Peking to Paris — პორშე ცენტრი თბილისმა ისტორიული რალის მონაწილეებს უმასპინძლა
ფოტო: თეგეტა
საერთაშორისო რალი პეკინი-პარიზი ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამჯერად ისტორიული მარშრუტის დასაფარად 70 კლასიკურ-ვინტაჟური ავტომობილი გაერთიანდა. მათ 13,680 კილომეტრი ჰქონდათ გასავლელი. რალიში ტრადიციულად პორშეს უნიკალური მოდელებიც მონაწილეობდნენ.
წლევანდელ შეჯიბრებაში ჩართული პორშეს პილოტები პეკინიდან პარიზამდე გადაადგილებისას გზად შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო თბილისში, პორშე ცენტრი თბილისის სერვისში გაჩერდნენ და საკუთარი ავტომობილების გამართვა პორშეს ტექნიკოსებს მიანდეს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა რალის მონაწილეებს პარიზის მიმართულებით სვლა დროულად გაეგრძელებინათ.
ფოტო: თეგეტა
ირაკლი იმნაძე, პორშე ცენტრი თბილისის გაყიდვების შემდგომი მომსახურების ხელმძღვანელი: “ამ ლეგენდარულ რალიში პორშე ცენტრი თბილისის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ჩვენ შევძელით, წვლილი შეგვეტანა ისტორიულ რალიში, რომელიც პეკინიდან პარიზამდე იმართება და უკვე მრავალი წელია წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მასში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა კლასიკური ავტომობილებით გადაადგილება. ბუნებრივია, გზადაგზა შესაძლოა გარკვეული ტექნიკური დახმარების აუცილებლობა გაჩნდეს. რალის მონაწილეები დანიშნულების ადგილზე კონკრეტულ დროში უნდა მივიდნენ, ამიტომ ოპერატიულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენს სერვისცენტრში ზარი დაახლოებით საღამოს 8 საათზე შემოვიდა. ტექნიკოსები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ დროული სერვისი გაეწიათ და ორივე პორშე მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებულიყო რალის. ორივე მათგანს მნიშვნელოვანი დახმარება სჭირდებოდა: ერთ-ერთ მანქანას გადაბმულობა ჰქონდა შესაცვლელი, რაც ძრავის მთლიანად მოხსნის გარეშე შეუძლებელია. მეორე ავტომობილის პრობლემა კი მაღალ ბრუნზე ძრავის ძლიერი ვიბრაცია იყო, რაც ასევე ძრავის მოხსნასა და შეკეთებას საჭიროებდა. ცხადია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ საუბარი გვაქვს კლასიკურ ავტომობილებზე, რომლებიც განსაკუთრებით დელიკატურ მოპყრობას მოითხოვენ როგორც დემონტაჟის, ისე მონტაჟის დროს. მიხარია, რომ ამ ისტორიული რალის მონაწილეებს სწორედ ჩვენ მოვემსახურეთ და შევძელით, მოკლე დროში აღმოგვეფხვრა შექმნილი პრობლემები“.
საავტომობილო რბოლა პეკინი-პარიზი პირველად 1907 წელს გაიმართა და 14 994 კილომეტრი მოიცვა. რბოლის იდეა ცნობილ ფრანგულ გაზეთში, Le Matin-ში, გამოქვეყნებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც ნათქვამია: “დღეს დასამტკიცებელია, რომ, თუ ადამიანს ჰყავს მანქანა, მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი და წავიდეს ყველგან, სადაც მოესურვება. მოიძებნება ვინმე ისეთი, ვინც მზადაა, ამ ზაფხულს დაფაროს მანძილი პარიზიდან პეკინამდე?“
პირველმა ტრანსკონტინენტურმა ავტომოგზაურობამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. 12 ათასი კილომეტრის დაფარვის შემთხვევაში გამარჯვებული ჯილდოდ 12 ათას ფრანკს მიიღებდა. რბოლა პეკინში საფრანგეთის საელჩოდან 1907 წლის 10 ივნისს დაიწყო. ჩინეთის დედაქალაქიდან სპორტსმენებს ევროპელი დიპლომატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და აურაცხელი ადამიანი მიაცილებდა. გამარჯვებული იტალიელი თავადი შიპიონ ბორგეზე პარიზში 18 დღის შემდეგ, 1907 წლის 10 აგვისტოს ჩავიდა.
რალიში მონაწილე ავტომობილები სისტემატურად საჭიროებდნენ სხვადასხვა სახის ტექნიკურ დახმარებას. მათ ადგილობრივი მექანიკოსები არემონტებდნენ. გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის წინაშე მანქანების აღმოჩენა რალის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე, ნებისმიერი პრობლემა უმოკლეს დროში უნდა აღმოიფხვრას და დიდი მოგზაურობა გაგრძელდეს. სწორედ ამ ისტორიის ნაწილი გახდა პორშე ცენტრი თბილისი.
წლევანდელი რალი პეკინი-პარიზი 37 დღეს გაგრძელდა. გამარჯვებულებმა — ენდი ბუჩანმა და მაიკ სინკლერმა — 1928 წლის Bentley 4 ½ Le Mans-ით 14 500 კილომეტრი დაფარეს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები