Noble Partner 2017 საქართველოში და რუსეთის რეაქცია
ფოტო: VOA
1600 - ამერიკელი, 800 - ქართველი, 400 - ბრიტანელი, გერმანელი, სლოვენიელი, უკრაინელი, თურქი და სომეხი ჯარისკაცი, საერთო ჯამში 2 800 მეომარი მიიღებს მონაწილეობას, მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში - ღირსეული პარტნიორი (Noble Partner), რომელიც ვაზიანსა და ნორიოს ბაზებზე 30 ივლისს აიღებს სტარტს.
ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა (NATO) სწავლების დაწყებამდე, ორი დღით ადრე, თითქმის დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე, ცოცხალი ძალისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადმოსროლის ოპერაცია.
ტანკებითა და ჯავშანმანქანებით დატვირთული გემები ფოთის პორტში, შავი ზღვის გავლით, ბულგარეთის ნავსადგურ ბურგასიდან შემოვიდა. დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში, სწავლების არეალში კი სამხედრო ტექნიკა თვითსვლით და რკინიგზის გამოყენებით ჩამოვიდა.
ევროპაში აშშ-ს ქვეითი ჯარების დაქვემდებარებაში მყოფი, მე-2 კავალერიის პოლკის (USAREUR - 2nd Cavalry Regiment) საინჟინრო ასეული მეთაური, კაპიტანი კაილ დევისი ამბობს, რომ გადმოსროლის ოპერაცია სწავლების მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო:
"მე-2 საკავალერიო პოლკის ნაწილმა ვაზიანში შემოსვლით დაახლოებით, 3 200- კილომეტრიანი გადაადგილება დაასრულა.
ჩვენმა ჯარისკაცებმა და შეიარაღებამ საქართველომდე გამოიარა, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო მარშრუტი და ახლა მოუთმენლად ველით სწავლების დაწყებას."
ამერიკის მე-2 კავალერიის პოლკი გერმანიის ქალაქ ფილზეკშია დისლოცირებული, თუმცა ვაზიანში ბულგარეთიდან მოხვდა, სადაც ქართველებთან ერთად, მასშტაბურ სამხედრო სწავლება Saber Guardian 2017-ში იყო ჩართული.
საქართველოში ასევე გადმოსროლილია - ამერიკის მე-3 საარმიო კორპუსის, მე-4 ქვეითი ბრიგადის, პირველი ბატალიონის, 66-ე სატანკო პოლკის ნაწილი.
ამერიკული ჯორჯიიდან, დობინსის საჰაერო ბაზიდან კი სამხედრო-სატრანსპორტო C-130H3 Hercules-ის ტიპის თვითმფრინავმა, თბილისში ჯორჯიის ეროვნული გვარდიის მებრძოლები ჩამოიყვანა. სწავლებაში ისევ იქნებიან ჩართულნი - აშშ-ს 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის "ცის ჯარისკაცები“ (Sky Soldiers), რომლებიც ღირსეულ პარტნიორზე პირველად შარშან გამოჩდნენ.
წელს, ვაზიანსა და ნორიოში, პირველად ვიხილავთ გერმანულ-ჰოლანდიური წარმოების ჯავშანმანქანა - GTK Boxer-ს; გარდა ამისა, მრავალეროვნულ სწავლებაზე გამოიყენებენ: ამერიკული M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკებს, Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანებს, საბრძოლო მანქანა M2 Bradley-ის და შეჯავშნულ Humvee-ებს.
ასევე, საქართველოს არმიის შეიარაღებაში არსებულ: T-72 ტიპის ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანა BMP-2-ს და ჩეხურ-სლოვაკური წარმოების - თვითმავალ საარტილერიო დანადგარ DANA-ს. დესანტირების ოპერაციები კი ისევ ამერიკული C-130H3 Hercules-დან განხორციელდება.
Noble Partner 2017-ის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგ ტაბატაძე ამბობს:
"ამჯერად Noble Partner-ში რვა ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის სწავლება რადგან, ეს ხელს უწყობს თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესებას, NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას, NRF სწრაფი რეაგირების ძალების შესაძლებლობის განვითარებას".
Noble Partner-ის სამხედრო წვრთნებს, რომელსაც სამი წლის ისტორია აქვს, პირველად დაესწრება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. იგი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით 31 ივლისს ჩამოდის.
რუსეთმა საქართველოში NATO-ს ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსროლას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხედრო წვრთნითა და ახალი ტექნიკის გადმოსროლით უპასუხა:
ჩრდილოეთ კავკასიასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ამჟამად მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო სწავლებაში - 16 000 ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა მონაწილეობს.
ოკუპირებულ აფხაზეთში, InformNapalm-ის ცნობით კი ბოლო ერთი კვირაა, მოსკოვი მოდერნიზებული Т-72Б3 ტიპის ტანკებისა და БТР-82А ტიპის ჯავშანმანქანების გადასროლას ახდენს.
Noble Partner 2017-ის საერთაშორისო სწავლების მონაწილენი:
- საქართველო სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები
- აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობისა და ქვეითი ჯარების ქვედანაყოფები
- დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული
- გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული
- უკრაინის მედესანტეთა ქვეითი ოცეული
- სლოვენიის ქვეითი ოცეული
- სომხეთის სამედიცინო ასეული
- თურქეთის 4 ოფიცერი სწავლების შტაბში
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები