მეტროპოლის მორიგი საერთაშორისო აღიარება — დეველოპერი International Property Awards 2024-ის გამარჯვებულია
ფოტო: მეტროპოლი
სამშენებლო კომპანია მეტროპოლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების International Property Awards-ის ჯილდოს მფლობელია. წარმატება კომპანიამ ბათუმში მიმდინარე პროექტისათვის Cube მიიღო კატეგორიაში Mixed-Use Development for Georgia. ნომინაცია კომპლექსურია და ურბანული განვითარების სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. ჯილდო გადაეცემა სტილითა და დიზაინით გამორჩეულ ინოვაციურ პროექტს, რომელიც ფუნქციურად მრავალფეროვანია. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა, სადაც მეტროპოლის გუნდს საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
ფოტო: მეტროპოლი
მამუკა იმედაშვილი, მეტროპოლის გენერალური დირექტორის მოადგილე: "გვეამაყება, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი Metropol Cube გლობალური ჯილდოს მფლობელია. თავისი კონცეფციით, არქიტექტურული სტილითა და მრავალფუნქციურობით Cube ქალაქ ბათუმის განვითარებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. ეს არა მხოლოდ ჩვენი მიზანი და მოლოდინია, არამედ უკვე საერთაშორისო აღიარებითაც დასტურდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს Cube-ისთვის ეს - მეორე, ხოლო მეტროპოლისათვისუკვე მესამე საერთაშორისო ჯილდოა. რამდენიმე თვის წინ Cube-მა Titan Awards-ის აღიარება მოიპოვა. Metropol Oval კი Luxury Lifestyle Awards 2024-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში საუკეთესო პრემიულ სასტუმროდ დასახელდა.
Metropol Cube და Metropol Oval მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშესთან Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით შენდება. სწორედ საერთაშორისო ფრანგულ ბრენდთან პარტნიორობით მეტროპოლის ამ პროექტებში განთავსდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი Royal Tulip, რომელსაც რეგიონში ექსკლუზიურად წარმოვადგენთ.
International Property Awards-ს შეფასების მკაცრი კრიტერიუმები აქვს. საუკეთესოებს კი სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიურად 80-ზე მეტი დამოუკიდებელი ექსპერტი ასახელებს. მოხარულები ვართ, რომ მეტროპოლმა მათი ნდობისა და აღიარების მოპოვება შეძლო, რაც ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა".
International Property Awards-ის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია ლონდონის Marriott Hotel Grosvenor Square-ში გაიმართა. კომპანიებს გადაეცათ ჯილდოები სხვადასხვა კატეგორიაში. ასობით წარმომადგენელს შორის მეტროპოლმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სამშენებლო სექტორში. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოიყო სივრცე გამარჯვებული კომპანიებისა და მათი პროექტებისათვის. საკუთარი სტენდით იყო წარმოდგენილი ლონდონში მეტროპოლიც, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დეველოპერებს, ცერემონიის სტუმრებს, სტრატეგიულ პარტნიორებსა თუ პოტენციურ ინვესტორებს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ყურადღების ცენტრში კომპანიის გამარჯვებული პროექტი Metropol Cube იყო.
ნატა სამნიძე, მეტროპოლის საინვესტიციო პროექტების გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი: "Cube ბიზნესკლასის კონცეფციის პროექტია და აჭარის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომლის მოცულობაც 160 მილიონ ლარს აღემატება. Metropol Cube-ის ინფრასტრუქტურა საკონფერენციო დარბაზს, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ტერასასა და სარესტორნო სივრცეს აერთიანებს. პროექტი 2027 წელს დასრულდება და შეიქმნება გარემო, სადაც ყველა პირობა იქნება როგორც გართობისა და დასვენებისათვის, ისე საქმიანი ურთიერთობებისათვის. ამასთან ერთად, ვფიქრობთ, რომ შენობის ფასადი და სტრუქტურა იდეალურად ერწყმის ზღვისპირა ქალაქის ურბანულ გეგმარებას.
გვჯერა, რომ მიღებული საერთაშორისო ჯილდოები და გლობალური აღიარება დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება ჩვენი გუნდისათვის, შევინარჩუნოთ ხარისხი და არაერთი მსოფლიო დონის პროექტი განვახორციელოთ".
International Property Awards-ის გამარჯვებული Metropol Cube ბათუმის ცენტრში, გმირთა ხეივანზე, ზღვიდან 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს. 42-სართულიანი მრავალფუნქციური შენობა 332 აპარტამენტსა და სასტუმროს 80 ნომერს აერთიანებს. სახელწოდება მისი გეომეტრიული ფორმითაა შთაგონებული, ისევე როგორც Metropol Oval-ის შემთხვევაშია, რომელიც ასევე პროექტის ნაწილია. საერთო საინვესტიციო ღირებულება კი 260 მლნ ლარია. ამასთან ერთად, მეტროპოლისა და Louvre Hotels Group-ის ექსკლუზიური პარტნიორობა აჭარის რეგიონის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სტიმულია.
Metropol Cube და Metropol Oval-ის გარდა, ბათუმში მეტროპოლი კიდევ ერთ კონცეპტუალურად განსხვავებულ საცხოვრებელ პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ პარალელი“ ხელსაყრელი მდებარეობით, შთამბეჭდავი ხედებითა და მშენებლობის თანამედროვე სტანდარტით გამოირჩევა.
რაც შეეხება თბილისში მიმდინარე მშენებლობებს, წინასწარი გაყიდვები დაიწყო ორთაჭალის პროექტში. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი მშენებლობა ტურისტულად დატვირთულ ზონაში მდებარეობს. გამორჩეულია „მეტროპოლ ქავთარაძე“ დედაქალაქში ყველაზე დიდი, ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით. უკვე დასრულებულია „მეტროპოლ ბაგები“. ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. საერთო ჯამში, „მეტროპოლის“ მიმდინარე მშენებლობების ჯამური ფართი ერთი მილიონი m2-ია. ინვესტიციის მოცულობა კი 500 მილიონ ლარს აჭარბებს.
მეტროპოლის შესახებ: დეველოპერული კომპანია მეტროპოლი საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის მეტროპოლ ბაგებისა და მეტროპოლ ქავთარაძის მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი მეტროპოლ კუბი და მეტროპოლ ოვალი შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე დაიწყება ახალი პროექტის პარალელის მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.
მეტროპოლის მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. დეველოპერული კომპანია 2000-ამდე დასაქმებულს აერთიანებს და მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 1,050,000,000 ლარია.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები