აბიტურიენტები გისოსებს მიღმა
არასრულწლოვან პატიმრებს 2009 წლიდან აქვთ უფლება, ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები. საქართველოში დისტანციური სწავლების არარსებობის გამო კი ისინი, ხშირ შემთხვევაში, ვერ ახერხებენ უმაღლესი განათლების მიღებას.
აბიტურიენტები, რომლებიც მალე ტოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, გამოცდებს აბარებენ, შემდეგ კი აკადემიურს იღებენ, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებსაც შედარებით ბევრი წელი აქვთ მისჯილი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საერთოდ არ გადიან.
საუნივერსიტეტო სწავლებისგან განსხვავებით, მსჯავრდებული მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია სასკოლო განათლება.
თბილისის 123-ე სკოლის დირექტორმა თამარ ლოსაბერიძემ On.ge-სთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სწავლის ვერგაგრძელების შემთხვევაში, მოსწავლეები მუხტსა და დროს კარგავენ, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ მომავალზე. სწორედ 123-ე სკოლაში სწავლობენ მსჯავრდებული არასრულწლოვნები.
სკოლა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, 2009 წლიდან, ერთგვარი შეთანხმება დაიდო 123-ე სკოლასთან. სკოლა ვალდებულია, არასრულწლოვანი პატიმრები უზრუნველყოს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამით. შეთანხმების მიხედვით, ის არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებიც წარმატებულად გადალახავენ გამოსაშვებ გამოცდებს, 123-ე სკოლის ატესტატს მიიღებენ. ატესტატში არ იქნება მითითებული ის, რომ ბავშვებმა განათლება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიიღეს.
არასრულწლოვავანი პატიმრების სკოლაში ხუთი საკლასო ოთახია. პირველ სართულზე ერთი ოთახი, სამასწავლებლო და სპეციალური ლაბორატორიაა. სკოლის შენობაში კომპიუტერებიცაა, თუმცა ინტერნეტში ჩართული არ არის. მეორე სართულზე ბიბლიოთეკაა. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს კლასგარეშე ლიტერატურის წაკითხვა სურთ, აღნიშნულ ბიბლიოთეკას გამოიყენებენ.
სასჯელაღსრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, გაკვეთილები თითქმის ყოველდღეა, ორშაბათიდან – შაბათის ჩათვლით. დღეში 5-6 გაკვეთილი ტარდება, თითოეულის ხანგრძლივობა ნახევარი საათია.
მოსწავლეები სწავლის მხრივ თითქმის იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორითაც სხვა სკოლის მოსწავლეები. თამარ ლოსაბერიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების სკოლა „ჩვეულებრივი სკოლაა, შეზღუდულ სივრცეში“. მოსწავლეები ხშირად აბარებენ გამოცდებს ექსტერნად, რადგან ზოგიერთ მათგანს სკოლაში არ უვლია და არც საკმარისი ცოდნა აქვს, შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცდილობენ, დაეწიონ თანატოლებს. დირექტორის თქმით, მოსწავლეები ძალიან წარმატებულები არიან სწავლის სფეროში. ზოგიერთმა მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდაზე სრული 10 ქულაც კი მიიღო.
თამარ ლოსაბერიძის თქმით, დიდი მონდომების მიუხედავად, ძირითადი პრობლემა მაინც ცოდნაა, თუმცა მოსწავლეები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ პროგრამას წარმატებით ართმევენ თავს და არც დავალებების შესრულება უჭირთ გაკვეთილების შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ არ იცის ქართული ენა, მასწავლებლები ინდივიდუალურ მიდგომას იყენებენ. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასაც ადგენენ და თუკი საჭიროა, მასწავლებელი სხვა ტიპის სამუშაოს იყენებს.
ამჟამად სკოლას 15 არასრულწლოვანი პატიმარი მოსწავლე ჰყავს, შესაძლოა, მათგან რამდენიმემ უკვე დატოვა დაწესებულება, ხოლო რამდენიმე დამატებოდა, თუმცა ძირითადად, აქ მაინც 15-მდე მოსწავლე სწავლობს. ბავშვების სიმცირიდან გამომდინარე, გაკვეთილზე შეიძლება მხოლოდ ერთი ბავშვიც კი იჯდეს. დღის მეორე ნახევარში, გაკვეთილების შემდეგ, მოსწავლეებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
ფოტო: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო / არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულება
სტატისტიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის აპრილში სულ 28 არასრულწლოვანი მსჯავრდებული იყო, მათგან მხოლოდ ორი გოგო. მსჯავრდებულთაგან ათს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, 13-ს - პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა - ოთხ პირს, ხოლო ჯარიმა - ერთ არასრულწლოვანს დაეკისრა.
მათგან :
- ქურდობისთვის დააპატიმრეს –16. თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა შვიდს;
- ძარცვისთვის მსჯავრი დაედო ორ პირს, თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა ორს;
- ყაჩაღობისთვის მსჯავრი ორ პირს დაედო, თავისუფლების აღკვეთა კი ერთს შეეფარდა.
მოტივაცია
ბავშვების მთავარი მოტივაცია უპირობოდ ან ვადაზე ადრე გათავისუფლებაა. არასრულწლოვან პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების განაცხადი შეუძლია გააკეთოს. "Case manager", ანუ მისი ჯგუფის ფსიქოლოგი წარადგენს და ახასიათებს ბრალდებულს. შეწყალების კომისია ითვალისწინებს და ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, თუ როგორ ესწრება მოსწავლე გაკვეთილებს, როგორ მეცადინეობს, რა წარმატებები აქვს და როგორ იქცევა, შესაბამისად, სწავლა მათ მოტივაციას ზრდის
მასწავლებლები
123-ე საჯარო სკოლის დირექტორი 2014 წლიდან თამარ ლოსაბერიძეა. იგი სისტემატიურად ფლობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც არასრულწლოვან პატიმარ მოსწავლეებს ეხება. სასჯელაღსრულების დაწესებულების წარმომადგენლები დირექტორს ყოველთვის საქმის კურსში აყენებენ და ნებისმიერ ინფორმაციას ელექტრონული სახით უგზავნიან. დირექტორი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პერიოდულად ხვდება.
სასჯელაღსრულების სკოლაში სულ 14 მასწავლებელია. მათი შერჩევა კონკურსის წესით ხდება, თითქმის ყველა მათგანი სერტიფიცირებულია.
მასწავლებლებს ტრენინგები წელიწადში ერთხელ მაინც უტარდებათ. ტრენინგი, ძირითადად, ბავშვებთან კომუნიკაციას ეხება, როგორ უნდა მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში, რა პრობლემები შეიძლება წამოიჭრას ბავშვებთან მუშაობისას და ა.შ. გარდა სისტემატიური ტრენინგებისა, მასწავლებლებთან ფსიქოლოგებიც მუშაობენ.
ფოტო: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო / არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულება
ფოტო: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო / არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულება
რა ხდება სხვა ქვეყნებში?
დასავლურ სახელმწიფოებში მსჯავრდებულების მიმართ განსხვავებული მიდგომები არსებობს. ამერიკული და ინგლისური მოდელი შემწყნარებლობითა და ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ორიენტირებულები არიან, რომ პატიმარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების წესს. მათი სარეაბილიტაციო პერიოდი ითვალისწინებს გარკვეულ პრივილეგიებს, მაგალითად, ყოფილ პატიმარს უფლება აქვს არ ახსენოს და არ თქვას თავისი ნასამართლეობის შესახებ მომავალში პოტენციურ დამსაქმებელთან. ინგლისური მოდელის მიხედვით, ციხემ არ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი უკვე ყოფილი პატიმრისთვის სამომავლო სამსახურის პოვნასა თუ შენარჩუნებაში.
ამერიკული მოდელიც ძალიან ჰგავს ინგლისურს. მანამ, სანამ არასრულწლოვანს საპატიმრო სასჯელს მიუსჯიან, რამდენჯერმე პატიობენ წვრილ-წვრილ დანაშაულს. სახელმწიფო პატიმრობას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს.
ამერიკაში ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვან პატიმარს, აქვს უფლება, დაუსწრებლად გაიაროს ნებისმიერი ინტენსიური თუ მოკლევადიანი კურსი. დისტანციური სწავლება ამერიკაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, იგი დაკავშირებულია ბევრად ნაკლებ თანხებთან და ისეთ ჩაკეტილ პირობებში, როგორიც საპყრობილეა, იდეალური გამოსავალია.
კანონი და დისტანციური სწავლება
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განათლების საბაზისო საფეხური 9 კლასია. მოსწავლე ვალდებულია, სკოლაში სწავლობდეს 9 კლასის ჩათვლით. დასრულების შემდეგ მას აქვს არჩევანი, გააგრძელოს ან შეწყვიტოს საგანმანათლებლო პროცესი.
არასრულწლოვან პატიმრებს აქვთ საშუალება, სწავლა გააგრძელონ, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ არცერთი კანონი არ ითვალისწინებს მათთვის უმაღლესი განათლების შესაძლებლობის მიცემას. პრობლემა იმაში მდგომარეობას, რომ საქართველოში არ არსებობს დისტანციური სწავლება (სწავლების ისეთი ფორმა, რომელიც გათვლილია სპეციალურად ისეთ ადამიანებზე, რომლებიც აუდიტორიაში ფიზიკურად არ იმყოფებიან ) და არც სწავლების რაიმე ალტერნატიული საშუალება.
მართალია, 2017 წლის მაისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა საქართველოში დისტანციური სწავლების შემოღების შესახებ, თუმცა აღნიშული პროექტი მხოლოდ ემიგრანტი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლებას გულისხმობს.
ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამის ხელმძღვანელის - ნინო ჭანტურიას განცხადებით, დისტანციური სწავლების მრავალი ფორმა არსებობს და სხვადასხვა პროექტი იგეგმება, უბრალოდ, მიმდინარე პროექტი მხოლოდ ემიგრანტებისთვისაა. როგორც ის ამბობს, იმაზე პასუხის გაცემა, თუ რა იგეგმება სამომავლოდ და შეეხებათ თუ არა მსჯავრდებულ აბიტურიენტებს, შეუძლებელია ითქვას ახლა.
მანამდე კი არასრულწლოვან აბიტურიენტებს უწევთ ან აკადემიური აიღონ ან გამოცდები საერთოდ არ ჩააბარონ. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ კი სრულიად უცნობია, გააგრძელებენ თუ არა საერთოდ სწავლას ყოფილი პატიმრები.
-
რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე რეჟიმისთვის მთავარი საფრთხე არის თავისივე ქმედება — სალომე ზურაბიშვილი საკრებულოსთან აქტივისტების დაკავებაზე
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
-
რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი? — საქართველოს ბანკი და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ რას ცვლის ადამიანის ცხოვრებაში ერთი გულშემატკივარი? — საქართველოს ბანკი და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
-
რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა რატომაა სასარგებლო ხერხემლისა და ნერვული სისტემისთვის იატაკზე ზურგით 10 წუთი წოლა
-
შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?" შალვა პაპუაშვილი: "სულ უფრო აქტუალური გახდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში (EU-ში) წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ?"
გადახედვა
-
ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს ბანერების გამო, რომლებზეც ეწერა — "ბიძინა *ლეა?", 10 აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას, შოპინგისა და კვების ობიექტებში Student card-ისა და sCool card-ის სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებთ
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად ვიზიარებ "ჯერ საქართველოს" ამოცანას მთელი ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გარშემო
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა ოპერის თეატრთან მდებარე მშენებარე კომპლექსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა

კომენტარები