წყლის ფილტრები და მათი როლი ჩვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად
ფოტო: Nano Filters
წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც თითოეული წყლის ყლუპი, რომელსაც თქვენ სვამთ არის სუფთა, აგრილებს ორგანიზმს და ყოველგვარი მავნე დამაბინძურებლებისგან თავისუფალი, ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე. სამწუხაროდ, მსოფლიოს გარშემო, ეს რეალობა ყველა კუთხეში თანაბრად ნამდვილად არ დგას და ხშირად, სუფთა წყლის მისართმევად საჭიროა ისეთი მოწყობილობის გამოყენება, როგორიც არის წყლის ფილტრები. მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურებულმა წყალმა, შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ბევრს სულაც არ ახსენდება, რომ ამ გართულებებისაგან თავის დასაღწევად ძალიან მარტივი გზა - წყლის ფილტრაცია არსებობს. სწორედ ამიტომ, მოდით, ჩავუღრმავდეთ წყლის ფილტრების სამყაროს და ერთად გამოვარკვიოთ, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სუფთა, გაფილტრული წყლის მოხმარება.
რატომ არის წყლის ფილტრაცია მნიშვნელოვანი?
წყლის ფილტრები აუცილებელია წყლისგან მინარევებისა და დამაბინძურებლების მოსაშორებლად. ეს დამაბინძურებლები შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, ვირუსებს, მძიმე მეტალებს, ქლორს, პესტიციდებს და სხვა. ასეთი მინარევების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები, დაწყებული კუჭ-ნაწლავის პრობლემებით დამთავრებული გრძელვადიანი ქრონიკული გართულებებით, როგორიცაა ა ჰეპატიტი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს ცხოვრებაში, წყლის ფილტრები გადამწყვეტ როლს შემდეგი მიზეზების გამო თამაშობენ:
ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: წყლის ფილტრები სასმელი წყლიდან ეფექტურად აშორებენ მავნე ნივთიერებებს, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის უსაფრთხოდ მიღებას, განსაკუთრებით, ისეთ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვებიც არიან, ვინაიდან მათი ორგანიზმი უფრო მეტად მოწყვლადია სხვადასხვა დამაბინძურებლის მიმართ. იქნება ეს ბაქტერიების და ვირუსების აღმოფხვრა, თუ ისეთი ტიპის მძიმე მეტალების დონის შემცირება, როგორიცაა ტყვია და ვერცხლისწყალი, წყლის ფილტრები უზრუნველყოფს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის სასურველ ნიშნულზე შენარჩუნებას.
გაუმჯობესებული გემო და სუნი: ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ონკანის წყალს ზოგჯერ უცნაური გემო ან სუნი აქვს? ეს, ხშირად, გამოწვეულია ქლორის ან სხვა ქიმიკატების გამო, რომლებსაც სხვადასხვა წყლის კომპანია იყენებს წყლის გასაჯანსაღებლად. იმისათვის, რომ წყლის დალევისას საუკეთესო გამოცდილება შეგიქმნათ, წყლის ფილტრებს შეუძლიათ წყლიდან ამ ქიმიკატების ამოღება, რის შედეგადაც წყალი არა მხოლოდ უკეთესი გემოთი გამოირჩევა, არამედ არის უფრო სუფთა და თან, სპეციფიკური სუნის გარეშე.
ზემოქმედება გარემოზე: წყლის ფილტრების გამოყენება ამცირებს ჩამოსხმული წყლის საჭიროებას (ფილტრი წყალი), რაც თავის მხრივ ამცირებს პლასტმასის ნარჩენებს. გაფილტრული წყლის არჩევით, თქვენ აკეთებთ ეკომეგობრულ არჩევანს, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი პლანეტის დაცვას.
ხარჯთეფექტურობა: მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად წყლის ფილტრაცია და წყლის ფილტრები თავდაპირველი ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს, ის სარგებელი, რაც მათი მეშვეობით ჩვენს ყოველდღიურობაში დგება, გრძელვადიან პერპექტივაში, ერთი ათად ანაზღაურდება. გარდა ჯანმრთელობისა და სიჯანსაღის კუთხით მიღებული უპირატესობბებისა, თქვენ დაზოგავთ ფულს ბოთლში ჩამოსხმული წყლის დანადგარებზე (ფილტრი დისპენსერი) და თავისთავად შეამცირებთ იმ მოწყობილობების ცვეთას, რომლებიც მთავარ ან ერთ-ერთ ინგრედიენტად წყალს იყენებენ, მაგალითად, ასეთია წყლის მადუღარა, ყავის მოსამზადებელი აპარატი და მაცივარი.
წყლის კომპანია და მისი როლი ჯანსაღი სასმელი წყლის მიწოდებისას
ზოგადად, წყლის კომპანია გადამწყვეტ როლს თამაშობს სახლებისა და ბიზნესისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფაში. ისინი პასუხისმგებელნი არიან წყლის ისეთ დამუშავებასა და მიწოდებაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. თუმცა, მკაცრი ტესტირებისა და დამუშავების შემთხვევაშიც კი, სხვადასხვა ტიპის დამაბინძურებელს შეუძლია იპოვოს გზა და მაინც მოხვდეს წყალმომარაგების სისტემაში. სწორედ აქ, მსგავსი შემთხვევებისაგან თავის დასაცავად,საქმეში წყლის ფილტრები ერთვებიან, ვინაიდან სწორედ წყლის ფილტრაცია უზრუნველყოფს და წარმოადგენს დაცვის დამატებით და ყველაზე ეფექტიან ფენას.
სეპტიკი და წყლის ფილტრაცია
სეპტიკი, იგივე სეპტიკური ავზი არის მიწისქვეშა ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემა, რომელიც როგორც წესი, გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც ცენტრალიზებული საკანალიზაციო სისტემები არ არის. სეპტიკი შედგება დიდი, წყალგაუმტარი კონტეინერისგან, რომელიც დამზადებულია ბეტონის, მინაბოჭკოვანას ან პლასტმასისგან და იგი ჩაფლულია მიწისქვეშ. ავზი იღებს ჩამდინარე წყლებს საყოფაცხოვრებო სანტექნიკიდან, სადაც ის იყოფა მყარ ნაწილაკებად და სითხეებად. მყარი ნაწილაკები ძირში გროვება და წარმოქმნის შლამს, ხოლო ზეთები და ცხიმი წყლის ზედაპირზე ცურავს. სითხე, რომელიც ცნობილია როგორც გამონადენი, მიედინება სადრენაჟო ველში, სადაც ის ბუნებრივად იფილტრება ნიადაგში.
სახლებისთვის, რომლებიც ეყრდნობიან სეპტიკურ ავზებს, წყლის ფილტრაცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. სეპტიკი ჩამდინარე წყლებს ადგილზე ამუშავებს და ნებისმიერი დამაბინძურებელი, რომლებიც სათანადოდ არ არის გაფილტრული, შეიძლება მიწისქვეშა წყლებში მოხვდეს და პოტენციურად დააბინძუროს წყლის მიწოდება.
ასეთ დროს, წყლის ფილტრები დაგეხმარებათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენს სახლში შემოსული და გამომავალი წყალი სუფთა და უსაფრთხო იყოს, ვინაიდან დამაბინძურებლების გაფილტვრით, თქვენ ამცირებთ მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკს და იცავთ თქვენი ოჯახის ჯანმრთელობას.
წყლის ფილტრები: გაფილტრული წყლის სარგებელი
გაფილტრული წყალი უამრავ სარგებელს გთავაზობთ, რაც მხოლოდ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას ნამდვილად არ გულისხმობს. მათ შორის:
1. უკეთესი დატენიანება: დადგენილია, რომ სუფთა, უგემრიელესი წყალი გიბიძგებთ მეტი სითხე დალიოთ, რაც უკეთ გინარჩუნებთ ორგანიზმის დატენიანებას. თავის მხრივ, სათანადო დატენიანება აუცილებელია საერთო ჯანმრთელობისთვის, ხელს უწყობს ყველა ფუნქციის გამართულად მუშაობას, დაწყებული საჭმლის მონელებიდან, დამთავრებული კოგნიტური ფუნქციების ჩათვლით.
2. საკვების გაუმჯობესებული გემო: მზადებისას გაფილტრული წყლის გამოყენება აუმჯობესებს თქვენი საკვების გემოს. მიუხედავად იმისა, ამზადებთ კერძს თუ ადუღებთ ყავას, სუფთა, ფილტრი წყალი არის გარანტია, რომ შეიგრძნობთ საუკეთესო გემოს.
3. კანისა და თმის მოვლა: ონკანის წყალში შემავალ ქლორს და სხვა ქიმიკატებს თქვენი კანისა და თმის გამოშრობა შეუძლია. გაფილტრული წყლის გამოყენება კი თქვენს კანსა და თმას ნაზსა და ბზინვარეს ხდის.
როგორც ხედავთ, წყლის ფილტრები აუცილებელი კომპონენტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ წყალი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ, იყოს სუფთა, უსაფრთხო და სასიამოვნო მისართმევად. გემოვნური თვისებებისა და სუნის გაუმჯობესებიდან დაწყებული მავნე დამაბინძურებლებისგან დაცვით დამთავრებული, წყლის ფილტრაციის სისტემები მრავალ სარგებელს გვთავაზობენ. კარგ და საიმედო წყლის ფილტრაციის სისტემაში ინვესტიციით, თქვენ არა მხოლოდ იცავთ თქვენს ჯანმრთელობას, არამედ დადებით გავლენას მოახდენთ გარემოზეც.
-
"ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები" — კახა კალაძე პაველ ჰერჩინკსის განცხადებაზე "ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები" — კახა კალაძე პაველ ჰერჩინკსის განცხადებაზე
გადახედვა
-
მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად
-
საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
გადახედვა
-
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
-
მამუკა მდინარაძე: მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ასეთ შემთხვევებთან [პოლიციელების ძალადობასთან] დაკავშირებით რეაგირება მექნება მამუკა მდინარაძე: მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ასეთ შემთხვევებთან [პოლიციელების ძალადობასთან] დაკავშირებით რეაგირება მექნება
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
-
სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ
გადახედვა
-
"ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი "ნანგრევებში დავრჩებით" — ალიევის ცენტრის ასაშენებლად თბილისური ეზოს დანგრევას აპირებენ | ვიდეორეპორტაჟი
გადახედვა
-
მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაამტკიცა
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
-
ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო ISFED-ის დახმარებით "საქნახშირს" მოსარჩელე დავით კახიძემ საკუთარი შრომითი უფლებების დაცვა შეძლო
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ ახალი კვლევის თანახმად, ლობსტერები ტკივილს გრძნობენ — მათ ცოცხლად ხარშავენ
გადახედვა
-
საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა საკადრო ცვლილებების შემდეგ, შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა
გადახედვა
-
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას 90 მლრდ ევროს სესხი დაუმტკიცა
გადახედვა
-
ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა ომბუდსმენმა "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილების თაობაზე სამართლებრივი შეფასება წარადგინა
გადახედვა
კომენტარები