თეგეტა ჰოლდინგი საერთაშორისო კონფერენციის — Uniting Business Europe-ის ერთ-ერთი გენერალური სპონსორი იყო
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია — Uniting Business Europe გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობითა და თეგეტას მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენცია მდგრადი განვითარების გლობალურ მიზნებსა და 2030 წლისთვის მათი მიღწევის საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს კერძო სექტორის მიერ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესზე, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციებზე, ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მდგრად დაფინანსებაზე, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკაზე, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
Uniting Business Europe-ის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე — ხვალინდელი დღის გარდაქმნა: ფოკუსი ESG-სა და ევროკავშირის რეგულაციებზე. პანელის მონაწილეებმა, გაეროს გლობალური ქსელის საერთაშორისო წევრებმა, ევროკავშირისა და ბიზნესების წარმომადგენლებმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად ევროკავშირის რეგულაციებსა და მათი შემუშავება-აღსრულების პროცესში კერძო სექტორის როლზე ისაუბრეს. პანელში მონაწილეობა მიიღო თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა. ვახტანგ კაჭარავამ ჰოლდინგის CSR მიმართულებებსა და მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "ვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ ისეთი მასშტაბისა და გლობალური მნიშვნელობის მქონე ღონისძიების მხარდამჭერები, როგორიც Uniting Business Europe-ია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონი ბიზნესს არ ავალდებულებს თავის საქმიანობაში CSR მიმართულების ინტეგრირებას, „თეგეტა“ ამ კუთხით გამორჩეულია და ამ ყველაფერს, ვალდებულების მიღმა, უკვე წლებია აკეთებს. „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიის იდენტობის ნაწილია. დღეს კი მოგვეცა შესაძლებლობა, გაგვეზიარებინა საუკეთესო პრაქტიკები და, სხვა აქტორებთან ერთად, შეგვეფასებინა ჩვენი როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში".
Uniting Business Europe-ის კონფერენციაში მონაწილეობდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრები 30-ზე მეტი ქვეყნიდან და დაინტერესებული მხარეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და გლობალური ბიზნესის ლიდერები; ხელისუფლების წარმომადგენლები; კორპორაციული მდგრადობის ექსპერტები; სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონფერენცია USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით გაიმართა.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, აგრეთვე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს. ესენია: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორისაა: Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები