"მრავალეროვანი საქართველო": მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ
ფოტო: მრავალეროვანი საქართველო
მრავალეროვანი საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ და გადახედოს გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, — ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ამასთან, საერთო სამოქალაქო მოძრაობა კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე.
"მრავალეროვანი საქართველო" ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, შეჩერდეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე. აღნიშნული ნაბიჯი ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულ ევროინტეგრაციის კურსსა და საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინკლუზიური მომავლის ხედვას. საქართველოს კონსტიტუციის 78 — ე მუხლი ხელისუფლებას პირდაპირ ავალდებულებს, გამოიყენოს ყველა საჭირო საშუალება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც საქართველოს გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტია, რომელიც დღეს საფრთხის ქვეშაა ხელისუფლების ქმედებების გამო. ასევე, კატეგორიულად ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე და საშუალება მისცეს, თავისუფლად ისარგებლონ თავისი კონსტიტუციური უფლებებით; გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა; ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ მოვლენების შეუფერხებელი გაშუქება; გადახედოს გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ და გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით. მრავალეროვანი საქართველო კვლავ ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ნების გამოხატულებაა და ამ გზაზე სვლა შეუქცევადი უნდა იყოს. ამასთან ერთად, ვაცხადებთ მზადყოფნას, სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ საპროტესტო აქციების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე (ტელ: 2 96 21 25)“, — აღნიშნულია მრავალეროვანი საქართველოს განცხადებაში.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
კომენტარები