მამუკა მდინარაძე

19 Oct. 2024, 19:58

"26 ოქტომბერს, მთელს მსოფლიოს ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არასდროს დადგება თავისი ქვეყნის გამყიდველების მხარეს. ქართველ ხალხს აგენტურას ვერავინ შეასაღებს ევროპელებად, გამორიცხულია ეს ამბავი. რაც არ უნდა მათი საარჩევნო კამპანია აწარმოონ გარედან ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ, აი ამ ყველაფრით გარედან რომ ეხმარებიან, ჩვენ ვართ ქართველი ხალხი უფრო მობილიზებული, უფრო წინააღმდეგობრივი თუ გნებავთ და ჩვენ შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ევროპელობა ჩვენთვის სატყუარა ვერ იქნება. ევროპა და ევროპელობა ჩვენთვის არის ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით, ამ მიდგომის განმტკიცებას იქით, ჩვენ ევროპაშიც შევძლებთ და შევეცდებით. არ არის ისე ჩემო მეგობრებო, რომ თითქოს მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, პირიქით, თუ ყველაფერს გადავავლებთ თვალს, ჩვენც ძალიან ვჭირდებით ევროპას და ევროპელებს ჩვენი ამაყი, მეტიც, ხანდახან უტეხი ხასიათითაც კი, ტრადიციული ღირებულებებით, რწმენის პატივისცემით და რეალური თავისუფლების სიყვარულით. ნურავის გაუკვირდება, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც დილა მშვიდობის და საღამო მშვიდობისო, ასე ვესალმებით ერთმანეთს ხომ? ან კიდევ მისალმების აღმნიშვნელი მთავარი სიტყვა არის გამარჯვებასთან დაკავშირებული, როცა ერთმანეთს ვეუბნებით გამარჯობას, არავის გავამარჯვებინებთ არც მშვიდობაზე, არც ღირსებაზე და არც საკუთარი თავის უფლებაზე. ამიტომ არის ჩვენი ხალხი მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის მხარეს და მხოლოდ ამ გზით ვაპირებთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ. ჩვენს ქვეყანას გაუმარჯოს! ჩვენს ქართულ ოცნებას გაუმარჯოს!“ 

ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ქუთაისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს მამუკა მდინარაძე აწერს
  2. მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.
  3. მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს
  4. ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა
  5. მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება

გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% მომდევნო სამი წლის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნდება, ამის შესახებ გერმანიის…