თეგეტას მწვანე სტანდარტი — თეგეტა ჰოლდინგი Meliora 2024-ის გამარჯვებულია
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი Meliora 2024-ის გამარჯვებული კატეგორიაში მწვანე ინიციატივა უკვე მეორედ გახდა. საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში კომპანია წელს პროექტით თეგეტას მწვანე სტანდარტით მონაწილეობდა.
Meliora 2024-ის გამარჯვებულები ცხრიდან შვიდ კატეგორიაში გამოვლინდნენ. ავტორიტეტულმა ჟიურიმ საუკეთესოები იმ გამორჩეული CSR პროექტებით შეარჩია, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. ჟიური დაკომპლექტებული იყო დარგის წამყვანი ექსპერტებით, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებით.
პროექტი თეგეტას მწვანე სტანდარტი, რომლითაც კომპანია საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, გარემოზე ზრუნვის თვალსაზრისით ჰოლდინგის კომპლექსურ მიდგომას აერთიანებს და 2023 წელს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებს მოიცავს. პროექტის მიხედვით ჰოლდინგის ხედვა სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: მდგრადი სატრანსპორტო გადაწყვეტა ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების მართვა და ცნობიერების ამაღლება.
ფოტო: თეგეტა
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: "მოხარულები ვართ, რომ თეგეტას მწვანე სტანდარტმა საერთაშორისო ჟიურისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. ეს გამარჯვება დასტურია, რომ კომპანიას მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აქვს. გარემოზე ზრუნვა დიდი ხანია ჩვენი CSR სტრატეგიის პრიორიტეტად ვაქციეთ და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადავდგით.
წინ კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს გამარჯვება ჩვენთვის დამატებითი მოტივაცია გახდება. ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. თეგეტაში გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას."
კონკურსის სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული კომპანიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებმა დააჯილდოვეს. თეგეტა ჰოლდინგის მიერ წარდგენილი პროექტი კომპანიის მწვანე ინიციატივებს აერთიანებს.
ფოტო: თეგეტა
მარიამ ჯაფარიძე, თეგეტა ჰოლდინგის CSR მენეჯერი: "წლის პასუხისმგებლობიანი ბიზნესის ჯილდო ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა. უკვე მეორე წელია, რაც მწვანე ინიციატივის კატეგორიაში ჯილდოს ვიღებთ, ეს კი იმის დასტურია, რომ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩვენი ხედვა თანმიმდევრული და, ამასთანავე, ეკომეგობრული ახალი ინიციატივებით მდიდარია, რაც ქართველი და უცხოელი ჟიურის წევრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. თეგეტას მწვანე სტანდარტის ფარგლებში სწორედ ის მიდგომები გავაერთიანეთ, რომლებიც ჰოლდინგს გარემოს დაცვის მიმართულებით აქვს."
ნულოვანი ემისიების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივები მოიცავს ჰოლდინგის მიერ საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას, რომლის მიზანიც სრულად ეკოინიციატივებისკენ გადადგმული ნაბიჯებია. მათ შორის ელექტრომანქანებისა და Plug-in ჰიბრიდების პოპულარიზაცია და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება. თეგეტა, როგორც ფლაგმანი საავტომობილო სფეროში, უკვე წლებია, ხელს უწყობს ელექტრომობილების პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებისთვის კი აუცილებელი წინაპირობა სწორედ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.
თეგეტა ერთადერთი კერძო კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელმაც ქვეყანაში დასამუხტი სადგურების ქსელის მოწყობა-გაფართოების ვალდებულება აიღო. ეს პროცესი ჰოლდინგმა წლების წინ დაიწყო, 2023-დან კიდევ უფრო მასშტაბური სახე მისცა და წლის ბოლომდე დედაქალაქსა და რეგიონებში 150 დამტენის მონტაჟს გეგმავს.
მეორე მნიშვნელოვანი მიმართულების, ნარჩენების ეფექტიანად მართვის კუთხით, თეგეტა ჰოლდინგის მგვ ორგანიზაცია Tegeta Green Planet საქმიანობს, რომელიც საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს აგროვებს და გადასამუშავებლად ლიცენზირებულ პარტნიორ საწარმოებს აბარებს. ამ პერიოდს ემთხვევა თბილისის შემოვლით გზაზე საბურავებისგან გარემოს გასუფთავებაც. 2023 წელს თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით, საბურავებით იყო დაბინძურებული, სრულიად გაიწმინდა.
ცნობიერების ამაღლების მიზნით მთელი წლის განმავლობაში კომპანია თავისი თანამშრომლებისა და პარტნიორი ბრენდების ჩართულობით არაერთ აქტივობას ახორციელებს, მათ შორისაა დასუფთავების აქციები და სხვა ღონისძიებები.
მსოფლიო გიგანტი კომპანიების მსგავსად, ენერგოეფექტიანობაზე ზრუნვა თეგეტასთვისაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჰოლდინგის ინფრასტრუქტურა ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის და ამავდროულად ეფექტიანი ბიზნესისა და საზოგადოებისთვის. გარემოზე ზრუნვის იდეით, საერთაშორისო სტანდარტის, ენერგოეფექტური ინფრასტრუქტურული პროექტებით თეგეტა ჰოლდინგი ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
ამ მიზნით 2023 წელს გაიხსნა თეგეტას ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი, რომელიც დღეს გარემოში არსებულ არაერთ გამოწვევასა და პრობლემას პასუხობს. მაგ., კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია 762 მზის პანელი. ობიექტზე განთავსებულია 5 ელექტროდამტენი. ასევე, ტერიტორიაზე დამონტაჟებულია გარე სანათები მზის პანელით, რომელიც ელექტროენერგიას 100%-ით ზოგავს.
სწორედ ამ აქტივობების საფუძველზე მიიღო საერთაშორისო ჟიურიმ გადაწყვეტილება და თეგეტა ჰოლდინგი კატეგორიაში მწვანე ინიციატივა გამარჯვებულად დაასახელა.
ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დირექტორი: "მელიორას მსგავსი კონკურსები ბიზნესს მნიშვნელოვნად უჭერს მხარს როგორც მრავალფეროვანი CSR პროექტების განხორციელებაში, ისე კომპანიის პოზიტიური იმიჯისა და რეპუტაციის გამყარებაში. გარდა ამისა, განვითარებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გვაახლოებს ბიზნესის მართვის ევროპულ სტანდარტებთან."
საზეიმო ცერემონია უკვე მეხუთედ გაიმართა. ღონისძიებას თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქარვასლამ უმასპინძლა, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - მელიორა 2024-ის “ დაჯილდოებაში სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებას, ჯამში, 250 სტუმარი ესწრებოდა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები