საქართველოს ბანკის ინიციატივით, სოფელ მუხრანში 900 მოსწავლისთვის ახალი იდეათეკა გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას კი სკოლის მოსწავლეებში მომავლის პროფესიებისა და ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი ინტერესის გაღრმავებას უთმობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტს ახორციელებს.
საქართველოს ბანკის იდეათეკა ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მაღალმთიან, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს წვდომას შემეცნებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე რესურსზე — მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკებზე, კომპიუტერებსა და პროექტორებზე. ამასთან, იდეათეკაში არსებული STEM-ის კუთხე მოსწავლეებს STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფს.
სწორედ ამ მიზნით, წელს საქართველოს ბანკმა სოფელ მუხრანში მდებარე ნიკო ბურის სახელობის სოფელ მუხრანის საჯარო სკოლაში რიგით მე-17 იდეათეკა გახსნა, რომელიც 900 ბავშვისთვის შექმნის ახალი აღმოჩენებისა და შემეცნების შესაძლებლობებს.
"საქართველოს ბანკის, როგორც მაღალი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის მთავარი ღირებულება განათლებაა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მივცეთ წვდომა ხარისხიან განათლებაზე, თვითგანვითარებისა და შემეცნებისთვის საჭირო ინსტრუმენტზე, რაც ხელს შეუწყობს მათში ზოგადი განათლებისა და STEM მეცნიერებების მიმართ ინტერესის როგორც ჩამოყალიბებას, ასევე გაღრმავებას", - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს იდეათეკები საქართველოს 6 რეგიონის 16 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს. რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკმა 7000-ზე მეტი მოსწავლისთვის შექმნა განათლებისა და თვითგანვითარების შესაძლებლობა.
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, განსაკუთრებით მოწყვლადი მაღალმთიანი, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია. ამიტომ, მიზნად დავისახეთ სწორედ ასეთ სოფლებში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის შეგვექმნა საკუთარი პოტენციალის არა მხოლოდ გამოვლენის, არამედ მისი მაქსიმალურად ათვისების შესაძლებლობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკეთეს მომავალს განათლება ქმნის. ამიტომ, საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა... სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 ათასზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები