თიბისის მხარდაჭერით ხაოს მარანი გურჯაანში ღვინის ქარხანას აფართოებს
ფოტო: თიბისი
კომპანია ხაოს მარანი დაუდიშვილების ოჯახური მეღვინეობაა, რომელიც ქალაქ გურჯაანში 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდა.
11 წლის წინ 400 ტონა ყურძნის გადამუშავებაზე გათვლილი საწარმოს წარმადობა დღეს უკვე 6000 ტონას აღწევს. სახელმწიფო პროგრამების და თიბისის პერმანენტული მხარდაჭერით ხაოს მარანი გაფართოებას დღესაც განაგრძობს.
"სახელი ხაოს მარანი მამაჩემს უკავშირდება, რომელიც ჩვენს მხარეში განთქმული მეღვინე იყო, მამას ხაო ერქვა და მის ღვინოსაც ყველა ასე იცნობდა — ხაოს მარნის ღვინო. 2013 წელს როცა ოჯახური ტრადიცის გაგრძელება და ღვინის საწარმოს აშენება გადავწყვიტე, სახელზე ბევრი არ მიფიქრია.
დღემდე ასე მოვდივართ, მე და ჩემი შვილები ვუძღვებით ამ საქმეს, რა თქმა უნდა, გვყავს პროფესიონალი ღვინის ტექნოლოგები და ქარხანაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად მუდმივად დასაქმებულია 70 ადამიანი, მაგრამ ყურძნის მიღების სეზონზე მუშახელს კიდევ ვიმატებთ", — ამბობს გოჩა დაუდიშვილი, ხაოს მარნის დამფუძნებელი.
საწარმოში ყველაზე მეტად აქტიური პერიოდი მაშინ აქვთ, როცა კახეთში რთველია და ქარხანაში ყურძნის მიღებას იწყებენ, ეს პერიოდი აგვისტოში იწყება და დეკემბრის ბოლომდე გრძელება. მიუხედავად იმისა, რომ ჭარბობს კახური ღვინოები, ხაოს მარანი იმერულ და რაჭულ ღვინოებსაც აწარმოებს.
ხაოს მარანში 30-მდე სახეობის ტრადიციული და ასევე ევროპული წესით დაწული ღვინო იწარმოება და, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ღვინის დიდი ნაწილი საქართველოში იყიდება. როგორც გოჩა დაუდიშვილი ამბობს, ყველაზე პოპულარული “ხაოს მარნის” რქაწითელია და თვეში დაახლოებით 100-110 ტონა იყიდება.
“ჩვენი მარნის მისიაა ნატურალური, მაღალხარისხიანი ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქციის წარმოება. წლიდან წლამდე ვვითარდებით და უფრო და უფრო უკეთესი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი ქარხნის ტერიტორია 3 ჰექტარია, გვაქვს ჩვენივე ღვინის საცავი და სამაცივრე მეურნეობა. ხარისხით და ტექნოლოგიურად მე ქართული ღვინოს პირველ ადგილზე ვაყენებ", — გოჩა დაუდიშვილი.
ახლა ხაოს მარანში რთველის მოლოდინია, წლევანდელ სეზონზე 7-დან 8 ათას ტონამდე ყურძენს მიიღებენ და გადაამუშავებენ. მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც გააქვთ ექსპორტზე აზიის ქვეყნებში — ჩინეთში, ყაზახეთში და სხვ. გოჩა დაუდიშვილი ამბობს, რომ ამჟამად ახალი ქვეყნების ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ, სამომავლოდ, კი საექსპორტო ბაზრების გაფართოება და ხაოს მარნის ღვინოების ევროპის ქვეყნებში შეტანა სურთ.
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
-
საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა საქსტატი: ივნისში საქართველოს ეკონომიკა 8.6%-ით გაიზარდა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა შსს: დააკავეს კაცი, რომელმაც 30 ივლისს გორში ერთ-ერთ კაფე-ბარში 2 პირი ცივი იარაღით დაჭრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება Student და sCool Card-ის მფლობელებს
კომენტარები