შვიდი მარტივი ხერხი თიბისის ციფრულ ბანკში ფინანსური უსაფრთხოებისთვის
ფოტო: თიბისი
განაახლე თიბისის ციფრული ბანკი
საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო თიბისის ციფრულ ბანკში, არის აპლიკაციის განახლება, რა დროსაც ახლდება უსაფრთხოების სისტემაც. შესაბამისად, რაც უფრო ახალი ვერსია გექნება, მით უფრო დაცული იქნები.
დააყენე ძლიერი პაროლი
აპლიკაციაში შესასვლელად ყველა მომხმარებელს სჭირდება პაროლი. პაროლთან ერთად, დამატებით ექვსნიშნა პასკოდსაც ვიყენებთ აპლიკაციაში შესასვლელად. მნიშვნელოვანია, რომ პაროლის შექმნისას გაითვალისწინო:
- პაროლი უნდა იყოს უნიკალურო და არ იქნას გამოყენებული სხვა აპლიკაციებში და ანგარიშებზე შესასვლელად.
- არ უნდა შეიცავდეს შენს სახელს, გვარსა და დაბადების თარიღს.
- გამოიყენე, როგორც ასოები (დიდი/პატარა), ასევე ციფრები და სიმბოლოები.
- პაროლი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 12 სიმბოლოსგან.
- არ ჩაინიშნო პაროლი სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
- არ გამოიყენო ერთი და იგივე პაროლი/პასკოდი მობილურ ტელეფონსა და აპლიკაციაში შესასვლელად, რათა ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში თავიდან აიცილოთ მობაილბანკში მარტივი შეღწევა.
დააყენე face id / touch id
იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიმარტივო შენს ფინანსებთან წვდომა და ამავდროულად დაიცვა უსაფრთხოება, გაიაქტიურე Face ID/Touch ID. ეს დამატებით საფეხური გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო დაცული იყოს შენი ანგარიშები.
აარჩიე სანდო მოწყობილობა
დამატებითი უსაფრთხოებისთვის ბანკი იყენებს ერთჯერად sms-ებს შეტყობინებას აპლიკაციაში შესასვლელად (ე.წ. OTP კოდს), სხვადასხვა ტრანზაქციების შესასრულებლად, პინკოდის გასაახლებლად და ბარათის დეტალების შესამოწმებლად. თუ ფიქრობ, რომ ძლიერი პასკოდი გაქვს, როგორც ტელეფონზე, ასევე მობაილბანკის აპლიკაციაში და გააქტიურებული გაქვს Face ID ან Touch ID, შეგიძლია გახადო მოწყობილობა სანდო. შედეგად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას შეასრულებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გარეშე, რითაც გაიმარტივებ ციფრული ბანკის მოხმარებას.
დაბლოკე დაკარგული ბარათი ციფრული ბანკიდან
ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მარტივად შეძლებ მის დაბლოკვას ციფრული ბანკის მეშვეობით. უბრალოდ შედი მთავარ გვერდზე, აირჩიე ბარათი, რომელიც დაკარგე და დააჭირე ბოქლომის ღილაკს.
შეცვალე ბარათის პინკოდი აპლიკაციიდან
თუ ეჭვობ, რომ ბანკომატთან პინკოდის გამოყენებისას ვინმემ შენიშნა შენი კოდი, შეგიძლია მარტივად განაახლო აპლიკაციის საშუალებით. უბრალოდ გადადი ბარათის გვერდზე, დააჭირე პინკოდის განახლებას და sms-ის სახით ახალს მიიღებ.
კარგად შეამოწმე დეტალები გადარიცხვამდე
ხშირად დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა თანხის გადარიცხვისას შეცდომით უთითებენ მომხმარებლები მიმღების მონაცემებს. სწორედ ამისთვისაა განკუთვნილი გადარიცხვის შემაჯამებელი გვერდი, რათა კარგად გადაამოწმო ტრანზაქციის დეტალები.
გადმოწერე ციფრული ბანკი და გაგვიზიარე უკუკავშირი, კიდევ რას ისურვებდი ციფრულ ბანკში.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
კომენტარები