თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად, ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
25 ოქტომბერს იქომერს ასოციაცია საქართველოს ორგანიზებით ელექტრონული კომერციის დღე გაიმართა. პირველად საქართველოში, საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ელექტრონული კომერციის პროცესში მთავარ მიღწევებზე, გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ემსჯელათ.
ელექტრონული კომერციის დღის გენერალური სპონსორი თეგეტა ჰოლდინგი იყო. ღონისძიების მონაწილეებთან საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი კომპანიის, e-Commerce-ის, გამოცდილებაზე, თეგეტას ელექტრონული კომერციის პლატფორმებსა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიურმა დირექტორმა ლევან მამულაშვილმა ისაუბრა. საქართველოს ბაზარზე თეგეტა ჰოლდინგი იყო პირველი, ვინც მომხმარებელს ავტომობილის ონლაინშეძენისა და კონფიგურატორების დახმარებით სასურველი მახასიათებლების შერჩევის საშუალება მისცა.
ლევან მამულაშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ტექნოლოგიური დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგი“ ერთ-ერთი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი საქმიანობა გააციფრულა. ჩვენი ონლაინმაღაზიის უკან დგას SAP ERP სისტემა, რომელიც უფრო მარტივს ხდის საოპერაციო საქმიანობას, ხოლო საინჟინრო ნაწილში აქტიურადაა დაწყებული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მომხმარებლებს, კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, ვთავაზობთ სხვადასხვა ციფრულ სერვისს, მათ შორის, მობილურ აპლიკაციას, ონლაინჯავშნებს, ავტომობილის ისტორიის შექმნას და სხვა.
ჩვენი, როგორც მულტიბრენდული კომპანიის, მთავარი მიზანი ელექტრონული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება და ავტოინდუსტრიის სრულად გაციფრულებაა. მიხარია, რომ ლიდერები ვართ ავტოინდუსტრიის დიგიტალიზაციის კუთხითაც და მომხმარებელს ამ მიმართულებით ბევრ ინოვაციას შევთავაზებთ".
ქართულ საავტომობილო ბაზარზე თეგეტა ელექტრონული კომერციის მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავეა. ციფრული პლატფორმა თეგეტა ჰოლდინგში თითქმის 10 წელია მოქმედებს. თეგეტა შოპი მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომლებიც მომხმარებელს ავტომობილზე ზრუნვის შესაძლებლობას სახლიდან გაუსვლელად აძლევს. ონლაინმაღაზიაში უკვე ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტი და სამომავლოდ ამ ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამოყენება კიდევ უფრო აქტიურად იგეგმება.
eCommerce Day 2023-ს 500-ამდე სტუმარი დაესწრო და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ისეთი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან: Amazon Pharmacy, Rakuten Viber, Trendyol, Glovo, Evido x Meta და სხვა. ღონისძიების მიზანი იყო ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება.
საღამოს საერთაშორისო სტუმრებს თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ, Geely Sakartvelo-მ, უმასპინძლა. ოფიციალურ ვახშამზე ქართული და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომერციის შესახებ აქტუალური თემების განხილვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
---
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება? — ახალი ბრძანების დეტალები
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს უნგრეთი საქართველოს, სომხეთის და ფილიპინების მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას კიდევ 8 ბრალდებული გააფორმებს
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე? რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
გადახედვა
-
საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს საჰარაში ნაპოვნი მეტეორიტი მზის სისტემის ადრეულ პლანეტაზე მიანიშნებს
გადახედვა
-
GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ GymBreeze და კოკა-კოლა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
კომენტარები