თბილისის დიზაინის ფესტივალის ჟურნალის პირველი ნომერი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
ფოტო: AD BLACK SE
2024 წლის მაისში, თბილისში, AD BLACK SEA-ს ინიციატივით, თბილისის დიზაინის ფესტივალი პირველად გაიმართა. ღონისძიების მთავარი სტუმარი სტეფან ზაგმაისტერი იყო. დიზაინის ფესტივალმა საპტოტესტო აქციების ფონზე ჩაიარა. აქციები « რუსული კანონის» წინააღმდეგ იყო მიმართული , რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
ფესტივალის ბევრი მონაწილე, წინა ღამეს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. თუმცა პოლიციასთან დაპირისპირებაში გატარებულმა უძილო ღამეებმა, ჩვენს ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ღირებულება შესძინა.
ჩვენ არ შევცვალეთ ჩვენი გეგმები, არ დავთმეთ სწავლის და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და გადავწყვიტეთ, ფესტივალის პლატფორმა ჩვენი სამოქალაქო პოზიციის გასაჟღერებლად გამოგვეყენებინა.
2015 წლიდან, AD BLACK SEA-ს მთავარი მისიაა, ჩვენი რეგიონი ევროპის უახლეს კრეატიულ მიღწევებს დააკავშიროს და ხელი შეუწყოს სარეკლამო ინდუსტრიაში პროფესიონალების და ორგანიზაციების ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის შესრულებას და სამომავლოდაც ძალას არ დავიშურებთ მიზნის მისაღწევად.
ჩვენ, სტეფანთან ერთად გადავწყვიტეთ, დაგვეწყო და ტრადიციად გვექცია ახალი პროექტი.ყოველ წელს, ავირჩევთ კონკრეტულ აქტუალურ თემას და მისი გადაწყვეტის გზებს კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებს მივანდობთ.
წელს ამ თემის შერჩევა მარტივი იყო. გადავწყვიტეთ, რომ კრეატიულობა გამოგვეყნებინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, საქართველოს ტერიტორიის 20% კი კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ერთის მხრივ, ცნობიერების ამაღლების მიზნით და მეორეს მხრივ, კი იმიტომ რომ მსოფლიოსთვის მსგავსი ვითარება ჩვეულებრივი არ გახდეს, გამოვაცხადეთ ღია კონკურსი დიზაინერებისა და ილუსტრატორებისთვის, რათა მათ შეექმნათ პოსტერები, რომელიც დიზაინის ენაზე გამოხატავს ამ აგრესიის უსამართლობასა და სიბოროტეს.
ჩვენ მივიღეთ ასობით პოსტერი საქართველოდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ლიტვადან, ლატვიიდან, ჰოლანდიიდან.
საბოლოო არჩევანი თავად სტეფანმა გააკეთა.
გვინდა მადლობა გადავუხადოთ თითოეულ მონაწილეს, რომელმაც ეს შესაძლებლობა გამოიყენა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლა.
მოკლედ:
საუკუნეების განმავლობაში რუსეთი -
იტაცებს.
კლავს.
ანადგურებს.
ახდენს დემორალიზებას.
ანგრევს.
სადაც არ უნდა შეაღწიოს, თან მიაქვს ფიზიკური, გონებრივი და სულიერი დეგრადაცია.
სადაც არ უნდა დარჩეს, მას მოაქვს ნგრევა და სიკვდილი.
ეს არის ბოროტების იმპერია.
თუ თქვენ ხართ დიზაინერი ან ილუსტრატორი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ან ხედავს რუსული აგრესიის დამანგრეველ გავლენას, შექმენით პოსტერი და გამოხატეთ თქვენი შეგრძნებები ამის წინააღმდეგ.
სტეფან ზაგმაისტერის შესახებ:
სტეფან ზაგმაისტერი არის ავსტრიელი გრაფიკული დიზაინერი, სთორი-თელერი და ტიპოგრაფი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს.
გრემის ორგზის გამარჯვებული და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, სტეფან ზაგმაისტერი, თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Rolling Stones, HBO და გუგენჰაიმის მუზეუმი.
სტეფანი თავის შემოქმედებაში ეხება ჩვენი ცხოვრების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს , როგორიცაა ბედნიერება ან სილამაზე, როგორ უკავშირდება ისინი დიზაინს და რას ნიშნავს ეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის TED- ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოწვეული სპიკერია.
მისი წიგნები ასი ათასობით ეგზემპლარით იყიდება, მისი გამოფენები კი მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში იმართება. სტეფანის ექსპოზიცია “The Happy Show” ნახევარ მილიონზე მეტ ვიზიტორს ითვლის და მსოფლიოში გრაფიკული დიზაინის ყველაზე ხშირად ნახვად შოუდ მიიჩნევა.
წარმოშობით ავსტრიელი სტეფან ზაგმაისტერი, ფლობს ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის მაგისტრს ხარისხს, ასევე არის ნიუ-იორკის , პრატის ინსტიტუტის ფულბრაიტის სტიპენდიანტი.
"მე ავარჩიე საკმაოდ ბევრი პოსტერი, რომლებსაც არ ჭირდებათ რაიმე დამატებითი ტექსტი: დარწმუნებული ვარ, რომ მათი მესიჯების მიზნამდე მიღწევის შანსი დიდია, განსაკუთრებით კი გლობალურ სოციალურ მედიაში.
მე მომწონს ექსტრემიზმი დიზაინში (მაგრამ მძულს ის პოლიტიკაში).
ასე რომ, ესთეტიკური თვალსაზრისით მე მირჩევნია გამოსახულება, რომელსაც შეუძლია კომუნიკაცია ტიპოგრაფიის ჩარევის გარეშე.
მე შევარჩიე რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა იდეა ჩემთვის ნაცნობი იყო, მაგრამ ამ იდეის შესრულება იყო სრულიად ახლებური. ასევე შევარჩიე რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა ფორმა ( შესრულება) შეიძლება ნაცნობი იყო , მაგრამ იდეა იყო ახალი.
და ასევე იყო რამდენიმე პოსტერი, რომელთა იდეაც და შესრულებაც იყო სიახლე", — სტეფანი
შერჩეული ნამუშევრები და დიზაინერები:
Julia Artemenko — Freedom, Ukraine
Maciek Blaźniak — Culture of terror, Poland
Artem Gusev — Face of terror, Ukraine
Yana Halchuk — Murderer, Ukraine
Ksenia Igolkina — Bander cola, Fu#k you Russia, Ukraine
Stas Kolotov - Life will win, Ukraine
Bartozs Kosowski — Person of the year, Poland
Kosma Masny — DOVE, POOTIN, Poland
Dato Mchedlishvili — Peacekiller, Georgia
Evgenia Nikolova — Killing is nor bravery, Bulgaria
Kateryna Shalnieva — Evacuation, Ukraine
Maksym Skoryk — Blackout, Ukraine
Kateryna Sokol — Zmiinyi, Ukraine
Anna Yurkova — Pendulum, Ukraine
Katarzyna Zapart Gift from Russia, Poland
შერჩეული ნამუშევრები გამოიცა თბილისის დიზაინის ფესტივალის ჟურნალის პირველი ნომრის სახით და გადაეცა Ad Black Sea 2024 დელეგატებს 2024 წლის 12-14 სექტემბერს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები