლებსაც ზემოთ აღნიშნული პეტიციაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი და მათაც ტელეფონით აცნობეს ის, რომ ხელშეკრულებას ვეღარ გაუგრძელებდნენ:
"მეც მომილოცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალი წელი და აღარ გამიგრძელა ხელშეკრულება, იმის გამო რომ ხელი მქონდა პეტიციაზე მოწერილი. არა რუსულ რეჟიმს! საქართველოს მომავალი ევროპაშია! " — წერს ზურა გეგეშიძე.
"დამიკავშირდნენ, საჯარო რეესტრიდან ხელშეკრულების არ გაგრძელების შესახებ.
ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ დასაქმებული ვიყავი მიწის სისტემურ რეგისტრაციაზე, თითქმის სამი წლის განმავლობაში. ამავე წლის ბოლოს, გავიარე რესერთიფიცირება წარმატებით (უძრავი ქონების ამზომველ-ამგეგმავის პოზიცია).
ხელშეკრულების არ გაგრძელებას ვუკავშირებ პეტიციას, რომელიც ემიჯნებოდა კობახიძის განცხადებას.
ჩემი პოზიცია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, რჩება უცვლელი და მყარი," — წერს ნინო ხარჩილავა.
"რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო კომუნიკაციით მეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება, 2-წლიანი შრომის (ვინ მიცნობს რამხელა ცოდნა და ენერგია ჩავდე ჩემს სამუშაოში) შემდეგ სულ 24-წამიანი სატელეფონო საუბრით შემიწყვიტეს ე.წ "ხელშეკრულების ვადის ამოწურვის" მიზეზით.
აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი ვიყავი იმ 400 ადამიანიდან ვინც მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც ვგმობდით ძალადობას ჩვენს თანამოქალაქეებზე.
ჩემთანმე ერთად გაუშვეს არაერთი ადამიანი. ვისაც ჩემსავით ჰქონდა პეტიციაზე ხელი მოწერილი
დიდი მადლობა რეესტრს ჩემი შრომის დაფასებისთვის", — წერს თამუნა ჭითანავა.
"რამდენიმე წუთის წინ სატელეფონო კომუნიკაციით მეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა ჩემთან შრომითი ხელშეკრულება, 2-წლიანი შრომის (ვინც მიცნობს, რამხელა ცოდნა და ენერგია ჩავდე ჩემს სამუშაოში) შემდეგ სულ 24-წამიანი სატელეფონო საუბრით შემიწყვიტეს ე.წ “ხელშეკრულების ვადის ამოწურვის” მიზეზით.
აქვე დავძენ, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი ვინც მოაწერა ხელი პეტიციას დიდი მადლობა რეესტრს ჩემი შრომის დაფასებისთვის," — წერს ანა მამუკელაშვილი სოციალურ ქსელში.
"საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შემიწყვიტა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩემი ოპოზიციური განწყობაა, რუსული ხელისუფლების მიმართ. მო@%ანთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება! და მაინც, საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი, საითაც ასე სწრაფად მიგვაქანებთ! წინ, ევროპული მომავლისკენ!" — წერს გიორგი შატაკიშვილი სოციალურ ქსელში.
"10-წლიანი შრომის შემდეგ, დღეს საჯარო რეესტრმა სამსახურიდან განმათავისუფლა! 20-წამიანია ზარით და 1 ტილიანი მეილით! მთელი ჩემი შრომა, წვალება და ჯაფა 1 წამში თავზე დამემხო... 10 წელი ხალხო 10 წელი...", — წერს სალომე კაპანაძე.
-
8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა 8 წლის წინ დაკარგული ფისო ქალმა სოციალური ქსელების დახმარებით იპოვა
გადახედვა
-
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" ქვეყნის ნეიტრალიტეტზე დისკუსიის დაწყების ინიციატივას კიდევ ერთხელ აყენებს
გადახედვა
-
შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია შონ ესტინის თქმით, დაბალი ანაზღაურების გამო ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დროს სახლის გაყიდვა მოუწია
გადახედვა
-
სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა სემ ალტმანის თქმით, ხელოვნური ინტელექტი უკვე სინგულარობის ეტაპზეა
გადახედვა
-
იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა იაპონიის სამხრეთ ნაწილში წინასწარი მონაცემებით 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა შსს: ბოლო 24 საათში ე.წ. "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, 1-ს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან რაჭაში 21-23 აგვისტოს "ყიჟინა" გაიმართება — ინტერვიუ მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთან
-
ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან ქვიზი: რამდენად არჩევ ვარჯიშთან დაკავშირებულ მითებს რეალობისგან
-
ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა ოდისეის მაღალი ხარისხის სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერი
გადახედვა
-
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
-
დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება დავით მათიკაშვილი: თუ კონკრეტული გადაწყვეტილებების რეალიზება მოხდა, ეს ის ევროკავშირი ნამდვილად არ იქნება
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება შემდეგი პოდკასტი: ელ-ნინიო ბრუნდება — როგორ იცვლება კლიმატი და რა საფრთხეები გვემუქრება
გადახედვა
-
"ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
გადახედვა
-
ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა" ახალი სარჩელის მიხედვით, ChatGPT-ის სამედიცინო რჩევამ კაცი "კინაღამ მოკლა"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით ქვიზი: გამოიცანი ქალაქი წყლის მიხედვით
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო — მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
-
სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია სუს: სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია
გადახედვა
-
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ თიბისის შეთავაზება ბიზნესებს — სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
-
შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს შესაძლოა, ქავილს საკუთარი სენსორული ორგანო ჰქონდეს
გადახედვა
კომენტარები