ყველაფერი, რაც საქართველოს ტურიზმის სამიტის შესახებ უნდა იცოდეთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუ ფლობთ სასტუმროს ან ტურისტულ სააგენტოს, მართავთ რესტორანს ან მარანს, საქმიანობთ საავიაციო სფეროში, ფიქრობთ ტურისტული საწარმოს შექმნაზე ან უბრალოდ, ამ სფეროთი გატაცებული ხართ, მაშინ 6-7 დეკემბერი თქვენს კალენდარზე აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. ამ დღეებში ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიება — საქართველოს ტურიზმის სამიტი გაიმართება და ასობით სტუმარს უმასპინძლებს. ამ სტატიაში ჩვენ გიამბობთ, თუ რა დაგხვდებათ “ტურისტერზე“ — საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტზე.
რა არის “ტურისტერი“?
ტურისტერი ყოველწლიური სამიტია, რომლის მიზანი ამ სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. იგი ყოველწლიურად აერთიანებს პროფესიონალებს სხვადასხვა დარგიდან და დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ მსოფლიო და ადგილობრივ ტენდენციებს, ანალიტიკურ მიმოხილვებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას ტურიზმის სფეროში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.
სამიტი პასუხს სცემს მთავარ შეკითხვას: როგორია ტურიზმის ხვალინდელი დღე?
სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ტურიზმის სფეროს წამყვან სპიკერებს, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს და ვორკშოპებს, მონაწილეობა მიიღონ ტურიზმის თემაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბის საკითხებზე გამართულ განხილვებში.
ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიების წამყვანი სპეციალისტებიც.
ტურისტერი 2024-ის თემატიკა და სპიკერები
წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია სამ ძირითად საკითხზე, ესენია:
- ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები;
- მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა;
- წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის.
სამიტი კი გამორჩეულია იმით, რომ მასში მონაწილეობას იღებენ ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე ცნობილი კომპანიების წარმომადგენლები. მათ შორის არიან:
- ჯეიმს კინერსლი — AirDNA-ს გაყიდვების დირექტორი და უძრავი ქონების მართვის მენეჯერი;
- ივან პოლტორაცკი — Amadeus-ის უფროსი მენეჯერი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში;
- მარინა ბეგლეცოვა — Booking.com-ის რეგიონული მენეჯერი და სხვები.
ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ტენდენციების შესახებ მიმოხილვას გალტ & თაგარტის სექტორის უფროსი კვლევით დეპარტამენტში, თათია მამრიკიშვილი წარადგენს.
საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი კი ისაუბრებს იმ პლატფორმებზე, რომელთა დახმარებითაც სტუმარმასპინძლობის სექტორში მომუშავე ბიზნესს გაყიდვების ზრდისა და ახალი მომხმარებლები მოზიდვის შესაძლებლობა აქვს.
სპიკერების სრული სიის სანახავად ესტუმრეთ ბმულს.
ვინ დაესწრება “ტურისტერს“?
ღონისძიებაზე დასწრება ტურიზმის სექტორით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სტუმრებს შორის იქნებიან მაღალი რგოლის მენეჯერები და გადაწყვეტილების მიმღები პირები შემდეგი სფეროებიდან:
- სასტუმროები და აპარტოტელები;
- ტურ-ოპერატორები და ტურ-აგენტები;
- ავიახაზები და აეროპორტები;
- დესტინაციის მენეჯმენტ ორგანიზაციები;
- გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის ობიექტები;
- სოფლად არსებული ტურისტული საწარმოები;
- ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციები;
- აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და სტუდენტები;
- მედიის წარმომადგენლები.
შესაბამისად, ღონისძიება საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი კავშირების დასამყარებლად, გამოცდილების გასაზიარებლად და პრაქტიკული რეკომენდაციების მისაღებად.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ შეუძლიათ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ტურიზმის ინსტიტუტი და ციფრული მარკეტინგული კომპანია შინდი. სამიტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი და ბეტა პრინტი. სპონსორები არიან: სასტუმრო Colosseum Marina, GURU Holding, Exely, TripCamp, USAID.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები