თეგეტა გრინ პლანეტმა დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეები დააჯილდოვა
ფოტო: თეგეტა
სასტუმრო ბილტმორში პროექტის დებატები უკეთესი განათლებისთვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტურნირის 2024 წლის მთავარი თემა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ტურნირი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე, თეგეტა გრინ პლანეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა. თეგეტა გრინ პლანეტისგან საუკეთესო მოდებატეებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ფოტო: თეგეტა
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: "თეგეტა გრინ პლანეტისთვის, რომლის უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა, დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობა და ეროვნული ტურნირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიზანი, რის გამოც ამ პროექტის მხარდამჭერი გავხდით, ვფიქრობ, მიღწეულია - 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლა ცნობიერება და მიიღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. გვჯერა, რომ სამომავლოდ თავად გახდებიან ცვლილებების ინიციატორები უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის მხრივ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვა, გადამუშავება და რეციკლირება. ეს პროექტი მათთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღმოჩნდა."
ფოტო: თეგეტა
დებატების ეროვნული ტურნირისთვის მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. მზადება ითვალისწინებდა შემდეგი ტიპის აქტივობებს: თითოეულ კლუბში მოსწავლეების დებატების ტექნიკის მიმართულებით მომზადებას, მოდებატე გუნდების დაკომპლექტებას; გარემოსდაცვით თემატიკებზე ექსპერტებთან შეხვედრებს. მათ შორის მოდებატეები შეხვდნენ თეგეტას წარმომადგენლებს, UNDP-ის EU4-ის კლიმატის ცვლილების ეროვნულ ხელმძღვანელებს და სხვა.
რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეულმა საუკეთესო მოდებატეებმა კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზეს. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.
თინათინ ცერცვაძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) თავმჯდომარე: "ყველა ის უნარი, რომელსაც დებატების ტექნიკა ავითარებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩვენთვის ერთიორად სასიხარულოა, რომ ამ ტექნიკის დაუფლებასთან ერთად დებატების კლუბებს მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს დაცვით საკითხებს გასცნობოდნენ, სიღრმისეულად შეესწავლათ და განეხილათ ისინი. შედეგად, მათ შეძლეს თავისუფალი მსჯელობა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ნარჩენების გადამუშავება, კლიმატის ცვლილება, საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით თუ სხვა."
ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის დებატები უკეთესი განათლებისთვის ფარგლებში გაიმართა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.
Tegeta Green Planet თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები