Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილის მფლობელი ეკიპაჟი #52 გახდა — გუნდის მხარდამჭერი თეგეტა მოტორსი იყო
ფოტო: თეგეტა მოტორსი
Rally Adventure Georgia-ს საქართველომ წელს მეხუთედ უმასპინძლა. ის ყველაზე მასშტაბური საავტომობილო შეჯიბრებაა, რომელიც უგზოობის პირობებში იმართება. სათავგადასავლო რალის მონაწილეების — მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟი #52-ის მხარდამჭერი წელს თეგეტა მოტორსი იყო.
პილოტმა მაო გოშაძემ ქალთა კატეგორიაში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან, ერთად იასპარეზა. წლევანდელი სათავგადასავლო რალი მაოს ქალიშვილის, მარიამ ნანობაშვილის, ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წინა წლებში ეკიპაჟი N52-ის შტურმანი იყო.
Rally Adventure Georgia-ს მეორე საპრიზო ადგილი სწორედ ეკიპაჟმა #52-მა დაიკავა. მათი ავტომობილის ტექნიკურად გამართვასა და რალისათვის შესაბამის აღჭურვილობაზე კი თეგეტა მოტორსმა იზრუნა.
მარიამ ხოსიტაშვილი, #52 ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი: "ეკიპაჟი #52 რალიში მესამედ მონაწილეობს, თუმცა მე შეჯიბრებაში პირველად ჩავერთე და შტურმანის ადგილი დავიკავე. პასუხისმგებლობა ძალიან დიდი იყო, რადგან შტურმანობისთვის სწორედ მარიამ ნანობაშვილმა მომამზადა. სამი თვის განმავლობაში მავარჯიშებდა, მიხსნიდა, მასწავლიდა. ოფროუდის გამოცდილება არასდროს მქონია, თუმცა ინტერესი ყოველთვის მქონდა. სწორედ მარიამ ნანობაშვილი დამეხმარა, რომ რალიში პირველი ნაბიჯები გადამედგა. ემოცია გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ჩვენი ეკიპაჟის ასპარეზობა მარიამ ნანობაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ეს იყო მთავარი მოტივაცია გუნდისთვის და პირადად ჩემთვისაც. მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა, მაინტერესებდა, რამდენად გავართმევდი თავს იმ სირთულეებს, რომლებსაც მარიამისა და მაოს გამოსვლებში აქამდე მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალს. ვფიქრობ, ეს შეჯიბრება თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ წინააღმდეგობების გადალახვისას სქესი დაბრკოლება არ არის. ასპარეზობისას სირთულეს ვერ აღიქვამ, იმდენად ორიენტირებული ხარ მიზანზე. წინააღმდეგობებთან შეჯახება კი თავდაჯერებულობას გმატებს და კიდევ უფრო გაძლიერებს".
ვახტანგ მძინარაშვილი, თეგეტა მოტორსის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტა მოტორსისთვის ქალთა გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას ვახორციელებთ. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია, რომ ოფროუდით გატაცებული ქალებისთვის დაგვეჭირა მხარი. წელსაც Rally Adventure Georgia-ს ერთ-ერთი ეკიპაჟის სპონსორები ვიყავით და მიხარია, რომ მათ მეორე ადგილი დაიკავეს ასპარეზობაში. რაც შეეხება რალის, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩავერთოთ ამ სფეროს განვითარებაში და ამ პროცესშიც შევიტანოთ წვლილი".
სათავგადასავლო რალი საქართველო-2023-მა სტარტი 1-ელ ოქტომბერს თბილისიდან აიღო და ერთ კვირას გაგრძელდა. შეჯიბრების მარშრუტი ყოველწლიურად იცვლება, წესები კი — არა. რალის თითოეული ეკიპაჟი ორი წევრისგან შედგება: მათგან ერთი ან ორივე აუცილებლად ქალი უნდა იყოს. ქალების მონაწილეობა სათავგადასავლო რალიში ღონისძიების კონცეფციის ნაწილია. შეჯიბრების მიზანია, დაამსხვრიოს სტერეოტიპი და საზოგადოებას აჩვენოს, რომ უგზოობის პირობებში ავტომობილის მართვა ქალების გატაცებაც შეიძლება იყოს და რომ ამ რთულ მისიას ქალები საუკეთესოდ ართმევენ თავს.
წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მისიაც ჰუმანიტარული იყო. ასპარეზობის პარალელურად, მონაწილეებმა ორ რეგიონში, იმერეთსა და სამეგრელოში, დახმარება 50 ოჯახს აღმოუჩინეს.
Rally Adventure Georgia-ს მონაწილეებს გზად სასტუმრო საირმემ უმასპინძლა. რალი 7 ოქტომბერს სტეფანწმინდაში, სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi-ში დასრულდა. შეჯიბრების დასასრულს წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები