ახალი მონაცემებით, მარსი იქ მალავს წყალს, სადაც მისი არსებობა შეუძლებელია
ფოტო: NASA/JPL-Caltech
ნასას ყველაზე ხნიერი ფუნქციონალური მარსის ორბიტერის მიერ გადმოგზავნილი მონაცემების უფრო დეტალურმა შესწავლამ მეცნიერებისათვის მოულოდნელი შედეგი გამოიღო: წითელი პლანეტა წყალს იქ მალავს, სადაც საერთოდ არ უნდა იყოს.
ნასას Mars Odyssey-ს ზონდის მიერ გადმოგზავნილი მონაცემების ხელახალმა ანალიზმა წყლის ყინულის შესამჩნევი რაოდენობა მარსის ზედაპირის ქვეშ გამოავლინა, პლანეტის ეკვატორის ირგვლივ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვიცით მარსის კლიმატის შესახებ, ეს შეუძლებელი უნდა ყოფილიყო.
მეცნიერთა გუნდმა, ჯეკ უილსონის მეთაურობით (პლანეტური მეცნიერი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტიდან), ხელახლა გამოიყვანა წინა გამოთვლები, რომლებიც Odyssey-ს ნეიტრონული სპექტრომეტრის ხელსაწყოთი მიიღეს. ეს მარსის ზედაპირთან ახლოს წყალბადის არსებობას ადგენს.
Odyssey-ს ერთ-ერთი მთავარი საკვლევი მიზანი წითელ პლანეტაზე წყლის პოვნაა, თუმცა, ზონდს არ შეუძლია წყლის პირდაპირი გამოკვლევა მისი მაღალი ორბიტიდან (3800 კილომეტრი).
ამის ნაცვლად, ის წყალბადს ეძებს, რომელიც საკმაოდ სარწმუნო ნიშანია იმისა, თუ სად შეიძლება წყალი მოიძებნოს. ორბიტერს პირდაპირ არც წყალბადის დაფიქსირება შეუძლია, ამიტომ ის დამოკიდებულია მის მიერ დაფიქსირებულ ნეიტრონებზე, როცა კოსმოსური სხივები მარსის ზედაპირზე ატომებს ეჯახებიან,
ამ საოცარი ტექნიკის წყალობით, Odyssey-მ დამარხული წყალი წითელ პლანეტაზე 2002 წელს აღმოაჩინა, თუმცა მონაცემები მიუთითებდა იმაზე, რომ აღმოჩენა მარსის პოლარულ რეგიონებზე არ ვრცელდებოდა.
ეს უკვე სამართლიანია, რადგან მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითელი პლანეტის ეკვატორის გარშემო არსებული ყინული დიდხანს ვერ გაძლებს ნიადაგის ქვეშ, რადგან თერმული მდგომარეობის გამო, ის ატმოსფეროში უნდა სუბლიმირდეს.
თუმცა ბაიესისეული სურათის რეკონსტრუქციის მეთოდის გამოყენებით, გუნდმა აღმოაჩინა წყლის რეზერვუარები, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი იყო - მათ შორის ეკვატორთან ახლოს მდებარე განედებზე.
„ეს ჰგავდა იმას, თითქოს ავიღეთ ჩვენი ზონდი და სიმაღლე გავუნახევრეთ, ამიტომ დავინახეთ რამდენიმე ახალი რაღაც, რაც აქამდე ხილული არ იყო", ამბობს უილსონი New Scientist-თან ინტერვიუში.
„ადრე ვიცოდით, რომ დამარხული ყინული პოლუსებთან ახლოს იყო. ასევე დავინახეთ, რომ პატარა ლაქები ეკვატორთან შეიმჩნევა“.
ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მომავალი კოლონისტებისთვის, რომლებიც სულ მალე წითელ პლანეტაზე აპირებენ გამგზავრებას.
მაგრამ, სანამ ეს მოხდება, უნდა გამოვიძიოთ ის, თუ როგორ მოხვდა ეს ყინული აქ.
უილსონის თანახმად, ერთ-ერთი ვარიანტი ისაა, რომ მარსი, ადრე, დღევანდელთან შედარებით, საკმაოდ დახრილად ბრუნავდა.
გუნდი ფიქრობს, რომ თუ წითელი პლანეტის ამჟამინდელი დახრილობა მილიონობით წლის წინ 20 გრადუსით შეიცვლებოდა, პოლარულ რეგიონებში მდებარე წყლის ყინულისათვის სუბლიმირება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, სანამ საბოლოოდ განაწილდებოდა დაბალი განედის რეზერვუარებში.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

კომენტარები