საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისი ჰაუსი ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით დეველოპერული კომპანია თბილისი ჰაუსი ახალ სამშენებლო პროექტს, “ჰაუს მანავი“-ს ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონი დოლარია.
საცხოვრებელი სახლის პროექტი ისანში, მანავის ქუჩა N2-ში ხორციელდება. პროექტი 1,914 კვ.მ ტერიტორიაზე, 11 სართულიან საცხოვრებელ სახლის, ჯამში 63 ბინის მშენებლობას გულისხმობს.
პროექტის მშენებლობა 2023 წლის ივლისში დაიწყო და ის 2024 წლის ბოლოს დასრულდება.
“სამშენებლო დეველოპერული კომპანია „თბილისი ჰაუსი“ 2019 წელს დაარსდა და მას შემდეგ, ჩვენს მობინადრეებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვუქმნით ჰარმონიულ საცხოვრებელ გარემოს და ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სამშენებლო პროექტებს. ჩვენი კონცეპტუალური ხედვა თანამედროვე სამშენებლო ობიექტების დაგეგმარებასა და სამშენებლო სამუშაოების იმგვარად წარმართვას გულისხმობს, რომ სამშენებლო სექტორში შევინარჩუნოთ სანდო რეპუტაცია, მშენებლობის ყველა ეტაზე ვუზრუნველვყოთ უსაფრთხო სამუშაო პროცესი. ასევე, ხელმისაწვდომი გავხადოთ თანამედროვე საცხოვრებელი გარემო და ქალაქის ეკოსისტემის გათვალისწინებით წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ურბანულ განვითარებაში. ამჟამად, ქალაქის სხვადასხვა უბანში უკვე დასრულებული ოთხი პროექტი გვაქვს, სამი პროექტის მშენებლობა კი ისანში, დიღომსა და ორთაჭალაში მიმდინარეობს. “ჰაუს მანავი” უახლესი სამშენებლო სტანდარტების დაცვითა და ხარისხიანი მასალებით შენდება, თითოეული ბინა კი დაპროექტებულია ოპტიმალურად, ბუნებრივი განათების შეღწევადობის გათვალისწინებით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მობინადრეებისთვის ეს სწორედ ის ადგილი იქნება, სადაც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს მოიწყობს და დაცულ მომავალს შექმნის. სამომავლოდ ორი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ვგეგმავთ, რომელთა პროექტირება უკვე დაწყებულია. პროექტების წარმატებით და დროულად დასრულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბანკის მხარდაჭერა, რომელიც ასევე, გვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მომავალი მობინადრეებისთვის მოქნილი გადახდის პირობების, ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკისა და შიდა უპროცენტო განვადების შეთავაზებით“, — განაცხადა მიხეილ ძაგანიამ, თბილისი ჰაუსის დირექტორმა.
„საქართველოს ბანკი მრავალი წელია სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. საქართველოს ბანკსა და თბილისი ჰაუსს მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებს. ერთობლივად არაერთი წარმატებული პროქტი განვახროციელეთ, მათ შორის “ჰაუს გარდენი“, “ჰაუს პანორამა“ და “ჰაუს ქორნერი“. ეს თანამშრომლობა კი კვლავაც გრძელდება. ამჯერად, კომპანიის ახალი პროექტის “ჰაუს მანავის“ მხარდამჭერები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა, არამხოლოდ პროექტის განხორციელებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას, არამედ, მომავალი მობინადრეებისთვის სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებას გულისხმობს. სამომავლოდ კომპანია არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ სამშენებლო პროექტების მხარდაჭერას“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, გიორგი წეროძემ.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები