ტაივანის თავზე ჩინური ავიაგამანადგურებლები გამოჩნდნენ
ფოტო: Reuters
რა ხდება: ტაივანში არჩევნებამდე 3 კვირაა დარჩენილი, ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ კუნძულის გარშემო ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები და ხომალდები დააფიქსირეს.
დეტალები: ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 13:30 საათიდან, დააფიქსირეს J-10, J-11 და J-16 ავიაგამანადგურებლები, რომლებიც დაფრინავდნენ ტაივანის ჩრდილოეთ, შუა და სამხრეთ-დასავლეთის საჰაერო სივრცეში.
- ათმა თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის მედიანური ხაზი და მიმდებარე ტერიტორიები.
- მედიანური ხაზი, ოდესღაც, არაოფიციალური ბარიერის ფუნქციას ასრულებდა ორ მხარეს შორის, მაგრამ ჩინური თვითმფრინავები ახლა რეგულარულად დაფრინავენ მის თავზე.
- სამინისტროს ინფორმაციით, ტაივანმა მონიტორინგისთვის საკუთარი ძალები გაგზავნა.
ასევე ნახეთ: ჩინეთის 50-ცენტიანი არმია მსოფლიოში ყალბ ამბებს ავრცელებს — რისთვის უნდა ვიყოთ მზად
არჩევნები და დაძაბული ურთიერთობა ჩინეთთან: დემოკრატიული მმართველობის მქონე ტაივანი, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, უკვე ოთხი წელია აპროტესტებს ჩინეთის რეგულარულ სამხედრო პატრულირებას და წვრთნებს კუნძულთან ახლოს.
- ჩინეთს ტაივანის მახლობლად სამხედრო მოქმედებების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. პეკინმა ადრე გააცხადა, რომ მსგავსი მოქმედება მიზნად ისახავს ტაივანის სეპარატისტებსა და შეერთებულ შტატებს შორის "შეთქმულების" თავიდან აცილებას და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
///
ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან, რომელიც 13 იანვარს გაიმართება. ჩინეთთან ურთიერთობა ქვეყნისთვის ყველაზე სადავო საკითხია.
- ტაივანის მთავრობა, რომელმაც არაერთხელ შესთავაზა მოლაპარაკება ჩინეთს, უარყოფს პეკინის პრეტენზიებს სუვერენიტეტთან დაკავშირებით და ამბობს, რომ მხოლოდ კუნძულის მოსახლეობას შეუძლია გადაწყვიტოს თავისი მომავალი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, ტაივანის პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე მეტი მხარდამჭერი მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის ლიდერს, ლაი ჩინგ-ტეს ჰყავს. პეკინი მას სეპარატისტად მიიჩნევს.
- ტაივანის მთავარი ოპოზიციური პარტია, კუომინტანგი, ტრადიციულად, მხარს უჭერს მჭიდრო კავშირებს პეკინთან და პირობას დებს, რომ განაახლებს დიალოგს ჩინეთთან, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს. თუმცა, პარტია, ასევე, აღნიშნავს, რომ ტაივანელი ხალხი ერთადერთია, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები