7 რამ სამზარეულოდან, რაც მარტო ცხოვრების 7-მა წელმა მასწავლა
ფოტო: pinterest
ცალკე ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე, განსაკუთრებით მაშინ, როცა გშივდება. როგორც არ უნდა ეცადო საჭმლის გაკეთებისთვის თავის არიდებას, მოდის მომენტი, როცა ეს გარდაუვალია. მინდა, ცოტა გაგიმარტივო ეს პროცესი და გაგიზიარო სამზარეულოში ტრიალის 7 ძალა, რომლებიც მარტო ცხოვრების 7-მა წელმა შემძინა.
1. მარტივი რეცეპტების ძალა
მარტივი რეცეპტი — მაკარონი, შემწვარი კარტოფილი, სალათები და ა.შ.
ფოტო: tenor
არ არის საჭირო შეფ-მზარეული იყო, რომ კარგად იკვებო. დასაწყისისთვის რამდენიმე მარტივი რეცეპტის სწავლა დაგეხმარება. ბევრ დროს არ წაიღებს, თან პრაქტიკა მოგამზადებს სამომავლოდ უფრო სერიოზული საჭმელების საკეთებლად.
2. ნარჩენების ძალა
ნარჩენები — წინა დღეებში მომზადებული საჭმელი, ძირითადად ინახება გაყინული.
ფოტო: tenor
როგორც არ უნდა გიყვარდეს საჭმლის მომზადება, ყოველთვის არის დღეები, როცა უბრალოდ გეზარება. სწორედ ასეთი დღეებისთვისაა საგულდაგულოდ შენახული “ნარჩენები“. ცალკე ცხოვრებისას ამას უფრო დააფასებ, ვიდრე მაშინ, დედას საყინულეში ნაყინის მაგივრად გაყინული ბორში როცა გხვდებოდა.
3. აღჭურვილობის ძალა
აღჭურვილობა — სამზარეულოს აქსესუარები. მათგან გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვანს, დანას.
ფოტო: tenor
კარგ დანას შეუძლია საჭმლის მომზადება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და სასიამოვნო გახადოს. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენ დროსა და ენერგიას დაზოგავ კარგი “აღჭურვილობის“ ქონით.
4. დასუფთავების ძალა
დასუფთავება — აუცილებლად, საჭმლის კეთების პარალელურად
ფოტო: tenor
ჩემთვის საჭმლის კეთების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ნაწილი თან დალაგებაა. მოწესრიგებული სამზარეულო ამცირებს სტრესს და მომზადების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ბონუსად, ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებაში გავარჯიშებს. ჩემი რჩევაა, არ მოიტოვოთ დალაგება ბოლოსთვის.
5. დასაწყობების ძალა
დასაწყობება — არამალფუჭებადი პროდუქტების მომარაგება(მაგ. მაკარონი, ბრინჯი, სუნელები და ა.შ.)
ფოტო: tenor
ორგანიზებული საკუჭნაო საშუალებას გაძლევს სწრაფად, მაღაზიაში გასვლის გარეშე მოამზადო კერძები. თუ ჭკვიანურად დაგეგმილი საწყობი გაქვს, არასდროს დარჩები მშიერი, დაზოგავ დროსა და ფულს. მოკლედ, მანახე შენი საკუჭნაო და გეტყვი, ვინ ხარ შენ.
6. ექსპერიმენტის ძალა
ექსპერიმენტი — შეურიე რაც გინდა, მთავარია უსაფრთხოების ნორმების დაცვით
ფოტო: tenor
მარტო ცხოვრებისას შეგიძლია თავისუფლად ჩაატარო ექსპერიმენტები და არავინ განგსჯის. ახალი ინგრედიენტების ან რეცეპტების გამოცდა არაჩვეულებრივი გასართობია და ზოგჯერ საუკეთესო კერძები მსგავსი ექსპერიმენტებიდან მოდის.
7. განწყობის ძალა
განწყობა — პროცესისადმი მიდგომა, რომელსაც შენ ირჩევ
სახლის საქმეებში შეგიძლია იპოვო სიამოვნება, მთავარია სწორად მიუდგე. აარჩიო სწორი მუსიკა, ბასრი დანა და შენი საყვარელი რეცეპტი. დამიჯერე დღის ბოლოს გემრიელი საჭმელიც გექნება და ბევრ კითხვაზე პასუხიც. საჭმლის კეთებისას ფიქრით მე, პირადად, ბევრ ცხოვრებისეულ კითხვაზე მიპასუხია.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა

კომენტარები