ელიზაბეთ ტეილორის 10 საქმრო და 10 ნიშნობის ბეჭედი
ფოტო: The Times
კლეოპატრა, კეტრინ ჰოლი, ქერონ პრინგლი... ელიზაბეთ ტეილორს მრავალი როლით ვიცნობთ, თუმცა მისი რეალური ცხოვრებაც კინემატოგრაფიულ შედევრს მოგაგონებთ. ძველი ჰოლივუდის უკანასკნელ კაშკაშა ვარსკვლავს დრამატული სასიყვარულო ისტორიები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოარჩევდა სხვა ცნობილი ადამიანებისგან, რის გამოც ხშირად ეხვეოდა ტაბლოიდებისა და პაპარაცების კრიტიკის ქარცეცხლში. ამ სტატიაში ელიზაბეტ ტეილორის 10 საქმროზე გიამბობთ და მის მომაჯადოებელ ნიშნობის ბეჭდებსაც გაჩვენებთ:
1. უილიამ პოული უმცროსი
ელიზაბეთ ტეილორი და უილიამ პოული უმცროსი
ფოტო: People
აშშ-ს არმიის პილოტი, უილიამ პოული უმცროსი ელიზაბეთ ტეილორის პირველი საქმრო იყო. მან ახალგაზრდა ტეილორს ცოლობა 1949 წელს სთხოვა, მაშინ, როცა მომავალი მსახიობი მხოლოდ 17 წლის იყო. პოულიმ ტეილორი ბალიშის ფორმის თეთრი ბრილიანტის ბეჭდით დანიშნა, რომელიც ქალის საქორწინო სამკაულთა კოლექციის პირველი ექსპონატი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტეილორმა ამ რომანს მისი "პირველი ზრდასრული სიყვარული" უწოდა, საბოლოოდ პოულიზე არ დაქორწინდა, რადგან გული ჰოლივუდისკენ მიუსწრაფოდა და დაოჯახება ამ ასაკში მის გეგმებში არ შედიოდა.
ფოტო: Ouros Jewels
2. კონრად ჰილტონი
ელიზაბეთ ტეილორი და კონრად ჰილტონი
ფოტო: People
კონრად ჰილტონი ელიზაბეთ ტეილორის პირველი ქმარი იყო. ჰილტონების სასტუმროების ქსელის 24 წლის მემკვიდრემ მსახიობს ცოლობა 1950 წელს, ოთხკარატიანი პლატინის ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. ქორწილი Metro Goldwyin Mayer-ის ორგანიზებით ჩატარდა და 18 წლის ელიზაბეთი ბევერლი ჰილზის ეკლესიაში დაქორწინდა. წყვილი რვა თვეში განქორწინდა, რადგან ჰილტონი ტეილორზე ფიზიკურად ძალადობდა და ალკოჰოლიზმის პრობლემა ჰქონდა.
ფოტო: Ouros Jewels
3. მაიკლ უაილდინგი
ფოტო: Getty Images
1952 წლის თებერვალში ელიზაბეთ ტეილორი ბრიტანელ მსახიობზე, მაიკლ უაილდინგზე დაქორწინდა. მასზე ოცი წლით უფროსმა უაილდინგმა ტეილორს ხელი საფირონისა და ბრილიანტის მსხვილი ბეჭდით სთხოვა. წყვილს თანაცხოვრებისას ორი ვაჟი, მაიკლ ჰოვარდი და კრისტოფერ ედვარდი შეეძინა და 1957 წელს განქორწინდნენ.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Ouros Jewels
4. მაიკ ტოდი
ელიზაბეთ ტეილორი და მაიკ ტოდი
ფოტო: Wikimedia
1957 წელს კინოპროდიუსერმა მაიკ ტოდმა 24 წლის ელიზაბეთ ტეილორს ცოლობა განსაცვიფრებელი, 29.4 კარატიანი კარტიეს ბეჭდით სთხოვა. ისინი მექსიკაში დაქორწინდნენ.
ტეილორის ყველაზე ცნობილი ქმარი რიჩარდ ბარტონია, თუმცა მისი მემუარებიდან ვიგებთ, რომ მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული სწორედ მაიკ ტოდი იყო. მათი ისტორია მაშინ დასრულდა, როცა ტოდის პირადი თვითმფრინავი, The Liz (რომელსაც სახელიც ტეილორის პატივსაცემად დაარქვა), ავარიულად ჩამოვარდა 1958 წლის 22 მარტს, მათი ქორწინებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Ouros Jewels
სწორედ მაიკ ტოდმა აჩუქა ტეილორს კარტიეს დაუვიწყარი ბრილიანტის გვირგვინი, რომელიც მსახიობს 1957 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ეკეთა. "შენ ჩემი დედოფალი ხარ და გვირგვინიც გეკუთვნის," — ტეილორის მემუარებიდან ვიგებთ, რომ სწორედ ამ სიტყვებით უსახსოვრა ეს საჩუქარი ქმარმა.
ფოტო: Getty Images
5. ედი ფიშერი
ელიზაბეთ ტეილორი და ედი ფიშერი
ფოტო: Wikimedia
მომღერალი ედი ფიშერი, რომელიც ტეილორის გარდაცვლილი ქმრის, მაიკ ტოდის საუკეთესო მეგობარი იყო, ელიზაბეთ ტეილორის მეოთხე ქმარი გახდა. ფიშერზე დანიშვნისას მსახიობი ჯერ კიდევ ტოდის მიერ ნაჩუქარ ბეჭედს ატარებდა, ამიტომ მომღერალმა ნიშნობის აღსანიშნავად ტეილორს 40-კარატიანი ბრილიანტის სამაჯური აჩუქა. სამაჯურს 50 დამაბრმავებელი ბრილიანტი ამშვენებდა. წყვილი 1959 წლის 12 მაისს დაქორწინდა და 1962 წლამდე იყვნენ ერთად, იქამდე, სანამ ტეილორი კლეოპატრას გადასაღებ მოედანზე რიჩარდ ბარტონს გაიცნობდა.
ფოტო: Getty Images
ფოტო: Getty Images
6. რიჩარდ ბარტონი
ელიზაბეთ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი
ფოტო: Vanity Fair
რიჩარდ ბარტონს ელიზაბეთ ტეილორისთვის ცოლობა ბეჭდით არ უთხოვია, თუმცა ჰოლივუდის ყველაზე მშვენიერ ქალს სწორედ უელსელმა მსახიობმა მიუძღვნა კოლექციის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაულები, მათ შორის 33.19 კარატიანი კრუპის ბრილიანტი. ისინი 1964 წელს დაქორწინდნენ და 1974 წელს განქორწინდნენ. მათი ვნებიანი, დრამითა და ეჭვიანობით გაჟღენთილი სიყვარულის ისტორია ჰოლივუდს მუდამ ემახსოვრება – ბარტონზე და ტეილორზე არაერთი ფილმია გადაღებული. 1975 წელს ისინი მოკლე დროით ისევ დაქორწინდნენ, თუმცა მალევე, სამუდამოდ თქვეს რომანზე უარი.
ფოტო: Diamond Source of Virginia
ბარტონმა ელიზაბეთ ტეილორის სამკაულების კოლექციას ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშები შემატა, მათ შორის, ბულგარის ზურმუხტისა და ბრილიანტის ყელსაბამი. "ერთადერთი იტალიური სიტყვა, რომელიც ელიზაბეთმა იცის, ბულგარია," — ხშირად ხუმრობდა ბარტონი.
ფოტო: Bulgari
7. ჯონ უორნერი
ელიზაბეთ ტეილორი და ჯონ უორნერი
ფოტო: Getty Images
1976 წელს, იისფერ ტურბანსა და ვერცხლისფერი მელიის ქურთუკში გამოწყობილი ელიზაბეთ ტეილორი მომავალ სენატორზე, ჯონ უორნერზე დაქორწინდა. მის მარცხენა ხელს ლალისა და ბრილიანტის ქვებით შემკული ნიშნობის ბეჭედი ამშვენებდა. ეს ტეილორის პირველი ფერადი ნიშნობის ბეჭედი იყო. წყვილი მაშინ განქორწინდა, როცა 1982 წელს უორნერი ამერიკის სენატორი გახდა და პოლიტიკოსის ცოლმა მუდმივი მარტოობა ვერ აიტანა.
ფოტო: Getty Images
8. ვიქტორ ლუნა
ელიზაბეთ ტეილორი და ვიქტორ ლუნა
ფოტო: Getty Images
მალევე, ტეილორი კვლავ დაინიშნა. 1983 წელს ის მექსიკელ ადვოკატს, ვიქტორ ლუნას ცოლობაზე დათანხმდა და 16-კარატიანი საფირონის ბეჭედი მოირგო, თუმცა ისინი არ დაქორწინებულან.
ფოტო: Ouros Jewels
9. დენის სტაინი
ელიზაბეთ ტეილორი და დენის სტენი
ფოტო: Getty Images
ლუნას მსგავსად, ვერც დენის სტაინმა მიაღწია მიზანს და ტეილორზე ვერ დაქორწინდა. მან მსახიობს ცოლობა ამეთვისტოთი გაფორმებული ბეჭდით სთხოვა. მიუხედავად წარუმატებელი რომანისა, ისინი ცხოვრების ბოლომდე მეგობრობდნენ.
ფოტო: Ouros Jewels
10. ლარი ფორტენსკი
ელიზაბეთ ტეილორი და ლარი ფორტენსკი
ფოტო: Getty Images
ლარი ფორტენსკი მშენებელი იყო, რომელიც ტეილორის მეშვიდე და უკანასკნელი ქმარი გახდა. მათ ერთმანეთი 1988 წელს, ბეტი ფორდის სამედიცინო ცენტრში გაიცნეს, მაშინ, როცა ტეილორი პნევმონიას მკურნალობდა. ფორტენსკიმ მსახიობს ცოლობა უბრალო ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა. წყვილი ტეილორის ახლო მეგობრის, მაიკლ ჯექსონის რანჩოზე დაქორწინდა. მათი ქორწინება 5 წელი გაგრძელდა.
ფოტო: Ouros Jewels
ელიზაბეთ ტეილორის სამკაულები და სასიყვარულო ისტორიები არაერთი ფილმისა თუ წიგნის შთაგონება გახდა. ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ ტეილორის ცხოვრების სიყვარული ძვირფასი ქვები იყო და — კაცები. "ქორწინებები დავასრულე, თუმცა კაცებთან ურთიერთობა — არა," — თქვა მსახიობმა ფორტენსკისთან განქორწინების შემდეგ. მართლაც, საინტერესო თავგადასავლები და თაყვანისმცემლების ნაჩუქარი სამკაულები ელიზაბეთ ტეილორს ცხოვრების ბოლომდე არ მოჰკლებია.
-
რატომ დაკარგა Breaking Bad-ის ლეგენდარულმა ეპიზოდმა 10/10 რეიტინგი? რატომ დაკარგა Breaking Bad-ის ლეგენდარულმა ეპიზოდმა 10/10 რეიტინგი?
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნის შემდეგ, მსახიობებმა ვასო აბაშიძის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერის ჩამოხსნის შემდეგ, მსახიობებმა ვასო აბაშიძის ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გადახედვა
-
მსახიობებმა ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს მსახიობებმა ახალი თეატრი პროტესტის ნიშნად დატოვეს
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: "მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც, თუ იქნება, გავიზიარებ" ჯუანშერ ბურჭულაძე: "მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც, თუ იქნება, გავიზიარებ"
გადახედვა
-
ადვოკატი: პირი, რომელიც გელა ხასაიას თავდასხმაში ბრალს დებს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში "მოტეხილი ხელით" 20 კგ-იან სკუტერს მიათრევს ადვოკატი: პირი, რომელიც გელა ხასაიას თავდასხმაში ბრალს დებს, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში "მოტეხილი ხელით" 20 კგ-იან სკუტერს მიათრევს
გადახედვა
-
ჯეიმს კამერონის წერილი სენატორს: Netflix–Warner Bros. გარიგება დამანგრეველი იქნება ჯეიმს კამერონის წერილი სენატორს: Netflix–Warner Bros. გარიგება დამანგრეველი იქნება
გადახედვა
-
დარეგისტრირდი CODE IT-ზე — შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს დარეგისტრირდი CODE IT-ზე — შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს
-
რა განსხვავებაა პილატესსა და იოგას შორის? რა განსხვავებაა პილატესსა და იოგას შორის?
-
გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
Tegeta Comfort — შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე Tegeta Comfort — შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
-
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა
-
შსს-ს და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებისთვის "კულას" დირექტორი დააკავეს შსს-ს და თავდაცვის სამინისტროსთვის ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების მიწოდებისთვის "კულას" დირექტორი დააკავეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
ევროსკოპი: ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოზე 25 თებერვალს განიხილავენ ევროსკოპი: ევროპარლამენტის ანგარიშს საქართველოზე 25 თებერვალს განიხილავენ
გადახედვა
-
ზურაბ ჯაფარიძე: გგელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა ზურაბ ჯაფარიძე: გგელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა
გადახედვა
-
იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს
-
დედისგან მიტოვებული მაკაკა სათამაშო მაიმუნს გვერდიდან არ იშორებს დედისგან მიტოვებული მაკაკა სათამაშო მაიმუნს გვერდიდან არ იშორებს
გადახედვა
-
სუხიშვილების და Beatles-ის დაპირისპირება — ილიკო სუხიშვილი ლეგენდარულ ისტორიას იხსენებს სუხიშვილების და Beatles-ის დაპირისპირება — ილიკო სუხიშვილი ლეგენდარულ ისტორიას იხსენებს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას აანონსებს მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას აანონსებს
გადახედვა
კომენტარები