ვიოლა ფონ კრამონ

17 Oct. 2023, 15:16

საქართველოს პრეზედენტი — სალომე ზურაბიშვილი, ხუთი თვის წინ მტკიცედ იდგა აქ, მისი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. პრეზიდენტი ზურაბიშვილი აკეთებს იმას, რის გაკეთებაზეც საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს: აახლოებს თავის ქვეყანას ევროკავშირთან. პრეზიდენტი, რომელიც თავისი ხალხის მსგავსად, სისხლით ხორცამდე ევროპელია, მკაცრად იცავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს: მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამ ძალისხმევისთვის ახლა იგი ისჯება ოლიგარქისა და მისი ჩინოვნიკების მიერ. 

ძვირფასო კოლეგებო, განგაშით გამცნობთ, რომ საქართველო, ოდესღაც ევროპული იმედის სხივი, ახლა სწრაფად მიემართება ავტორიტარული, პრორუსული მმართველობისკენ. სასამართლო და კანონის უზენაესობა დარღვეულია და ახლა იარაღად არის გამოყენებული იმ ფარსში, რომელსაც იმპიჩმენტს ეძახიან. ჩვენ არ შეგვიძლია და ხელს არ ჩავიქნევთ საქართველოზე, არ დავტოვებთ ქართველების 80%-ზე მეტს მარტოდ ჩრდილოვანი რეჟიმის პირისპირ. საქართველო გახდება ევროპული კავშირის წევრი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…