ანა დოლიძე

ანა დოლიძე

6 Nov. 2024, 18:47

"ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია. ყველაზე კარგი წყარო არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პირდაპირი შემხებლობა აქვს ჩვენს მეგობრებთან. პრეზიდენტი ადასტურებს, რომ კავშირზეა, საქმის კურსშია მთელს პროცესებთან მიმართებაში, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში და აწვდის ზუსტს ინფორმაციას მტკიცებულებებთან დაკავშირებით, იმ ზიანთან დაკავშირებით, რაც ჩვენს ქვეყანას მიადგა.

ახლა ძალიან გააქტიურდება მუშაობა, განსაკუთრებით დიპლომატიური მიმართულებით. ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დაინტერესებულია, ადევნებს თვალყურს აქ რა ხდება. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებათ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს პარლამენტი რჩება აუღიარებელი. მარტო ათ ქვეყანას და ისიც რა ქვეყნებს აქვს აღიარებული ეს პარლამენტი? — ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით, მათ შორის ელჩებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე, ვაგრძელებთ მუშაობას საპროტესტო მუხტის შენარჩუნების თვალსაზრისით".

განაცხადა "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ოპოზიციური პარტიების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  3. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  4. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  5. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ