სერგო რატიანი: ტურავას სახელი ისტორიაში შევა, როგორც ცალკე მოვლენა
ფოტო: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საპარლამენტო უმცირესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით იმიტომ მიიღო პარლამენტმა, რომ რუსთავი 2-ისა და გიგი უგულავას საქმეებზე გავლენა მოეპოვებინა. მათი განმარტებით, რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეს, მერაბ ტურავას პარლამენტმა კანონში შეტანილი ცვლილებებით საშუალება მისცა საქმის სარჩელები პლეუნმისათვის გადაეცა.
როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა განმარტა, ტურავამ უკვე რამდენჯერმე გამოიჩინა თავი იმით, რომ მოახდინა სასამართლოს სისტემას პარალიზება:
"ტურავას სახელი ალბათ შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში როგორც ცალკე მოვლენა, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსამართლე ცუდად მოიქცეს, როგორ იყოს ისე თავისი პროფესიის წინააღმდეგ მიმართული".
ასევე ენმ-ს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა, რომ ნათელია, თუ რას ემსახურებოდა უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას ქმედება, დაჩქარებულად შესულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები:
"ბატონი ტურავა რისთვის მიავლინა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, თავიდანვე ცხადი იყო. გიგი უგულავასა და დღევანდელ საქმეზე დღეს მისი აქტივობით ნათლად ჩანს, რომ ასრულებს ხელისუფლებისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მერაბ ტურავამ რუსთავი 2-ის საქმის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 7 ივნისს, მიმართა:
"მივმართავ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისა და შპს ტელეკომპანია საქართველოს ზოგიერთი სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემის და პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე".
აღსანიშნავია, რომ გიგი უგულავას საქმის 7 ივნისს დანიშნული სასამართლოს სხდომაც სწორედ საქმის სარჩელის პლენუმისადმი გადაცემის მიზეზით გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მოსამართლეებს მას შემდეგ მიეცათ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შევიდა ერთ-ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს შეუძლია კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე პლენუმს გადასცეს განსახილველად.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები