ნახეთ: როგორ შეგიძლიათ ხმა მისცეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე
ფოტო: Corinne Cumming / EBU
2023 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე სულ ცოტა დროღა რჩება. რიგით 21-ე საბავშვო ევროფესტივალს საფრანგეთის ქალაქი ნიცა 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 მონაწილე ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელსაც კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ. ისინი მებო ნუცუბიძისა და ბეთხოს (ირაკლი მანჩხაშვილი) დაწერილ სიმღერას Over The Sky შეასრულებენ. ფინალში საქართველო მაყურებლის წინაშე მე-10 ნომრად წარდგება.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვებულს ჟიურისთან ერთად ტელემაყურებელიც ავლენს. ამდენად, გულშემატკივრებს ხმის მიცემის წესების ზედმიწევნით ცოდნა სჭირდებათ.
რა უნდა იცოდეთ, თუკი ევროვიზიაზე საქართველოს მხარდაჭერა გსურთ
- ხმის მიცემის პროცესი პარასკევს, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
- ხმა შეგიძლიათ მისცეთ როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
- ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს jesc.tv, სადაც თავდაპირველად მოგიწევთ, ყველა კონკურსანტის გამოსვლის მოკლე ვიდეოკოლაჟი ნახოთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ფავორიტი 3 მონაწილე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, და მისცეთ მათ ხმა.
- 26 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე, საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ დაიწყება და ხმის მიცემა დროებით შეწყდება. მას შემდეგ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტს ვიხილავთ, წამყვანები ხმის მიცემის პროცესს ისევ განაახლებენ 15 წუთით. ამ დროში თქვენ განმეორებით შეძლებთ ხმის მიცემას. კონკურსის ფინალისთვის თვალის მიდევნება კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.
რა მნიშვნელობა აქვს ხმების მობილიზებას საქართველოსთვის
წლების განმავლობაში საბავშვო ევროვიზიაზე საკუთარი ქვეყნისთვის ხმის მიცემა იკრძალებოდა. ეს წესი 2017 წელს შეიცვალა, როცა კონკურსზე ხმის მიცემის ახალი, ონლაინ ფორმატი შემოიღეს.
ახალი ფორმატის დამკვიდრების შემდეგ, ჟიურისა და ტელემაყურებლის მიერ საქართველოსთვის დაწერილ ქულებს შორის ყოველთვის დრამატული სხვაობაა. მაგალითისთვის, 2017 წელს საქართველომ ჟიურისგან უმაღლესი, 143 ქულა დაიმსახურა, თუმცა, ონლაინ ხმის მიცემით 16 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-12 ადგილს დასჯერდა. მსგავსი ისტორია განმეორდა 2018-შიც: თამარ ედილაშვილმა ჟიურისგან მე-3 უმაღლესი ქულა მიიღო, მაგრამ ტელემაყურებლის ქულებით მე-14 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება გასულ წელს, საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ შარშან ჟიურის შეფასებით მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა, ონლაინ ხმის მიცემით მიღებული ქულებით მხოლოდ მე-12 ადგილი ერგო.
ქართველი ევროფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ხმების მობილიზებაშია და გულშემატკივრის მეტი ჩართულობაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება ბოლოს 2016-ში, ხმის მიცემის ახალი ფორმატის შემოღებამდე ერთი წლით ადრე მოახერხა.
ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი 21 ნოემბერს, პირველ რეპეტიციაზე.
ფოტო: Corinne Cumming / EBU
საფრანგეთში საბავშვო ევროვიზია უკვე მეორედ იმართება. ქვეყანამ ევროვიზია ჯუნიორის მასპინძლობის უფლება გასულ წელს, ერევანში გამართულ კონკურსზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. 13 წლის ფრანგმა მომღერალმა ლისანდრომ შარშან ტელემაყურებლისა და ჟიურისგან ჯამში 203 ქულა მიიღო და თავის ქვეყანას კონკურსზე მეორე გამარჯვება მოუტანა.
საბავშვო ევროვიზიაზე კი საქართველო ამ დრომდე რჩება ყველაზე წარმატებულ მონაწილე ქვეყნად. ჩვენს ანგარიშზე რეკორდული სამი გამარჯვება ირიცხება. 2008 წელს პირველი გამარჯვება ჯერ ჯგუფმა ბზიკებმა მოიპოვა, 2011 წელს პირველადგილოსანი გახდა ჯგუფი ქენდი, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამას გარდა, საქართველომ ევროვიზია ჯუნიორზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და ხუთჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები