ისევ ფიქრობ, წახვიდე თუ არა არჩევნებზე? გამოჩენილ ადამიანებს შენთვის სათქმელი აქვთ
ფოტო: გიორგი მუზაშვილი / On.ge
არჩევნები რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და საკუთარი ბედის განსაკარგავად ყველაზე მარჯვე იარაღია, ეს ბევრ ჩვენგანს კარგად აქვს გათავისებული. თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, ადამიანები მაინც პასიურად იყენებენ ამ იარაღს და საკუთარი ნებით ამბობენ უარს ხმის მიცემაზე.
თუ რატომ არ უნდა გააკეთო ეს და რატომ უნდა წახვიდე არჩევნებზე ყოველ მიზეზგარეშე, ამ შეკითხვაზე ისტორიული ფიგურები უამრავ განსხვავებულ პასუხს გაგცემდნენ და დაგარწმუნებდნენ, რომ შენი ხმა გამოიყენო. რამდენიმე ასეთ გამორჩეულ პასუხს ამ სტატიაში მოვუყარეთ თავი.
რა არის ტყვიაზე მძლავრი იარაღი?
ფოტო: Library of Congress
აშშ-ის მე-16 პრეზიდენტმა და ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა, აბრაამ ლინკოლნმა, 1856 წლის 29 მაისს, ილინოისში გამართულ რესპუბლიკელთა პირველ ყრილობას ამ სიტყვებით მიმართა: ნუ დაგავიწყდებათ, რომ ბიულეტენი ტყვიაზე მძლავრი იარაღიაო (ეს ერთგვარი კალამბურიცაა, რადგან ინგლისურ ენაში "ბიულეტენი" და "ტყვია" პარონიმებია).
ლინკოლნმა ეს შედარება მოგვიანებით, 1861 წელსაც გამოიყენა, როცა უკვე კონგრესს მიმართავდა:
"ბიულეტენი ტყვიის კანონიერი და მშვიდობიანი მემკვიდრეა. და მაშინ, როცა გადაწყვეტილება სწორედ ბიულეტენებით, სამართლიანად, კონსტიტუციურად მიიღება, გამორიცხულია, ტყვიებს დავუბრუნდეთ".
რას განსაზღვრავს ერთი ამომრჩევლის უმეცრება?
ფოტო: Getty Images
გააზრებული არჩევანის გაკეთებისა და დემოკრატიულ პროცესებში განათლებული ადამიანების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტმა, ჯონ ფ. კენედიმ, როცა 1963 წლის მაისში ვანდებილტის უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებაზე მიიწვიეს.
"განათლებულმა მოქალაქემ იცის, კიდევ რამდენი აქვს სასწავლი. მან იცის, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, 'ცოდნა ძალაა'. იცის, რომ მხოლოდ განათლებული და განსწავლული ხალხი შეიძლება იყოს თავისუფალი და რომ დემოკრატიაში ერთი ამომრჩევლის უმეცრებაც კი ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას ასუსტებს".
რა არის უძვირფასესი თავისუფლება?
ფოტო: Walter Dhladhla / AFP / Getty Images
არჩევნებში მონაწილეობა დღეს კი განსაკუთრებულ შესაძლებლობად შეიძლება არ ეჩვენებოდეს ზოგიერთს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, სხვადასხვა ეპოქასა და საზოგადოებაში როგორ იბრძოდნენ ხმის მიცემის უფლების მოსაპოვებლად. მაშინ დავრწმუნდებით, რომ ამ უფლებას მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, მათ შორის, ჩვენი მხრიდან.
"დემოკრატიულ არჩევნებში შეუზღუდავად მონაწილეობისა და ხმის მიცემით საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება, შეკრებისა და გაერთიანების უფლება, შენს ნებაზე გადაადგილების შესაძლებლობა — ეს ყველაფერი უძვირფასესი თავისუფლებებია, რომელიც ადამიანის სულისკვეთებას ამაღლებს და ჩვენს ღმერთისგან ბოძებულ უფლებებს გამოხატავს", — ეს სიტყვები სამხრეთაფრიკელმა აქტივისტმა და პოლიტიკოსმა, ნელსონ მანდელამ, 2000 წლის ნოემბერში წარმოთქვა, როცა სამოქალაქო უფლებების ეროვნულმა მუზეუმმა თავისუფლების ჯილდო მიანიჭა.
მანდელა, რომელიც სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი და ქვეყანაში საყოველთაო საარჩევნო უფლებით არჩეული პირველი პოლიტიკოსი იყო, თავის გამოსვლებში ხშირად უსვამდა ხაზს ყოველი ხმის გადამწყვეტ მნიშვნელობას.
რას ნიშნავს პოლიტიკაში არჩარევა?
ფოტო: Mark Cartwright
ყოველი ხმის მნიშვნელობას, უფრო ზუსტად კი თითოეული მოქალაქის პოლიტიკაში აქტიურ ჩართულობას, ძველ საბერძნეთშიც უსვამდნენ ხაზს. აი, მაგალითად, რას ამბობდა ცნობილი ათენელი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე, პერიკლე:
"ვინც პოლიტიკით დაინტერესებული არაა, ის სხვის საქმეში ჩარევაზე კი არ ამბობს უარს, მას საერთოდ არაფერი ესაქმება აქ".
ეს ფრაზა დღესაც კი, ათასწლეულების შემდეგ, აქტუალურ სათქმელს ახმოვანებს. აღსანიშნავია ისიც, რომ მას, ვინც "პოლიტიკაში არ ერევა", ძველ საბერძნეთში "იდიოტად" მოიხსენიებდნენ. კი, "იდიოტის" ეტიმოლოგიას სწორედ ანტიკურ ცივილიზაციამდე მივყავართ, სადაც საზოგადოებრივი ყოფიდან და პოლიტიკიდან განზე გამდგარ ადამიანს "იდიოტეს" ერქვა.
ვინ ირჩევს ცუდ მთავრობას?
ფოტო: Cornell University
აპათიის, პოლიტიკისადმი გულგრილობის საკითხი მხოლოდ თანამედროვე გამოწვევა არაა. ეს პრობლემა ისტორიის ლამის ყველა მონაკვეთში მწვავე იყო.
"ცუდ მთავრობებს ირჩევენ კარგი მოქალაქეები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ", — ეს ნათქვამი გამოჩენილ ამერიკელ კრიტიკოსს, ჯორჯ ჯინ ნათანს ეკუთვნის.
ამ ფრაზას იდეურად უკავშირდება სხვადასხვა დროს ბევრი ფიგურის მიერ გამეორებული ცნობილი გამონათქვამიც, რომ "თუკი ხმას არ აძლევ, დაჩივლების უფლებასაც კარგავ".
-
"თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ "თითქმის მივედით" — Artemis 2-მა უკვე გზის ნახევარი განვლო მთვარისაკენ
გადახედვა
-
Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე? Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარისკენ მიფრინავენ — როგორ წარიმართება მისიის მესამე და მეოთხე დღე?
გადახედვა
-
საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები საგანმანათლებლო სივრცე მომავალი მეცნიერებისთვის — გაიცანი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლის მასწავლებლები
-
ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ საქართველოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
გადახედვა
-
მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მიტროპოლიტ ილარიონის განცხადებით, პატრიარქობის კანდიდატის ასაკზე სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია" ელენე ხოშტარია: "რუბიოს ზარი ჩვენთვის და არა რუსეთისთვის კარგის ნიშანია"
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით ილჰამ ალიევი: ზანგეზურის დერეფნისთვის საჭირო ავტომაგისტრალი 90 %-ით მზადაა, ხოლო რკინიგზა — 70 %-ით
გადახედვა
-
ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი — Artemis 2-ის ეკიპაჟი ემოციებს გვიზიარებს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს? მიხეილ ყაველაშვილი: როგორი ქილიკი, შეურაცხყოფა იყო ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით. შე დალოცვილო, თუ ურთიერთობის აწყობა გინდა [აშშ-სთან], რატომ უშლი ხელს?
გადახედვა
-
არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე არ შეიძლება ამ ტიპის შიზოფრენიული დამოკიდებულება, რაც ჩვენ კონკრეტული ადამიანებისგან ვიხილეთ — კახა კალაძე თბილისის თავშესაფრის ინციდენტზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
გადახედვა
-
NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა NASA-ს ასტრონავტები მთვარისაკენ დაიძრნენ! — Orion-ის მთავარი ძრავა ამუშავდა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
-
ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ ჩრდილოეთ კავკასიაში იდეალურ ლიდერებად სტალინს, რამზან კადიროვს, ჰალკს და ტერმინატორს ასახელებენ
გადახედვა
-
გადახედვაგამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს? გამოკითხვა: რომელ თემაზე ისურვებდი მეტ ქვიზს?
-
მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე — კახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში შალვა პაპუაშვილი: "რადიო თავისუფლება", "ტაბულა" პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში
გადახედვა
-
დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა დააკავეს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის უფროსი, რომელიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სანაცვლოდ, 3 000-ლარიან ქრთამს იღებდა
გადახედვა
-
"ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე "ცოტა დაიგვიანა ამ ყველაფერმა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" — შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობებზე
გადახედვა
-
ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური? ბზიკები ევროვიზიაზე მე-6 ნომრად გამოვლენ — რატომ არის ეს სიმბოლური?
გადახედვა
კომენტარები