საქართველოში ე.წ. "სურსათის ბანკი" შეიქმნება — რა ვიცით
ფოტო: თამუნა გეგიძე/On.ge
საქართველოში ე.წ. სურსათის ბანკი იქმნება, რაც დონაციაში უფასო სურსათის გადანაწილების პროცესის ორგანიზებულობას და მოსახლეობისთვის მიწოდებას გულისხმობს.
ამასთან, "სურსათის ბანკი" ექვემდებარება ინსპექტირებას და სურსათის შენახვასთან, საგადასახადო ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გაწერილი აქვს ვალდებულებები.
დისტრიბუციას თავად "სურსათის ბანკი" განახორციელებს — განმარტა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა მედიაჰოლდინგ კვირას პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ დადგინდა, რომ ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 600 ათასი ტონა სასურსათო პროდუქტი იყრება. ეს არის ის მაჩვენებელი, რომელიც აუცილებლად უნდა შემცირდეს. ეს აჩვენებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ისეთი მექანიზმების არსებობა, მათ შორის საკანონმდებლო მექანიზმების, რომ ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას მოხდეს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ჭარბი, უვნებელი სურსათის არა გადაყრას, არამედ მოსახლეობაზე გადანაწილებას. ამიტომ, ჩვენ ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, როგორც აღმასრულებელ, საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, მათ შორის კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ა.შ", — განაცხადა ჯუბა მარუაშვილმა.
მანვე განმარტა, რომ გასულ წელს დამტკიცებული კანონის მიხედვით, გაუქმდა დამატებითი ღირებულების და ასევე, მოგების გადასახადი იმ ბიზნესოპერატორისთვის, რომელიც სურსათს დონაციაში ჩაუშვებს.
"ახლა მიმდინარეობს ლოჯისტიკური ნაწილის მოსამზადებელი პროცესი. ერთი ლოჯისტიკური ცენტრი თბილისში ფუძნდება, ხოლო მეორე წყალტუბოში. ეს საპილოტე პროცესი იქნება", — განაცხადა მარუაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში იქნება შემგროვებელი ცენტრი, რომელიც წყალტუბოს "სურსათის ბანკს" მიაწვდის — "სურსათის ბანკი" იქნება წყალტუბოში, როგორც საპილოტე, ხოლო თბილისში იქნება შემგროვებელი ლოჯისტიკის ცენტრი და შემდეგ განაწილდება წყალტუბოში".
ამასთან, მან თქვა, რომ შეწირული საკვები ყველა იმ ადამიანისთვის იქნება განკუთვნილი, ვისაც ამის საჭიროება ექნება.
"ბენეფიციარი მიმართავს "სურსათის ბანკს", მოხდება რეგისტრაცია და დადასტურება იმისა, რომ მაგალითად, ერთ ბენეფიციარზე გარკვეული რაოდენობის სურსათი გაიცა", — აღნიშნა მარუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული სურსათის თითქმის მესამედი იყრება, რაც გლობალური პრობლემაა.
"ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება ხოლმე, მათ შორის უვნებელი სურსათი, რომელიც ჭარბად გროვდება. წლებია FAO- აქტიურად მუშაობს მსოფლიოს მასშტაბით, რომ რაც შეიძლება ეფექტური მექანიზმები შეიქმნას ქვეყნებში იმისთვის, რომ სურსათის დანაკარგები შემცირდეს, ასევე, ნარჩენების წარმოქმნა და გარკვეულწილად, ამ ყველაფრის პრევენცია მოხდეს. ამას აქვს საკმაოდ ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ეფექტი. იმ ფონზე, რომ შიმშილის დონე გლობალურად არის ძალიან მაღალი, ჭარბი სურსათი, რომელიც სამწუხაროდ, ნარჩენებად გადაიქცევა, სწორი მართვის შემთხვევაში ადამიანებს მოხმარდება და გადაეცემათ მათ, ვისაც განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ სურსათზე ხელმისაწვდომის თვალსაზრისით", — განაცხადა მარუაშვილმა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები