საქართველოს ბანკის გუნდის წევრი, პაატა მერებაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის გუნდის წევრი და ძიუდოისტი პაატა მერებაშვილი ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჯერ კიდევ ივნისში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სპორტის ამ სახეობით 7 წლიდან დაინტერესდა და 18 წელი აქტიურად ასპარეზობდა.
პირველ რიგში გამარჯვებას გილოცავთ. აქტიური სპორტული კარიერა 2017 წელს დაასრულეთ, რატომ გადაწყვიტეთ ისევ ჩემპიონატზე გასვლა?
საქართველოს ბანკის თანამშრომელი ვარ და გუნდის წევრები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მევარჯიშა და კიდევ მეცადა ჩემპიონატზე გასვლა. მათ შორის იყო ჩემი პირველი მწვრთნელი, გიორგი გამდლიშვილი, რომელიც ახლა ჩემი თანამშრომელია. შეიძლება ითქვას, რომ მათი მონდომებითა და დაუღალავი ჩიჩინით მივიღე ეს გადაწყვეტილება. თან ხელს მიწყობდნენ, რომ დარბაზში დროულად წავსულიყავი და მევარჯიშა. ჯერ საქართველოს ჩემპიონი გავხდი ვეტერანთა შორის, მერე ევროპის და ახლა მსოფლიოს.
როგორც ჩანს, ისევ გაქვთ გამარჯვებისთვის ბრძოლის სურვილი და მუხტი.
კი, შემდეგ წელსაც ვაპირებ. ახალი წლის შემდეგ დავიწყებ აქტიურ მომზადებას ჩემპიონატისთვის.
ელოდით გამარჯვებას?
ევროპის ჩემპიონატზე უფრო ვღელავდი. ამდენი ხნის მერე არ ვიცოდი, როგორ იქნებოდა. ევროპის ჩემპიონი რომ გავხდი, მსოფლიოზე უკვე მქონდა მოლოდინი, რომ გავიმარჯვებდი.
რა დროს უთმობთ ვარჯიშს?
სამსახურის მერე ვვარჯიშობ. როცა ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი, თანამშრომლების გვერდში დგომით, ვახერხებდი დარბაზში წასვლას.
როგორც ჩანს, საქართველოს ბანკის გუნდი ყოველთვის გვერდში გიდგათ.
კი და არა მხოლოდ ვარჯიშის ნაწილში. საქართველოს ბანკმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სრულად დააფინანსა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი მისი თანადაფინანსებით წავედი.
სამომავლო გეგმები როგორია?
სამომავლო გეგმაა არ გავჩერდე. როგორც გითხარით, შემდეგ წელსაც ვაპირებ ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას. არ გაჩერდე კი ისეთი სლოგანია, რომელიც სულ მაძლევს მუხტსა და მოტივაციას.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები