მსოფლიო პრემიერა დუბაიში — JCB-მ ექსკავატორ-დამტვირთველების სამოდელო რიგი განაახლა
ფოტო: თეგეტა
ბრიტანულმა ბრენდმა მსოფლიოს სამი ახალი მოდელი — 3CX, 3CX Plus და 3CX PRO წარუდგინა.
პრემიერას JCB-ს ოფიციალური დილერი კავკასიის რეგიონში თეგეტა ქონსტრაქშენ ექვიფმენთიც დაესწრო.
სამშენებლო ტექნიკის ბრიტანულმა პრემიუმ ბრენდმა JCB-მ მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიას ექსკავატორ-დამტვირთველების სამი ახალი მოდელი წარუდგინა. 3CX-ის, 3CX Plus-ისა და 3CX PRO-ს პრემიერა დუბაიში შედგა. ახალი ტექნიკის პრეზენტაცია საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაიგეგმა — JCB პირველი ექსკავატორ-დამტვირთველის გამოგონებიდან 70 წელს ზეიმობს. 1953 წელს შექმნილი ტექნიკა მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში დღესაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად მიიჩნევა.
ღონისძიებაზე, რომელსაც დელეგატები მთელი მსოფლიოდან დაესწრნენ, ახალი ტექნიკის პრეზენტაცია მოეწყო. სტუმრებს კომპანიის წარმომადგენლებმა განახლებული ექსკავატორ-დამტვირთველების გაუმჯობესებული შესაძლებლობები და უნიკალური მახასიათებლები გააცნეს. მოწვეული სტუმრებისთვის შთამბეჭდავი სანახაობა, მსოფლიოში ცნობილი JCB Dancing Diggers შოუ მოეწყო.
ფოტო: თეგეტა
მსოფლიო პრემიერაში ბრენდის ქართველი წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. სამშენებლო ტექნიკის ბრიტანული კომპანიის JCB-ს ოფიციალური დილერი კავკასიის რეგიონში თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთია.
გიორგი ბერიძე, Tegeta Construction Equipment-ის დირექტორი: "სამშენებლო ტექნიკის ბრიტანული ბრენდი მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდება და ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს. JCB-ს მიზანია, დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე ეფექტური ექსკავატორ-დამტვირთველები, კიდევ უფრო ეფექტური, კომფორტული და პროდუქტიული გახადოს. ტექნიკა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტიანობას, გააუმჯობესებს პროდუქტიულობას და მომხმარებელს შეუქმნის დამატებით კომფორტს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამოდელო რიგის მორიგი განახლება. JCB ექსკავატორ-დამტვირთველებში ბაზრის უდავო ლიდერია. მსოფლიოში ყოველი მეორე გაყიდული ექსკავატორ-დამტვირთველი არის JCB 3CX.
გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი აქვს Tegeta Construction Equipment-საც, რომელსაც ბრიტანულ ბრენდთან პარტნიორობის 17-წლიანი ისტორია აკავშირებს. Tegeta Construction Equipment კომპანია გასულ წელს ბრენდის ყველაზე მსხვილ დილერებს შორის გამოარჩიეს და მზარდი გაყიდვების კატეგორიაში საუკეთესოს სტატუსიც მიანიჭეს".
სამშენებლო ტექნიკის გაყიდვებში ლიდერის სტატუსი JCB-სთვის საკმარისი არ არის. კომპანიას ბრიტანული მოტოსპორტის განვითარებაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ფორმულა1-ის და JCB-ის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ათ წელზე მეტია, JCB F1 სარბოლო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობს. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო, ერთ-ერთი პირველი, ვინც 3CX პირადად გამოცადა, ქართველი ავტომრბოლელი, დათა ქაჯაია იყო.
ფოტო: თეგეტა
დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: "მსოფლიო პრემიერას რამდენიმე მიზეზის გამო დავესწარი: JCB F1 სარბოლო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობს. ამასთანავე, როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ბრიტანულ ბრენდს უკავშირდება ყველაზე სწრაფი ტრაქტორის შექმნა , რომელიც 247.47 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, რის გამოც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. JCB-მ შექმნა ყველაზე სწრაფი ექსკავატორ-დამტვირთველი JCB GT, რომელმაც 110 კმ/სთ ზე მეტი განავითარა. ასევე JCB-ის მიერ შექმნილ ყველაზე სწრაფ დიზელის ძრავით აღჭურვილ ბოლიდს — JCB DIESELMAX-ს, უკავშირდება ხმელეთზე განვითარებული სიჩქარის რეკორდი 560კმ/სთ.
დღეს კი კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ღონისძიების მონაწილეები გავხდით. JCB-მ წარმოადგინა სამი სახის ექსკავატორ-დამტვირთველი, რომლებიც მომხმარებელს სამუშაოების წარმართვას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს".
JCB-ს ბრენდის ექსკავატორ-დამტვირთველების ახალი სერია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ჰიდრავლიკის სისტემით, რომელიც გულისხმობს ცვალებადი წარმადობის მქონე ცილინდრულ ტუმბოს, რაც სამუშაო გარემოსა და დატვირთვის შესაბამის ოპტიმალურ სიმძლავრეს გამოიმუშავებს. გაზრდილი წარმადობის პარალელურად, აღნიშნული ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო ეკონომიურია საწვავის მოხმარების თვალსაზრისით, ხოლო მაღალტექნოლოგიური რობოტიზებული გადაცემათა კოლოფი კიდევ უფრო მეტად ამარტივებს სამუშაო პროცესს.
რიჩარდ ბრუკსი, პროდუქტის ინოვაციების დირექტორი: "ექსკავატორ-დამტვირთველების ახალი სამოდელო რიგი JCB-ს უზარმაზარი ინვესტიციაა და ადასტურებს ჩვენს ერთგულ დამოკიდებულებას ექსკავატორ-დამტვირთველების წარმოების მიმართ. ახალი ტექნიკა საშუალებას მოგვცემს, სამშენებლო ინდუსტრიაში ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ. ახალი 3CX-ის სამი სახეობა დამტვირთველებს მუშაობის პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს, გაზრდის კომფორტს და გააუმჯობესებს პროდუქტიულობას. JCB უზრუნველყოფს, რომ 3CX მომხმარებლებისთვის კვლავ ნომერ პირველ არჩევანად დარჩეს".
JCB Live Link/GPS სისტემა საშუალებას იძლევა, დისტანციურად აკონტროლო ტექნიკის სამუშაო პარამეტრები, ლოკაცია, საწვავის მოხმარება და ინფორმაცია მიიღო ყველანაირი ტექნიკური გაუმართაობის შესახებ, მათ შორის საწვავის ფილტრების მდგომარეობაზეც კი, რაც ხშირ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. JCB-მ იზრუნა არა მხოლოდ ტექნოლოგიურად გაუმჯობესებული პროდუქტის შექმნაზე, არამედ მართვის კომფორტზეც. განახლებულ კაბინაში ოპერატორებს ბევრად მეტი სივრცე დახვდებათ.
JCB ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრენდია სამშენებლო და მძიმე ტექნიკის წარმოებაში. ინგლისური ბრენდი დღესდღეობით სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, რომელსაც 22 ქარხანა აქვს 4 კონტინენტზე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 750-ზე მეტი დილერი ჰყავს. ყველაფერი კი 1945 წელს უტოქსეტერში, პატარა ფარეხში დაიწყო. დაარსებიდან მალევე კი ექსკავატორ-დამტვირთველი შეიქმნა — ეს არის JCB-ს ინოვაციური გამოგონება, რომელიც 1 000 000-ზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის. არასოდეს დაკმაყოფილდე მიღწეულით — სწორედ ამ მესიჯს ემყარება კომპანიის 80-წლიანი ისტორია.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიის რეგიონში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო, საგზაო, სასაწყობე და ინდუსტრიულ ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები