პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა
1997 წლის 31 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე ბუკინგემის სასახლეში საბედისწერო ზარის ხმა გაისმა, სამეფო ოჯახს შეატყობინეს, რომ პრინცესა დაიანა პარიზში, დოდი ალფაიედთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოყვა.
დღეს დაიანას გარდაცვალებიდან ზუსტად 20 წელი გავიდა, ზუსტად ამდენივე დროა გასული, რაც საუბარი არ წყდება იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში 1997 წლის საბედისწერო ღამეს, როდესაც ხალხის გულების პრინცესა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ადამიანები, რომლებსაც ლედი დაიანა უყვარდათ მის სიკვდილში დედოფალ ელიზაბეტ მეორეს ადანაშაულებდნენ, ზოგიც იმ პაპარაცებს რომლებიც პრინცესას გამუდმებით კუდში დასდევდნენ, ბევრიც პრინცესას სიკვდილში თავად პრინც ჩარლზსა და კამილა პარკერს სდებს ბრალს, თუმცა ოფიციალური ვერსიით ავარია მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო.
აღსანიშნავია, რომ დაიანას სიკვდილიდან მეორე დღეს უინძორების ოჯახმა ბუკინგემის სასახლე დატოვა და ქალაქგარეთ რეზიდენციაში გაემგზავრა.
ექვსი დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი სთხოვდა ელიზაბეტ მეორეს შეესრულებინა ხალხის ნება და დაბრუნებულიყო ლონდონში, რათა ხალხის გვერდით დამდგარიყო.
ელიზაბეტი ამ წინადადებაზე უარს მანამ ამბობდა, სანამ არ დაინახა, რომ ავტორიტეტისა და გავლენის დაკარგვისკენ მიმავალ გზას დაადგა. მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, დაიანას დაკრძალვის წინა დღეს, დედოფალმა ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც შემდეგ BBC-ის პირდაპირ ეთერით მიმართა მაყურებელს.
"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დაიანა კაცობრიობისთვის ნამდვილი საჩუქარი იყო. მას ყველაზე რთულ დროსაც კი შეეძლო ღიმილი და სიყვარულის გაცემა, რითაც ის ჩვენთვის შთაგონების წყარო და სიკეთის ნამდვილი მაგალითია.
მის სახელს არც ისინი დაივიწყებენ, ვისაც ის ერთხელაც არ უნახავს. მჯერა, რომ მისი ცხოვრებიდან უამრავი რამ შეიძლება ვისწავლოთ.
ხალხის იმ რეაქციიდანაც, რომელიც მის გარდაცვალებას მოჰყვა, ვუერთდები თქვენს გადაწყვეტილებას, რომ მის ხსოვნას გავუფრთხილდეთ. იმედი მაქვს დღეს ყველა ერთად გავაცილებთ დაიანას უკანასკნელ გზაზე.
დაე სიმშვიდე ჰპოვოს მისმა სულმა.", ასე მიმართა ელიზაბეტ მეორემ ბრიტანეთის მოქალაქეებს.
დაიანას გარდაცვალებიდან ოცი წლის თავზე, ტრაგიკული ამბის აღსანიშნად, სამეფო ოჯახი მისი ძეგლის დადგმას კენსინგტონის სასახლის ბაღში აპირებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დაიანას შვილებმა პრინცმა ჰარიმ და უილიამმაც გაავრცელეს:
"დედას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა. ვიმედოვნებთ, რომ მემორიალი ყველა მნახველს დააფიქრებს მის ცხოვრებაზე და იმ საქმეზე რასაც ხალხის გულების პრინცესა აკეთებდა".
ასევე დღეს შედგება HBO-ზე იმ დოკუმენტური ფილმის პრემიერა, რომელიც ლედი დაიანას ცხოვრებას მიეძღვნა.
დოკუმენტურ ფილმში ვიხილავთ ინტერვიუებს ლედი დის შვილებთან, კემბრიჯის ჰერცოგ უილიამთან და პრინც ჰარისთან, რომლებიც საუბრობენ თუ რა გავლენა ჰქონდა დაიანას მათ ცხოვრებაზე.
HBO-ს განცხადებით, ამავე ფილმში ვიხილავთ თითქმის ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა პრინცესასთან და პირველად ალაპარაკდებიან მისი გარდაცვალების მიზეზებზე.
დოკუმენტური ფილმი პრინცესა დიანას შესახებ არ არის ერთადერთი, რომელიც 2017 წელს მისი გარდაცვალების წლისთავს მიეძღვნება. ჯერ კიდევ თებერვალში ABC-მ განაცხადა, რომ აგვისტოში პრინცესას შესახებ სპეციალურ, ოთხსაათიან გადაცემას მოამზადებს.
FX და რაიან მერფი კი ლედი დის შესახებ სერიალს გადაიღებენ, სადაც მთავარ როლს, სავარაუდოდ, სარა პოლსონი შეასრულებს.
გარდა ამისა, სპეციალურ გადაცემებს CBC და NBC-იც გააკეთებენ.
რამდენიმე ფოტო ლედი დაიანას ცხოვრებიდან:
დღე, როდესაც პრესაში გახმაურდა ინფორმაცია დაიანასა და პრინც ჩარლზის ურთიერთობა
1981 წლის 24 თებერვალს დაიანამ და ჩარლზმა ნიშნობის შესახებ განაცხადეს
1981 წლის 29 ივლისს ბრიტანეთში სამეფო ქორწილი გაიმართა
დაიანასა და ჩარლზის თაფლობის თვე
1982 წლის 21 ივნისს პრინცი უილიამი დაიბადა
1984 წლის 15 სექტემბერს კი პრინცი ჰარი
დაიანა თეთრ სახლში ვიზიტის დროს ჯონ ტრავოლტას ეცეკვა
პრინცესა დაიანა პირველი იყო სამეფო ოჯახიდან, ვინც შიდსით დაავადებულ ადამიანებს შეხვდა და მათ დახმარების ხელი გაუწოდა
დაიანა 1992 წელს, ინდოეთში ვიზიტის დროს
ლედი დაიანა თვისი ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად დღემდე ითვლება, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიაში ყველაზე პროგრესული და კეთილშობილი წევრი იყო, რომელმაც შეძლო და ის კედელი, რომელიც ბუკინგემის სასახლის მცხოვრებლებს დანარჩენ სამყაროსთან აშორებდა დაარღვია, სწორედ ამიტომაც უწოდებენ მას ხალხის გულების პრინცესას.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა














კომენტარები