"დაუმორჩილებელი სული" — სალმან რუშდის გერმანიაში მშვიდობის პრემია გადაეცა
ფოტო: Kai Pfaffenbach / AP
თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ მწერალს სალმან რუშდის გერმანიაში მშვიდობის პრემია გადაეცა. ცერემონია, რომლის ორგანიზატორიც გერმანელ გამომცემელთა და წიგნის გამყიდველთა ასოციაციაა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დასკვნით დღეს, წმინდა პავლეს ტაძარში გაიმართა. ჯილდოს წარდგენისას, მწერალმა დანიელ კელმანმა წარმოშობით ინდოელ ბრიტანელ ავტორს "ჩვენს დროში სიტყვისა და შემოქმედების თავისუფლების ყველაზე დიდი დამცველი" უწოდა. პრემიის ჟიურის თქმით კი, რუშდი "დაუმორჩილებელი სულია".
"თავის რომანებსა და არამხატვრულ ტექსტებში იგი შორსმჭვრეტელობას შეუცდომელ ლიტერატურულ ინოვაციას, იუმორსა და მახვილგონიერებას უხამებს", — წერია ჟიურის განცხადებაში.
მშვიდობის პრემია, რომელიც 1950 წელს დაფუძნდა, გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა. პრიზი 25 ათას ევროს (~71 ათასი ლარი) შეადგენს. წინათ პრემია ისეთ მწერლებს მიუღიათ, როგორებიც არიან მარგარეტ ეტვუდი, ორჰან ფამუქი, სიუზენ ზონტაგი, ამოს ოზი, ვაცლავ ჰაველი და სხვები. გასულ წელს პრიზი უკრაინელ სერჰი ჟადანს გადაეცა.
"[ეს პრემია] გასაოცარ ადამიანებს აქვთ მიღებული, ამიტომ, დიდი პატივია, რომ ამ ჩამონათვალს ჩემი სახელიც დაემატა", — განაცხადა სალმან რუშდიმ პრემიის მიღებამდე.
პრიზის მიღებისას კი, მწერალმა ვრცელი სიტყვაც წარმოთქვა, რომელშიც ყურადღება გამოხატვის თავისუფლებაზე გაამახვილა. ცერემონიას ესწრებოდა ქართველი მწერალი და მთარგმნელი სალომე ბენიძეც, რომელმაც რუშდის სიტყვიდან ნაწყვეტი გაავრცელა.
"რა უნდა ვქნათ, როცა თავისუფალ სიტყვას ყველა მხრიდან ებრძვიან? ახალი ძალით უნდა ვაკეთოთ ის, რაც ყოველთვის უნდა გვეკეთებინა: ცუდ სიტყვას კარგით ვუპასუხოთ, ცრუ ამბავს უკეთესი ამბებით დავხვდეთ, სიძულვილს სიყვარული შევაგებოთ და გვჯეროდეს, რომ სიცრუის ხანაშიც კი, სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას. სიტყვის თავისუფლება მგზნებარედ უნდა დავიცვათ, მისი მნიშვნელობა, რამდენადაც შეგვიძლია, უნდა გავაფართოოთ. და კი, რა თქმა უნდა, უნდა დავიცვათ ის სიტყვაც, რომელიც ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას, რადგან თუ ასე არ მოვიქცევით, გამოხატვის თავისუფლებას საერთოდ ვეღარ დავიცავთ.
"კავაფისს რომ დავესესხო, 'ბარბაროსები დღეს გვიტევენ' და, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ ფარისევლობის პასუხი ხელოვნებაა, ბარბაროსობის კი — ცივილიზაცია. ხოლო ამ კულტურულ ომში ჩვენ, ყველას, სხვადასხვა სფეროს ხელოვანებს — კინოს შემქმნელებს, მსახიობებს, მომღერლებს და ლიტერატორებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ყოველ წელს იკრიბებიან ფრანკფურტში, რათა წიგნის ძველთაძველი ხელოვნება ადიდონ და უფრო პოპულარული გახადონ — შესაძლოა, ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა, ერთად უკუვყაროთ კარიბჭეებს მომდგარი ბარბაროსები" (სალომე ბენიძის თარგმანი).
ფოტო: Asia Society
რუშდი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მწერლად. 1981 წელს გამოქვეყნებულმა მისმა რომანმა შუაღამის შვილები ბუკერის პრემია სამჯერ მიიღო (გამოცემისას და პრემიის 25-ე და მე-40 იუბილეებზე).
აღიარების მიუხედავად, სალმან რუშდის შემოქმედება კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, თავად ავტორი კი სიკვდილის მუქარებიც სამიზნედაც იქცა. 1988 წელს გამოცემული რომანი ეშმაკეული აიები მუსლიმთა ნაწილმა ირანში მკრეხელობად მიიჩნია, რის გამოც წიგნი ქვეყანაში აიკრძალა. მომდევნო წელს ირანის ლიდერმა აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ ედიქტით მიმდევრებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდა. მწერლის მკვლელობისთვის ჯილდოდ $3 მილიონიც დაწესდა.
მართალია, ირანის მთავრობა მოგვიანებით გაემიჯნა ხომეინის განკარგულებას, თუმცა, რუშდისადმი მტრული განწყობა ქვეყანაში მაინც შენარჩუნდა. 2012 წელს ნახევრადოფიციალურმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ირანში რუშდის მოკვლის "გასამრჯელოდ" $2,8 მილიონიდან $3,3 მილიონამდე შეაგროვა. ამასთან, მწერალს გასულ წელს, ნიუ-იორკის შტატში საჯაროდ გამოსვლისას დაესხნენ თავს. მომხდარიდან მალევე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "თავდასხმა მწერლისა და მისი მხარდამჭერების ბრალია".
თავდასხმის შედეგად, რუშდიმ ცალ თვალში მხედველობა და ერთ ხელში მგრძნობელობა დაკარგა. ამის მიუხედავად, თავად მწერალი მიიჩნევს, რომ გაუმართლა, რადგან თავდასხმას გადაურჩა.
სალმან რუშდიზე თავდასხმა მსოფლიოში არაერთმა ცნობილმა მწერალმა და პოლიტიკოსმა დაგმო. მათ შორის იყო ცნობილი ბრიტანელი ავტორი ჯოან როულინგი, რომელმაც ამ განცხადების შემდეგ თავადაც მიიღო სიკვდილის მუქარა.
მართალია, ხომეინის განკარგულება აქამდე ვერ აღასრულეს, თუმცა, ეშმაკეულ აიებთან დაკავშირებული არაერთი ლიტერატორი იქცა სამიზნედ. 1991 წლის ივლისში რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში, სამშობლოში მოკლეს. წიგნის იტალიელ მთარგმნელს, ეტორე კაპრიოლოს, ცივი იარაღით დაესხნენ თავს მილანში. 1993 წლის ოქტომბერში ეშმაკეული აიების ნორვეგიელ გამომცემელს ესროლეს ოსლოშიც.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
კომენტარები