პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს 4 სექტემბერს უყრის
ფოტო: გვანცა სეთურიძე/On.ge
ფრაქცია ქართული ოცნების მიერ ინიციირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.
მომხსენებელმა, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ცვლილებების პროექტი მუხლობრივად წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისათვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება. მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ.
კანონპროექტის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება დაზარალებულების თანხმობა. ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის ბრალდებული პირები. რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს — თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.
კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს. მომხსენებლის განცხადებით, რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.
პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.
ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს 4 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე უყრის.
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია საქართველოს ბანკის სტიპენდიატები STEM სკოლაში ცნობილია
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ პედრო პასკალი, მადონა და სხვები ტეხასში მდებარე ICE-ის ცენტრის დახურვას ითხოვენ
გადახედვა
-
რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს რუსეთის საგარეო დაზვერვა: ბართლომე საქართველოს პატრიარქის კანდიდატებად მიტროპოლიტებს აბრაამს და გრიგოლს განიხილავს
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება ქეთევან ბაკარაძე: დენის ტარიფის ზრდა ბიძინა ივანიშვილის კრიპტომაინინგის ბიზნესს უკავშირდება
გადახედვა
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში 1600-ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
კომენტარები