ჰერმან საბო

25 Sep. 2024, 21:03

"არაფრით იხსნება, რატომ არ აწერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელს ამნისტიის კანონს და რატომ არ უშვებს გარეთ ათასამდე პატიმარს, რომლებიც შედარებით მსუბუქ დანაშაულებზე იხდიან სასჯელს.

ხომ ყველა ვთანხმდებით, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და სასჯელები კი გაბერილი?

ამ მდგომარეობას — როდესაც ხალხს ლოდინში გული ეწურება — ისიც კი სჯობს, რომ დროზე თქვას თუ არ აწერს და ახსნას, რატომ არ აწერს.

შანო რომ გარეთაა, ამაზე დიდი მადლობა, მაგრამ არაფრით იხსნება და არაფრით "პრავდება" ასე ხელმოწერის გაჯანჯლება ამნისტიაზე!

ან მოაწერეთ, ან დროზე თქვით, რომ არ აწერთ და ახსენით, რატომ ადებთ ვეტოს ამნისტიას და ციხეებიდან პატიმრების მეათედის გამოშვებას!

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პატიმარს გაუკეთო (გარდა მასზე ძალადობისა) არის ფუჭი იმედის მიცემა!"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წარმომადგენლები MMA-ის მებრძოლის მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ეხმაურებიან
  2. "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
  3. საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
  4. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  5. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ