ყველანი ბავშვობაში — მინისოს ახალი კამპანია
ფოტო: მინისო
ყველასთვის საყვარელი პერსონაჟები ბავშვობაში გვაბრუნებენ — მინისოს ახალი კამპანია
თუ მინისოში ერთხელ მაინც ყოფილხარ, ალბათ, შეგიმჩნევია, რომ ამ ფერად-ფერად მაღაზიას ერთი ჯადოსნური თვისება აქვს — როგორც კი უჩვეულო და სახალისო ნივთებს თვალს ან ხელს შეავლებ, მაშინვე ბავშვურ სილაღეს და ცნობისმოყვარეობას გრძნობ და თამაშის განწყობაზე დგები.
დარწმუნებულები ვართ, ეს შეგრძნება ახლა კიდევ უფრო გამძაფრდება – მას შემდეგ, რაც მინისოში ყველასთვის საყვარელ გლობალურ ბრენდებთან ოფიციალური პარტნიორობით შექმნილ, ლიცენზირებულ კოლექციებს აღმოაჩენ. Disney-ს, Pixar-ის, Cartoon Network-ის, Barbie-ს, Tom and Jerry-ს, Hello Kitty-ს და სხვა მულტფილმების გმირების კოლექციებით სავსე დახლები, ბავშვებს ხომ აბედნიერებს და ამასთან ერთად, ასაკის მიუხედავად, ყველას ბავშვობაში გვაბრუნებს. აღნიშნული კოლაბორაციების დიდი ნაწილი სწორედ იმ მულტფილმების კოლექციებს მოიცავს, რომლებიც არა მხოლოდ ბავშვების, არამედ, ზრდასრულების ბავშვობის საყვარელი და საკულტო პერსონაჟები არიან.
სწორედ ამ გზავნილს ატარებს მინისოს ახალი კამპანია, რომელშიც ბრენდის ფერადი და მხიარული სამყარო საინტერესო ფორმითაა გადმოცემული — მინისოში შესვლისთანავე, ზრდასრული ადამიანები ბავშვებად იქცევიან და ბავშვურ სილაღეს იბრუნებენ. შემდეგ კი, მულტფილმების მასკოტების და სხვა პატარების თანხლებით, მინისოს მხიარულ თავგადასავალში ეშვებიან.
ფოტო: მინისო
"ბავშვები და ბავშვური ცნობისმოყვარეობა ჩვენი ბრენდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამაა. გვჯერა, რომ ბავშვების ლაღ და ბედნიერ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ვფიქრობ, ბავშვების და ბავშვურობის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი პროდუქტები ყველაზე უკეთ გამოხატავს — მინისოს დახლები ფერადი, მხიარული, სწორედ ბავშვურ აღმოჩენებსა და წარმოსახვაზე ზედგამოჭრილი ნივთებითაა სავსე. ამავდროულად, გვჯერა, რომ თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული ტემპის პირობებშიც კი, ბავშვური სილაღე არც დიდებმა უნდა დავკარგოთ — ბავშვობა ასაკთან ერთად არ მთავრდება და ხანდახან, ცხოვრება პატარების თვალით უფრო სახალისოა. ამიტომაც, ჩვენთან ბავშვური ცნობისმოყვარეობა და ფანტაზია ასაკის მიუხედავად იღვიძებს. ჩვენს ფილიალებში ხშირად შეამჩნევთ ზრდასრულებს, რომლებიც ერთი შეხედვით, ბავშვებისთვის გათვლილ ნივთებს ათვალიერებენ — ფუმფულა სათამაშოებს ეხუტებიან, ან სხვა გასართობი ნივთების დანახვაზე უბრწყინდებათ თვალები".
ფოტო: მინისო
კამპანია ახალი სასწავლო წლის დასაწყისს ემთხვევა — პერიოდს, როცა მშობლები ბავშვებთან ერთად სექტემბრის ციებ-ცხელებაში ერთვებიან და სკოლისთვის საგანგებოდ ემზადებიან.
"სასწავლო წლის დასაწყისი, როგორც ბავშვებისთვის, ისე მშობლებისთვის, აქტიური პერიოდია. ამ დროს, ზრდასრულებს ხშირად გვახსენდება, როგორ ვემზადებოდით სკოლისთვის, ვარჩევდით საკანცელარიო ნივთებს ბავშვური აღფრთოვანებით და ერთგვარი ნოსტალგიაც გვიპყრობს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ საკანცელარიო ნივთებია; კამპანიაში წარმოდგენილი გლობალური ბრენდების კოლექციებიც, დიდი დოზით მოიცავს სასკოლო პროდუქტებს, სწორედ ამიტომ, ახალი გზავნილის გასაჟღერებლად სწორედ ეს პერიოდი შევარჩიეთ".
აღსანიშნავია, რომ მინისო 100-ზე მეტ ქვეყანაში წარმოდგენილი, საერთაშორისო ბრენდია და აღნიშნული კოლაბორაციების გარდა, მომავალშიც მრავალ გლობალურ ბრენდთან თანამშრომლობას გეგმავს.
ფოტო: მინისო
"ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რომ ყველასთვის საყვარელ, გლობალურ ბრენდებთან ვთანამშრომლობთ და სპეციალურად მინისოსთვის, ლიცენზირებულ კოლექციებს ვქმნით. ამ ეტაპზე, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ საინტერესო კოლაბორაციები და ახალ-ახალ ბრენდებთან თანამშრომლობაა. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ არაჩვეულებრივ კოლაბორაციას — ქართველი აუდიტორიისთვის საყვარელი ბრენდების მრავალ ლიცენზირებულ კოლექციას ვპირდებით".
ფოტო: მინისო
კრედიტები
ბრენდი: მინისო
კომერციული დირექტორი: მარიამ ჯანჯღავა
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: პავლე გაბრიჭიძე
კრეატივ სტრატეგი / კოპირაიტერი: ელენე დანელია
არტ დირექტორი: ელენე დანელია, პავლე გაბრიჭიძე
ლეთერინგი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
დიჯიტალ ლიდი : თემო კვინიკაძე
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
ოპერატორი: სანდრო დარახველიძე
რეჟისორის ასისტენტი: სალომე ჯუღელი
პროდიუსერი: ზუკა ღარიბაშვილი
პროდაქშენ მენეჯერი: გიორგი გურგენაძე
პროდაქშენ დიზაინი: Nisley Studio
სოფიო გულისაშვილი, ზურა კიკვაძე.
დეკორატორები: თამაზ ბოჭოიძე, დავით ღვინაშვილი, გიორგი მაჭავარიანი, გარიკ მარტიროსიანი, დანიელ კიკვაძე.
რეკვიზიტორი: ქეთევან ნოზაძე, თამარ გულისაშვილი.
დიზაინერი: დავით გოგიჩაიშვილი.
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტები: ნინო ზვანბაია, ელენე გაბილაია
ქასთინგის რეჟისორი : ნანუკა სიორიძე
გრიმი: მადონა ჭანტურია, თეონა ღლონტი, თამარ ლიპარტელიანი
ფოკუს ფულერი: ირაკლი ჟღენტი
კამერის ტექნიკოსი: გოგა კარბელაშვილი, ბაჩო-ბუდუ იაკობიძე
სტედიკამი: დავით ოდიშარია
სტედიკამის ასისტენტი: ალექს ბედოშვილი
გაფერი: გიორგი გოგატიშვილი
განათება და გრიპი : ცოტნე მარსაგიშვილი, დავით არაბიძე, გიორგი ქურდაძე, ვახო ზიბზიბაძე, გიორგი გალდავაძე
მსახიობები: ნიტა თოდუა, ელენე რუხაძე, სერგო გელაშვილი, დიმიტრი რჩეულიშვილი, ანა გავვა, ნიკოლოზ ცაგარეიშვილი, მარიამ ცაგარეიშვილი, ნიცა იმნაძე, ილია ღიბრაძე, სანდრო გელაზონია, მარიამ კანდელაკი, გიორგი კანდელაკი, დემეტრე გოგიშვილი, ტასო ბოკუჩავა, ბარბარე ქარაბაკი, ნიკოლოზ ვასაძე, კატერინა ენებეჩი, ნიცა ჯაბანაშვილი, ლაშა ალელიშვილი, მარიამ ცინცაძე, ლუკა აბულაშვილი, ვანო ქასრაშვილი, ლუკა ხელაშვილი, ცოტნე ნათელაშვილი.
მადლობა: ხვთისო სურმანიძეს, შაკო ბერიაშვილს, ნეკა ოდლომიშვილს
მუსიკა : Avira Sound
ტექსტი : ზურა ჯავახია, გიორგი სიბაშვილი
მიქსინგი : გიორგი გვარჯალაძე
ფერი: UPP Prague, David Koubík
გრაფიკა: გიორგი კორგანოვი
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები